თმის შემოწმება – HAIR CHECK UP

Deamed - hair check up

რა არის თმის Check up-ი? თმის შემოწმება არის თქვენი თმისა და სკალპის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება, რომელსაც ატარებს დერმატო- ტრიქოლოგი. ეს დიაგნოსტიკური პროცესი მოიცავს გამოკვლევების სერიას: ლაბორატორიულ ანალიზებს, თავის კანის კლინიკურ შემოწმებას, თმის კომპიუტერულ კვლევას (fotofinder), რის საფუძველზეც შეგდგება ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა. რატომ არის თმის Check-up მნიშვნელოვანი? თმის რეგულარული შემოწმება გადამწყვეტია ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად. იგი გვეხმარება […]

ფოტოფაინდერი – თმის და კანის სადიაგნოსტიკო ულტრათანამედროვე სისტემა

fotofinder-ფოტოფაინდერი

ფოტოფაინდერი არის თმის და კანის სადიაგნოსტიკო მულტიფუნქციური სისტემა, რომელიც საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველად კლინიკა „დეამედში“ დაინერგა. ეს უნიკალური აპარატი აღჭურვილია დერმატოსკოპიული და ტრიქოსკოპიული ფუნქციებით, რაც მნიშვნელოვანია კანის კიბოსა და თმის ცვენის დიაგნოსტიკისათვის. ტრიქოსკოპით ხდება თავის თმიანი ნაწილის დაავადებების და თმის ცვენის ტიპის დადგენა. დერმატოსკოპის მეშვეობით შესაძლებელია კანის ახალწარმონაქმნების დათვალიერება-დაკვირვება. აპარატი გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაშიც სიბერის ნიშნების, […]

Capillus laser – ლიდერი თმის ცვენის ლაზერულ მკურნალობაში

capillus-deamed

ლაზერული თერაპია თანამედროვე მედიცინაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება. იგი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების მკურნალობაში. ლაზერის ინფრაწითელი სხივები ბიოლოგიურ პროცესებზე ზემოქმედებით ახდენს ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას და აჩქარებს ქსოვილთა რეგენერაციას. ლაზეროთერაპია აქტიურად გამოიყენება ტრიქოლოგიაში ანდროგენული თმის ცვენის სამკურნალოდ. LLLT- (low level laser therapy) – არის დაბალი სიმძლავრის ლაზეროთერაპია, რომელიც სამედიცინო წრეებში მოიხსენება, როგორც ფოტობიომოდულაციური თერაპია. 2007 […]

19 წლიანი გზა თმის გადანერგვაში და მისი, როგორც ექსპერტის გამოცდილება

deamed-dea

    – 19 წელი პლასტიკურ ქირურგიაში ცოტა არ არის. როგორი იყო გზა, რომელიც გაიარეთ და დღეს უკვე საკუთარი კლინიკის მფლობელი ხართ?     პლასტიკურ ქირურგიაში მუშაობის გადაწყვეტილება 2002 წელს მივიღე. ჩემი სურვილი იყო, თმის გადანერგვის დარგში მემუშავა. 20 წლის წინ ეს დარგი ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული და პოპულარული. ჩემ ირგვლივ უამრავი მამაკაცი ჰქონდასიმელოტის […]

პლაზმოთერაპია Regen Lab ტექნოლოგიით

plazmoterapia

თმის ცვენის მკურნალობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პლაზმოთერაპიას იგივე PRP (თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა) პროცედურას. პლაზმოთერაპია ეფუძნება პაციენტის სისხლიდან თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის მიღებას, რომელიც შეიცავს ზრდის ფაქტორს და მის შეყვანას ინექციის გზით პრობლემურ ზონებში, რის შედეგად უმჯობესდება თმის ფოლიკულის კვება. კლინიკა „დეამედში“ გამოიყენება სხვადასხვა სახის PRP ტექნოლოგია. მათ შორის საყურადღებოა პლაზმოთერაპია Regen Lab ტექნოლოგიით.   Regen […]

DHT-Blocker, Hairstem shampoo, Nutraviv, FoliGrowth თმის ცვენის მკურნალობის ინოვაციური პრეპარატები

ინოვაციური პრეპარატები თმის ცვენის მკურნალობაში-Innovational-prepparates-in-hair-loss-treatment

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ანდროგენეტიკური ე.წ. მამაკაცური ტიპის თმის ცვენა წარმოადგენს თმის ცვენის ყველაზე ხშირ ფორმას. თმის ცვენა საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ადამიანის თვითშეფასებასა და სიცოცხლის ხარისხზე. ის აწუხებს მამაკაცების 80% და ქალების 50%-ს. ანდროგენეტიკური თმის ცვენის მთავარი მიზეზები გენეტიკური წინასწარგანწყობა და მამაკაცური ტიპის ჰორმონი – დიჰიდროტესტოსტერონია (DHT). თმის ცვენას ხელს უწყობს დიჰიდროტესტოსტერონის( DHT) როგორც სიჭარბე, […]

Regenera Activa (უახლესი ტექნოლოგია)

Regenera-Activa-Deamed-clinic-item2

თმის ცვენის მკურნალობის უნიკალური მეთოდი ღეროვანი უჯრედებით ესთეტიკური მედიცინა ყოველწლიურად კიდევ უფრო სრულყოფს თმისა და კანის აღდგენისა და გაახალგაზრდავების მეთოდებს. რეგენერაციული მედიცინის ინოვაციების წყალობით, ჩნდება თმის ცვენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი და უფრო ეფექტური გზები. ბოლო წლების ტენდენცია თმის ცვენის სამკურნალოდ პაციენტის საკუთარი ღეროვანი უჯრედების გამოყენებაა. Regenera Activa-ს სისტემა უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია რეგენერაციულ მედიცინასა და […]

პლაზმოთერაპია და თმის ცვენის მკურნალობა

plazmoterapia

პლაზმოთერაპია – ეს არის თმის ცვენის ინექციური პროცედურა, რომლის დროსაც ხდება ადამიანის  საკუთარი პლაზმის (აუტოპლაზმის) შეყვანა კანში. 1970 წლიდან პლაზმოთერაპიამ მნიშვნელოვანი როლი შეიძინა ქსოვილების რეგენერაციის  დაჩქარების პროცესში. თავდაპირველად მას იყენებდნენ ზოგად ქირურგიაში და ტრავმატოლოგიაში:  თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა აქტიურად ასტიმულირებს ქსოვილის აღდგენით პროცესებს, რაც აჩქარებს ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესებს. ამ დროს კანის სტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესება გამოვლინდა […]

ფინასტერიდის როლი თმის ცვენის მკურნალობაში

ფინასტერიდი-finasteride

ფინასტერიდი – არის მამაკაცური ტიპის თმის ცვენის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც  FDA-ის მიერ მოწოდებულია ანდროგენული ალოპეციის სამკურნალო ერთადერთ პრეპარატად.  ფინასტერიდი – მიეკუთვნება ფერმენტ 5 ალფა რედუქატაზას( ტიპი 2)  ინჰიბიტორს, რომელიც ახდენს ტესტოსტერონის გარდაქმნას დიჰიდროტესტოსტერონად.  ჭარბი დიჰიდროტესტოსტერონი არის, როგორც ანდროგენული ალოპეციის, ასევე პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მიზეზი.  ფინასტერიდი, თავდაპირველად შეიქმნა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ. ევროპაში რეგისტრირებულია 1992 […]

მინოქსიდილის მნიშვნელობა თმის ცვენის მკურნალობისას

monoxidil-მონოქსიდილი

მინოქსიდილი – ანდროგენული ალოპეციის ერთადერთი ადგილობრივი სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც აქვს ამერიკის კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA)  თანხმობა. ეს მედიკამენტი თავდაპირველად 1970-იან წლებში დაინერგა, როგორც მძიმე და არასტაბილური ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება.  შემდგომში ექიმებმა დააფიქსირეს თმის ზრდა და გენერალიზებული ჰიპერტრიქოზი(ჭარბთმიანობა) პაციენტებში, რამაც გამოიწვია ადგილობრივი მინოქსიდილის ფორმულის შემუშავება ანდროგენული ალოპეციის სამკურნალოდ (AGA).  მინოქსიდილის 2% ხსნარი პირველად გამოჩნდა 1986 წელს, […]