კონტაქტი

სამეცნიერო აქტივობა

მოგეხსენებათ, ექიმობა კომპლექსური ნიჭია და ამ თვისებათა ერთობლიობაში მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარი. სწორედ ეს უნარებია საფუძველი ექიმის განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების. ექიმი მუდამ უნდა ეცნობოდეს კოლეგების პრაქტიკულ და სამეცნიერო საქმიანობას, აანალიზებდეს და აღიარებდეს მათ მიღწევებს. ამავე დროს ექიმი არასდროს არ უნდა კმაყოფილდებოდეს მიღწეულით და ის მუდამ უნდა ცდილობდეს გააუმჯობესოს ის რაც დღეს საუკეთესოდ ითვლება. მარტივად რომ ვთქვათ, მეცნიერება არის ექიმის და ზოგადად მედიცინის განვითარების აუცილებელი თანმდევი პროცესი. კლინიკა «DeaMed“-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა სხვა კლინიკებთან შედარებით გახლავთ ის რომ აქ მოღვაწეობენ მაღალკვალიფიციური ექიმები, მათ შორის ერთი პროფესორი და ორი მედიცინის დოქტორი, ეს თავის მხრივ განაპირობებს იმას, რომ კლინიკა ეწევა აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას. ამიტომ მკურნალობის და დიაგნოსტიკის ყველა ის მეთოდი და ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება კლინიკა «DeaMed“-ში არის მეცნიერულად დასაბუთებული და მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა ეჭვს არ იწვევს! კლინიკა „დეამედი“-ს ექიმები არიან მრავალი საეთაშორისი კონფერენციის მონაწილე და არაერთი ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომის ავტორები. კლინიკა „დეამედი“-ს პლასტიკური ქირურგის, დეა პაპასკირის მიერ დაცულია მსოფლიოში ერთადერთი დისერტაცია, რომელშიც გადაჭრილია ნაწიბუროვანი ალოპეციის მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა.