კონტაქტი

ფილიალი ბათუმში

ჩვენს კლინიკას აჭარის რეგიონიდან მრავალი პაციენტი აკითხავს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს მათთვის გარკვეულ დისკომფორტს იწვევს დროის დეფიციტისა და კლინიკის არც თუ ისე ახლო მდებარეობის გამო. ჩვენ გავითვალისწინეთ პაციენტების მოთხოვნა და ვიზრუნეთ იმაზე, რომ მათთვის უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული ყოფილიყო თმის გადანერგვის სერვისი.

ბათუმში, 2018 წლის 12 მაისს, კლინიკა „დეამედისა“ და საზღვაო ჰოსპიტალის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თმის გადანერგვის სპეციალიზირებული განყოფილება გაიხსნა.

კონსულტაციებსა და ოპერაციებს ატარებენ კლინიკა დეამედის ექიმები:

ალექსი მახარაშვილი, ქირურგი, პროფესორი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკვალიფიკაციო პროგრამის ხელმძღვანელი სპეციალობაში „თმის აუტოტრანსპლანტაცია“.
  • თმის აღდგენითიქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ishrs) მოქმედი წევრი (აშშ).
  • საქართველოს თმის ტრანსპლანტოლოგიის და ტრიქოლოგიის ასოციაციის დამფუძნებელი.
  • საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების მოქმედი წევრი.
  • რუსეთის ქირურგთა საზოგადოების მოქმედი წევრი.
დეა პაპასკირი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი
  • თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) მოქმედი წევრი (აშშ).
  • საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების მოქმედი წევრი.
  • რუსეთის პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის საზოგადოების მოქმედი წევრი.

მისამართი: ბათუმი, მელიქიშვილი ქ. 102 ბ,

ტელ: +995 422 27 25 88; +995 5 58 50 90 90