პლაზმოთერაპია – ეს არის თმის ცვენის ინექციური პროცედურა, რომლის დროსაც ხდება ადამიანის  საკუთარი პლაზმის (აუტოპლაზმის) შეყვანა კანში.

1970 წლიდან პლაზმოთერაპიამ მნიშვნელოვანი როლი შეიძინა ქსოვილების რეგენერაციის  დაჩქარების პროცესში. თავდაპირველად მას იყენებდნენ ზოგად ქირურგიაში და ტრავმატოლოგიაში:  თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა აქტიურად ასტიმულირებს ქსოვილის აღდგენით პროცესებს, რაც აჩქარებს ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესებს. ამ დროს კანის სტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესება გამოვლინდა როგორც თანმხლები ეფექტი და ამის შემდეგ მოხდა მისი დანერგვა ესთეტიკურ მედიცინაში. 

ადამიანის პლაზმის შემადგენლობაში შედის ისეთი მნიშნვნელოვანი აქტიური ბიოლოგიური კომპონენტები როგორიცაა: ვიტამინები, მინერალები, პროტეინი, ამინომჟავები, ჰორმონები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თრომბოციტები,  რომელიც მდიდარია ზრდის ფაქტორით(GF). სწორედ ეს ზრდის ფაქტორი უზრუნველყოფს ანგიოგენეზს, უჯრედების პროლიფერაციას (უჯრედების ზრდის სტიმულირებას), რაც საბოლოო ჯამში იწვევს პრობლემური უბნის მდგომარეობის გაუმჯოსებას.

პლაზმოთერაპიის ამ თვისებების გამო მოხდა მისი აქტიური გამოყენება დერმატოლოგიაში და ესთეტიურ მედიცინაში. სულ უფრო სისტემატიურად და ხშირად  ტარდება ეს პროცედურა თმის ცვენის დროს და კანის სხვადასხვა პრობლემების დროს . პრობლემურ უბანში მოხვედრის შემდეგ პლაზმა ააქტიურებს კოლაგენის, ჰიალურონის და თმის ფოლიკულების ზრდას. ხდება კანის სტრუქტურის და  სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ხდება ქსოვილის გამდიდრება მისთვის საჭირო ნივთიერებებით. ასევე აქტიურდება თმის ფოლიკულების სისხლის მიმოქცევა  და მიძინებული ფოლიკულების გააქტიურება.

აქტიურად ხდება მისი გამოყენება ისეთი პრობლემების დროს  როგორიცაა:

 

მნიშვნელოვანია პროცედურამდე  პაციენტის  ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება.  სასურველია პლაზმოთერაპიამდე  მოხდეს სისხლის საერთო ანალიზის აღება და ასევე აცნობოთ ექიმს ყველა იმ მედიკამენდის დასახელება რასაც იღებთ.  განსაკუთრებით ისეთი მედიამენტების მიღება რომლებიც მოქმედებს სისხლის შედედებაზე. ასევე მნიშვნელოვანი სწორი კვების რეჟიმის დაცვა: არ შეიძლება მკვეთრად  ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლის, ყავის მიღება პროცედურის წინ.

პლაზმოთერაპია არ არის რთული პროცედურა,  მიმდინაორებს დაახლოებით  30-40 წუთი, ტარდება ექიმი დერმატოლოგიტრიქოლოგის  მიერ, სტერილურ გარემოში. თავდაპირველად ხდება ვენური სისხლის აღება და მისი მოთავსება სპეციალურ პლაზმოთერაპიის სინჯარაში, ხდება მისი დაცენტრიფუგირება და თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის მიღება. სინჯარიდან მიღებული პლაზმის შეყვანა ხდება კანქვეშ, წვრილი ნემსით  (30-32 G), რაც საბოლოოდ განაპირობებს ისეთ დადებით შედეგებს, როგორიცაა თმის ცვენის შეჩერება, თმის სიხშირის და სტრუქტურის, თავის კანის მდგომარეობის გაუმჯობესება.

დღეს დღეობით არსებობს პლაზმოთერაპიის სხვადასხვა ტიპის და თაობის სინჯარები, რომლის  შერჩევა მნიშვნელოვანია და  ხდება კონკრეტულ შემთხვევაში ექიმის მიერ.

პლაზმოთერაპიის  შედეგი ვლინდება დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, პროცედურებს შორის ინტერვალი 3-5 კვირაა,  საჭიროა მინიმუმ 3 პროცეურის ჩატარება, პროცედურების რაოდენობას და სიხშირე განისაზღვრება ინდივიდუალურად, პრობლემიდან გამომდინარე. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *