ფინასტერიდიარის მამაკაცური ტიპის თმის ცვენის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც  FDA-ის მიერ მოწოდებულია ანდროგენული ალოპეციის სამკურნალო ერთადერთ პრეპარატად

ფინასტერიდი მიეკუთვნება ფერმენტ 5 ალფა რედუქატაზას( ტიპი 2)  ინჰიბიტორს, რომელიც ახდენს ტესტოსტერონის გარდაქმნას დიჰიდროტესტოსტერონად. 

ჭარბი დიჰიდროტესტოსტერონი არის, როგორც ანდროგენული ალოპეციის, ასევე პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მიზეზი. 

ფინასტერიდი, თავდაპირველად შეიქმნა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ. ევროპაში რეგისტრირებულია 1992 წლიდან. პრეპარატის პერორალური ფორმა ამცირებს დიჰიდროტესტოსტერონის დონეს შრატში და თავის თმიან საფარველზე. ფინასტერიდი არ არის პირდაპირი ანტიანდროგენი, ის არ ამცირებს ტესტოსტერონის და სხვა ჰორმონების დონეს სისხლში. ფინასტერიდი ამცირებს თმის ცვენის ინტენსივობას და ხელს უწყობს ახალი თმის ამოსვლას. ფინასტერიდი მიიღება აბების სახით, 1 მგ. დღეღამეში. ანდროგენული ალოპეციის სამკურნალოდ ეს პრეპარატი დარეგისტირებული იქნა 1998 წლიდან.ფინასტერიდი-finasteride

ამჟამად, წამლის უსაფრთხოების შესახებ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ  ფინასტერიდი უსაფრთხო მედიკამენტია.

თმის ცვენის მკურნალობისას, ფინასტერიდის მიერ გამოწვეული შესაძლო სექსუალური გვერდითი მოვლენების შესახებ, საკმაოდ ხშირად ჩნდება კითხვები.  პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, ინტერნეტ საიტებმა და ალტერნატიული მედიცინის პრაქტიკოსების დეზინფორმაციამ, ხელი შეუწყო ამ პრეპარატის მიმართ შიშის წარმოქმნას.  ხშირად დერმატოლოგებიც  ყოყმანობენ წამლის ხანგრძლივ დანიშვნაზე. 

სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებით შესაძლებელია ითქვას, რომ  ფინასტერიდი ანდროგენული ალოპეციის სამკურნალო, ყველაზე ეფექტური მედიკამენტია,  რომელიც უმკლავდება თმის ცვენის პრობლემას, მისი ეფექტი დადასტურებულია.  რამდენიმე კვლევამ აჩვენა ფინასტერიდის უსაფრთხოება ხანგრძლივი მიღებისას. ფინასტერიდის 1მგ არის დაბალი დოზა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. თუ ფიქსირდება ფინასტერიდის გვერდითი ეფექტები მცირეა და წამლის შეწყვეტის შემდეგ ქრება. 

ფინასტერიდის ეფექტური ალტერნატივა ძალიან ცოტაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა არ შეწყვიტოს წამლის მიღება, თუ მას არ აქვს რაიმე გვერდითი მოვლენა. ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის აღმოჩენის შემთხვევაში, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს რჩევისთვის, 

ფინასტერიდის მიღება სრულიად ნებაყოფლობითია, რადგან მამაკაცური ტიპის თმის ცვენა მხოლოდ კოსმეტიკური მდგომარეობაა,  მთლიანად პაციენტზეა დამოკიდებული პრეპარატის მიღებაარ მიღების საკითხი. მკურნალმა ექიმმა  პაციენტს უნდა მიაწოდოს სრული ინფორმაცია პრეპარატის შესახებ, რათა პაციენტმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

პაციენტს, რომელსაც ადრე აღენიშნებოდა ოლიგოსპერმია, უნაყოფობა, განსაკუთრებით თუ ის ახლად დაქორწინებულია და ცდილობს ოჯახის შექმნას, სასურველია თავი აარიდოს ფინასტერიდის მიღებას.

ფინასტერიდი-finasteride

აღსანიშნავია, რომ თმის აღდგენის ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISHRS) შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეაფასებს ფინასტერიდის გვერდითი მოვლენების შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებს და გასცემს რეკომენდაციებს . სამუშაო ჯგუფმა პირველი შეფასება ამ თემაზე გამოაქვეყნა შემდეგნაირად:

დღემდე არ არსებობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ კავშირს ფინასტერიდსა და მუდმივ სექსუალურ გვერდით მოვლენებს შორის. 

საჭიროა კიდევ მეტი კვლევა გვერდითი ეფექტების რეალური სიხშირის შესაფასებლად, იმის დასადგენად, არის თუ არა ჭეშმარიტი მიზეზობრივი კავშირი მუდმივ გვერდით ეფექტებთან და თუ ასეა, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ ვინ შეიძლება იყოს ამ რისკის ქვეშ. 

მილიონობით პაციენტი მოიხმარს ფინასტერიდს გვერდითი ეფექტების გარეშე, ან მინიმალური და შექცევადი გვერდითი ეფექტებით. მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო საზოგადოებამ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე და საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს შემდგომი კვლევები, რათა ზუსტი ინფორმაცია მიეცეს ჩვენს პაციენტებს, რომ  მათ საშუალება ქონდეთ, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი მინოქსიდილის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ბოლო კვლევებში საუბარია ფინასტერიდის კიდევ უფრო დაბალი თერაპიული დოზების შესაძლო მიღებაზე, რადგან ვარაუდობენ, რომ 0.2 მგ დოზა ადეკვატურია როგორც სკალპის კანის, ასევე შრატში DHT დონის დასათრგუნად. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *