– 19 წელი პლასტიკურ ქირურგიაში ცოტა არ არის. როგორი იყო გზა, რომელიც გაიარეთ და დღეს უკვე საკუთარი კლინიკის მფლობელი ხართ?

    პლასტიკურ ქირურგიაში მუშაობის გადაწყვეტილება 2002 წელს მივიღე. ჩემი სურვილი იყო, თმის გადანერგვის დარგში მემუშავა. 20 წლის წინ ეს დარგი ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული და პოპულარული. ჩემ ირგვლივ უამრავი მამაკაცი ჰქონდასიმელოტის პრობლემა, ამიტომ, საინტერესოდ მომეჩვენა. მიყვარს სიახლეებთან შეჭიდება. შემდეგ იყო საინტერესო კვლევები, რომლებიც 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დავიცავი დისერტაცია, რომელიც ეხებოდა ნაწიბურებში თმის გადანერგვას. ეს სიახლე იყოამ დარგში. ჩვენ შევძელით ახალი სტანდარტის დამკვიდრება. მქონდა ბევრი საინტერესო შემთხვევა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ბევრი ადამიანის სიცოცხლის ხარისხი.

   დღეისათვის, ეს დარგი საკმაოდ განვითარებულია და აკმაყოფილებს პაციენტის უმთავრეს მოთხოვნას, რომ გადანერგილ თმას ჰქონდეს ბუნებრივი შესახედაობა, არ ჩანდეს კვალი ე.წ. ნაწიბური, კეფის არეში, რაც რჩებოდა ძველი მეთოდისა და ტექნოლოგიების გამოყენების დროს, ამის გამოც ბევრი პაციენტი იკავებდა თავს პროცედურისგან. შემდეგ იყო კლინიკა ‘დეამედი’.

   მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკამ დაარსების დღიდანვე დაიწყო წარმატებული საქმიანობა და გახდა წამყვანი არამარტო საქართველოში, მსოფლიოშიც. ‘დეამედი’ პროგრესული კლინიკაა, რომელიც პაციენტს სასიამოვნო, კომფორტულ გარემოში სთავაზობს თმის გადანერგვის ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო ტექნოლოგიებს, საუკეთესო შედეგის გარანტიით. ‘დეამედი’ ჩემი ცხოვრების ნაწილი, ჩემი მეორე ოჯახია, რომლის ტრადიციებს და წინსვლას აუცილებლად გააგრძელებს ჩემი შთამომავლობა.

 

– თმის გადანერგვა – საქმე, რომელშიც მთელ გულს დებთ, რამდენად რთულია და რა სპეციფიკურობა ახასიათებს?

მართალს ბრძანებთ, თმის გადანერგვა – ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რომ სირთულეზე აღარ ვსაუბრობ. ვიტყოდი, რომ უფრო საინტერესოა. თითოეული შემთხვევა ძალიან განსხვავებულია. ყველა პაციენტს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. თმის გადანერგვის პროცედურა დიდ ძალისხმევას მოითხოვს იმიტომ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ქირურგი მუშაობს მრავალჯერადი გადიდების ქვეშ, იუველირივით, სკრუპულოზურად. პროცედურა სრულდება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და ქირურგისგან მოითხოვს ამ ინსტუმენტების ფლობის უნარს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, პლასტიკურ ქირურგს, უახლეს ტექნოლოგიებთან ერთად, უნდა ჰქონდეს მოქნილი, ნატიფი ხელი და მხატვრული ხედვის უნარი.

– რა განაპირობებს ქირურგის წარმატებას და პოპულარობას?

წარმატება მიიღწევა მრავალწლიანი გამოცდილებითა და დაუზოგავი შრომით. ქირურგი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, წლების წინ მიღებული ცოდნა ექიმისთვის საკმარისი არ არის. განათლების გარდა, აუცილებელია მეცნიერული და კრიტიკული აზროვნების უნარი. ექიმი ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო აქტივობაში, იზიარებდეს სხვის გამოცდილებას. პლასტიკური ქირურგი უნდა ფლობდეს ყველა იმ პროგრესულ ტექნოლოგიას, რაც თანამედროვე სტანდარტებისთვის არის საჭირო. აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩემი წარმატება წარმოუდგენელია ჩემი გუნდის გარეშე, ესენი არიან პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ფასდაუდებელი შრომით, ჩემთან ერთად ქმნიან „დეამედის ხარისხს“. კლინიკის გუნდი იზრდება და მიმდინარეობას კადრების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება.

– „დეამედ სტანდარტი“ ეს თქვენი პირადი ხედვაა თმის გადანერგვაში? რას ნიშნავს და რას აძლევს ის პაციენტს?

„დეამედ სტანდარტი“ – ეს გახლავთ თმის გადანერგვაში ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად შემუშავებული ალგორითმები, რაც დაფუძნებულია მტკიცებით მედიცინაზე. ეს არის სახელმძღვანელო, ერთგვარი გზამკვლევი, თმის ტრანსპლანტაციაში. მოგეხსენებათ, რომ დეამედი არის საუნივერსიტეტო კლინიკა – სასწავლო ცენტრი, სადაც ხდება ქირურგების და პლასტიკური ქირურგების გადამზადება თმის ტრანსპლანტაციაში. ჩვენთან ექიმები, სასწავლო კურსის გასავლელად, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიან. მათი სპეციალიზაცია თმის ტრანსპლანტოლოგიაში სწორედ „დეამედ სტანდარტის“ საფუძვლების დაუფლებით მიმდინარეობს. პაციენტებისთვის „დეამედ სტანდარტი“ ნიშნავს საუკეთესო შედეგით თმის გადანერგვას.

– რა მოთხოვნები აქვს პაციენტს, რომელიც თქვენთან თავისი ვიზუალის გასაუმჯობესებლად მოდის?

მართალს ბრძანებთ. პაციენტი, რომელიც პლასტიკურ ოპერაციის ჩატარებას გეგმავს, მართლაც აყენებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია პლასტიკური ქირურგის ჩართულობა, რათა სწორად შეფასდეს პაციენტის მდგომარეობადა სწორი ინფორმაცია ჰქონდეს მოსალოდნელ შედეგებზე. ქირურგი ითვალისწინებს მთელ რიგ ფაქტორებს: პაციენტის გენეტიკას, ასაკს, სადონორო თმის რესურს, თმის სტრუქტურას, გამელოტებული უბნის ფართობს და სხვა მრავალ ნიუანსს. იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აქვს თმის ცვენის ყველაზე მაღალი – 7 ხარისხი, სადონორო რესურსი ძალიან მწირია, ამ დროს პლასტიკური ქირურგის შესაძლებლობები, სამწუხაროდ, შეზღუდულია, რაც უნდა მაღალ ტექნოლოგიებს იყენებდეს ის. ასეთ შემთხვევაში, ქირურგი პაციენტს განუმარტავს, რომ სასურველ შედეგს ვერ მიიღებს, ვერ დაიბრუნებს იმ იმიჯს, რაც ბავშვობაში ჰქონდა და არ თანხმდება ოპერაციაზე. პაციენტი, რა თქმა უნდა, მადლობას უხდის ქირურგს კეთილსინდიერებისთვის, იმისათვის, რომ პროცედურის შემდგომ არ დარჩა იმედგაცრუებული.

 

19 წლიანი გზა თმის გადანერგვაში და მისი, როგორც ექსპერტის გამოცდილება

 

– როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ თმის გადანერგვის სფეროში?

იცით, ცოტა უხერხულია საუბარი გამორჩევაზე. მაგრამ, მოდი, ასე ვიმსჯელოთ: პლასტიკურ ქირურგიაში ყველაზე მნიშვნელოვანია, პაციენტი იყოს კმაყოფილი. პაციენტი მაშინაა კმაყოფილი, როდესაც საუკეთესო შედეგს იღებს. საუკეთესო შედეგის მისაღებად, ქირურგმა სწორად უნდა შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა, რაციონალურად დაგეგმოს ოპერაცია და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს პაციენტს. არ შეპირდეს არარეალურს, იყოს კეთილსინდისიერი. აუცილებელია, ქირურგი კვალიფიკაციასთან, ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, ფლობდეს თანამედროვე ტექნოლოგიებს. მედიცინა მუდმივად ვითარდება, იხვეწება ტექნოლოგიები და ქირურგი ფეხდაფეხ უნდა მიჰყვებოდეს ახალ გამოწვევებს.

ჩვენ ყოველწლიურად ვსტუმრობთ თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო ასოციაციას (ISHRS, აშშ), სადაც, მსოფლიოს წამყვანი ტრანსპლანტოლოგები საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. ამის შემდგომ ჩამოგვაქვს და ვნერგავთ დეამედში ყველა იმ სიახლეს, რაც მსოფლიოში ამ სფეროში არსებობს.

– თმის გადანერგვის მსურველმა მამაკაცებმა დაანგრიეს თუ არა მითი, რომ კაცები არ ზრუნავენ გარეგნობაზე და თქვენი გამოცდილებით, იზრდება თუ არა მათი თვითშეფასება ამ პროცედურის შემდეგ?

ბოლო წლების განმავლობაში, თმის გადანერგვა საკმაოდ აქტუალური გახდა. ნამდვილად ასეა, დაინგრა მითი, რომ თმა აუცილებლად უნდა გასცვივდეს მამაკაცს, თითქოს ეს ფიზიოლოგიური პროცესი იყო. სინამდვილეში ანდროგენული ალოპეცია აღიარეს ქრონიკულ დაავადებად. მას მიანიჭეს ICD კოდი – L 64, რომელსაც ესაჭიროება ქრონიკული მკურნალობა. ამასთან ერთად, მამაკაცებმა ირწმუნეს თმის გადანერგვის ეფექტურობა.

წლების წინ არავინ საუბრობდა თმის გადანერგვაზე. თითქოს უხერხულიც იყო ამ საკითხზე ლაპარაკი, რადგან ის მოიაზრებოდა პლასტიკურ ოპერაციად. თუმცაღა, ვიტყოდი, რომ ის არ გულისხმობს გარეგნობის რეკონსტრუქციას. ის არის მხოლოდ დაკარგული თმის აღდგენა, როგორც, მაგალითად, კბილების იმპლანტაცია. დიახ, ძირეულად შეიცვალა მიდგომა ამ პროცედურის მიმართ. ახლა, პაციენტი უკვე თამამად ამბობს, რომ თმის გადანერგვაჩაიტარა. პირიქით, თავის მოვლა პრესტიჟულად მიაჩნია.

ვიტყოდი, რომ ოპერაციის შემდგომ მნიშვნელოვნად იცვლება პაციენტის განწყობა, მოტივაცია. ისინი არჩევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ვარჯიშს, სწორ კვებას. შეცვლილი იმიჯი მათ აძლევს ახალ სტიმულს, ხალისს, ახალ გამოწვევებს და ადამიანი უფრო ნაყოფიერი ხდება თავის საქმიანობასა თუ პირად ცხოვრებაში.

– უცხოელი კოლეგები რომ გაღიარებენექსპერტად თმის გადანერგვის სფეროში, რას ცვლის ეს თქვენთვის?

უცხოელი კოლეგების მიერ ასეთი შეფასება, ჩემთვის, პირველ რიგში, პატივი და დიდი სტიმულია. ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა, რომ მეტი გავაკეთო ამ სფეროში და მუდმივად სიახლევეძიო.