პლაზმოთერაპია Regen Lab ტექნოლოგიით

plazmoterapia

თმის ცვენის მკურნალობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პლაზმოთერაპიას იგივე PRP (თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა) პროცედურას. პლაზმოთერაპია ეფუძნება პაციენტის სისხლიდან თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის მიღებას, რომელიც შეიცავს ზრდის ფაქტორს და მის შეყვანას ინექციის გზით პრობლემურ ზონებში, რის შედეგად უმჯობესდება თმის ფოლიკულის კვება. კლინიკა „დეამედში“ გამოიყენება სხვადასხვა სახის PRP ტექნოლოგია. მათ შორის საყურადღებოა პლაზმოთერაპია Regen Lab ტექნოლოგიით.   Regen […]

პლაზმოთერაპია და თმის ცვენის მკურნალობა

plazmoterapia

პლაზმოთერაპია – ეს არის თმის ცვენის ინექციური პროცედურა, რომლის დროსაც ხდება ადამიანის  საკუთარი პლაზმის (აუტოპლაზმის) შეყვანა კანში. 1970 წლიდან პლაზმოთერაპიამ მნიშვნელოვანი როლი შეიძინა ქსოვილების რეგენერაციის  დაჩქარების პროცესში. თავდაპირველად მას იყენებდნენ ზოგად ქირურგიაში და ტრავმატოლოგიაში:  თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა აქტიურად ასტიმულირებს ქსოვილის აღდგენით პროცესებს, რაც აჩქარებს ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესებს. ამ დროს კანის სტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესება გამოვლინდა […]

ფინასტერიდის როლი თმის ცვენის მკურნალობაში

ფინასტერიდი-finasteride

ფინასტერიდი – არის მამაკაცური ტიპის თმის ცვენის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც  FDA-ის მიერ მოწოდებულია ანდროგენული ალოპეციის სამკურნალო ერთადერთ პრეპარატად.  ფინასტერიდი – მიეკუთვნება ფერმენტ 5 ალფა რედუქატაზას( ტიპი 2)  ინჰიბიტორს, რომელიც ახდენს ტესტოსტერონის გარდაქმნას დიჰიდროტესტოსტერონად.  ჭარბი დიჰიდროტესტოსტერონი არის, როგორც ანდროგენული ალოპეციის, ასევე პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მიზეზი.  ფინასტერიდი, თავდაპირველად შეიქმნა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ. ევროპაში რეგისტრირებულია 1992 […]

მინოქსიდილის მნიშვნელობა თმის ცვენის მკურნალობისას

monoxidil-მონოქსიდილი

მინოქსიდილი – ანდროგენული ალოპეციის ერთადერთი ადგილობრივი სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც აქვს ამერიკის კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA)  თანხმობა. ეს მედიკამენტი თავდაპირველად 1970-იან წლებში დაინერგა, როგორც მძიმე და არასტაბილური ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება.  შემდგომში ექიმებმა დააფიქსირეს თმის ზრდა და გენერალიზებული ჰიპერტრიქოზი(ჭარბთმიანობა) პაციენტებში, რამაც გამოიწვია ადგილობრივი მინოქსიდილის ფორმულის შემუშავება ანდროგენული ალოპეციის სამკურნალოდ (AGA).  მინოქსიდილის 2% ხსნარი პირველად გამოჩნდა 1986 წელს, […]