საკვალიფიკაციო პროგრამა სპეციალობაში:
თმის აუტოტრანსპლანტაცია

კლინიკა „დეამედი“-ს ექიმები 14 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებენ სასწავლო პროგრამებს. მათ მიერ მრავალი ექიმი და ექიმის ასისტენტი მომზადდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალობაში „თმის აუტოტრანსპლანტაცია“.

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაა 21 კალენდარული დღე და ძირითადად მიმართულია პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებაზე. მულაჟებზე სწავლების შემდეგ მსმენელი აქტიურად მონაწილეობს ოპერაციის ყველა ეტაპზე. სწორედ ამიტომ ჩვენს მოსწავლეებს სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ გააჩნიათ მომზადების ისეთი  დონე, რომ მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად შეასრულონ თმის გადანერგვის ყველა ეტაპი.

სასწავლო პროგრამა:

1

თეორია

14 ა/ს

2

საკონსულტაციო კაბინეტში მუშაობა

16 ა/ს

3

სწავლება სიმულაციურ კლასში

26 ა/ს

4

პრაქტიკული სწავლება საოპერაციოში

88 ა/ს

სულ

 

144 ა/ს

ლექციები:

  1. თმის ანატომია და ფიზიოლოგია. თმის ცვენის ტიპები (ანდროგენეტიკური, დიფუზური, ბუდობრივი, ნაწიბუროვანი), ეიოპათოგენეზი და კლინიკური მიმდინარეობა.
  2. რას წარმოადგენს თმის გადანერგვა? თმის აუტოტრანსპლანტაციის განვითარების ისტორია, ჩვენებები და უკუჩვენებები.
  3. თმის გადანერგვის სხვადასხვა მეთოდები (FUT, FUE), უპირატესობები და ნაკლოვანებები.
  4. თმის გადანერგვის არასტანდარტული ვარიანტები და მათი თავისებურებები (გრძელი თმის გადანერგვა, თმის გადანერგვა ტანიდან, თმის გადანერგვა ნაწიბურებში დამწვრობისა და სხვდასხვა ტრავმის შემდეგ, წარბის, წამწამის, წვერისა და ულვაშის აღდგენა).
  5. ანესთეზია თმის აუტოტრანსპლანტაციის დროს. კრიტიკული მდგომარეობები, მათი პროფილაქტიკა და მკურნალობა.
  6. თმის ტრანსპლანაციის გართულებები, პრევენცია და მკურნალობა.
  7. როგორ აღვჭურვოთ თმის გადანერგვის სპეციალიზირებული კლინიკა?

პრაქტიკული სწავლება:

  1. საკონსულტაციო კაბინეტში მუშაობა. პირველი კონტაქტი პაციენტთან, ანამნეზის შეკრება, პაციენტის გასინჯვა, თმის ცვენის ხარისხის და გადასანერგი გრაფტების რაოდენობის განსაზღვრა, სადონორო თმის შეფასება, თმის ზრდის წინა ხაზის დიზაინის შერჩევა და ოპერაციის დაგეგმვა (მეთოდი, ეტაპობრიობა …). სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
  2. გადასანერგი ფოლიკულების მოპოვება FUT (Strip) მეთოდით. სადონორო არის ჭრილობის დახურვის სხვადასხვა ვარიანტები, ტრიქოფიტური ნაკერი.
  3. გადასანერგი ფოლიკულების მოპოვება FUE მეთოდით, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით (მოტორიზებული და მანუალური ტექნიკა)
  4. FUE და FUT მეთოდების კომბინაცია.
  5. გრაფტების პრეპარირება სტერეოსკოპული მიკროსკოპების გამოყენებით.
  6. სარეციფიენტო არის მომზადება, თმის ზრდის დიზაინის შექმნა, მიკროხვრელების ფორმირება.
  7. გრაფტების იმპლანტაცია სარეციფიენტო არეში სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით (პინცეტებით და იმპლანტერებით).
  8. თმის გადანერგვის არასტანდარტული ვარიანტები (გრძელი თმის გადანერგვა, თმის გადანერგვა ტანიდან, თმის გადანერგვა ნაწიბურებში დამწვრობისა და სხვდასხვა ტრავმის შემდეგ, წარბის, წამწამის, წვერისა და ულვაშის აღდგენა).
  9. პაციენტების მართვა პოსტოპერაცილ პერიოდში.

სწავლების დასრულების შემდეგ მსმენელი მიიღებს თბილისის სახალმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დამოწმებულ ვალიდურ სერთიფიკატს.

ვიდეო: სტუდენტი უზბეკეთიდან – თმის გადანერგვის კურსი დეამედში
ვიდეო: სტუდენტი უზბეკეთიდან – თმის გადანერგვის კურსი დეამედში
ვიდეო: სტუდენტები – თმის გადანერგვის კურსი დეამედში
ვიდეო: სტუდენტი რუსეთიდან – თმის გადანერგვის კურსი დეამედში

ვიდეო: სტუდენტი აზერბაიჯანიდან – თმის გადანერგვის კურსი დეამედში

ვიდეო: სტუდენტი რუსეთიდან – თმის გადანერგვის კურსი დეამედში
ვიდეო: სტუდენტი უკრაინიდან – თმის გადანერგვის კურსი დეამედში
ვიდეო: სტუდენტი რუსეთიდან – თმის გადანერგვის კურსი დეამედში

ვიდეო: სტუდენტი რუსეთიდან – თმის გადანერგვის კურსი დეამედში

ვიდეო: სტუდენტი რუსეთიდან – Yulia Anglateთმის გადანერგვის კურსი დეამედში
ვიდეო: სტუდენტი ხაზახეთიდან, თმის გადანერგვის კურსი დეამედში
ვიდეო: სტუდენტი რუსეთიდან Айрат Халирахманов, თმის გადანერგვის კურსი დეამედში
ვიდეო: სტუდენტი რუსეთიდან Ekaterina Borisova, თმის გადანერგვის კურსი დეამედში
ვიდეო: სტუდენტი რუსეთიდან, თმის გადანერგვის კურსი დეამედში

ვიდეო: სტუდენტი პორტუგალიიდან Catarina Marques, თმის გადანერგვის კურსი დეამედში

ვიდეო: თმის გადანერგვის კურსი დეამედში
ვიდეო: კურსის სტუდენტი მანჩესტერიდან

ვიდეო: უკრაინელი ექიმი სასწალო კურსის შესახებ

თუ გსურთ ტრენინგის გავლა სპეციალობაში „ტრიქოლოგია“, გთხოვთ შეავსეთ განაცხადი: