კონტაქტი

ესთეტიკური მედიცინისა და პლასტიკური ქირურგიის კონგრესი UBAME 2021

9-11 სექტემბერს ქალაქ კიევში გაიმართა ესთეტიკური მედიცინისა და პლასტიკური ქირურგიის დისციპლინათაშორისი საერთაშორისო კონგრესი UBAME 2021. კონგრესი ემსახურება ესთეტიკურ სფეროში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ამ დარგში მოღვაწე სხვადასხვა სპეციალისტებს შორის. კონგრესზე მოწვეული იყვნენ პლასტიკური ქირურგები, ოფთალმოლოგები, უროლოგები, გინეკოლოგები, ტრიხოლოგები, ანდროლოგები  ამერიკიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. კონგრესზე სპიკერის სტატუსით მიწვეული იყო  საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების პრეზიდენტი, ამერიკის თმის აღდგენითი ქირურგიის  საერთაშორისო საზოგადოების მოქმედი წევრი, კლინიკა „დეამედის“ დამფუძნებელი, პლასტიკური ქირურგი  დეა  პაპასკირი.