კონტაქტი

თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების( ISHRS, აშშ) ყოველწლიური 29-ე საერთაშორისო კონგრესი

21-23 ოქტომბერს პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების( ISHRS, აშშ) ყოველწლიური 29-ე საერთაშორისო კონგრესი, რომელიც წარიმართა დისტანციურ რეჟიმში.

კონგრესი მიზნად ისახავს თმის აღდგენის სფეროში, როგორც ქირურგიული ასევე არაქირურგიული მკურნალობის შედეგების სრულყოფას- ახალი სტანდარტების ხელშეწყობას, სამედიცინო პრაქტიკისა და სამეცნიერო კვლევების კუთხით.

კონგრესზე სპეციალური განყოფილება მიეძღვნა კონგრესის გარდაცვლილი წევრების, მათ შორის პროფესორი ალექსი მახარაშვილის გახსენებას.

კონგრესზე 2021 წლის ოქროს ფოლიკული გადაეცა ბრაზილიელ ქირურგს მარჩელო პიჩონის, რომელმაც პირველმა შექმნა FUT მეთოდით გრძელი თმის გადანერგვის ტექნოლოგია 2004 წელს.

შეგახსენებთ, რომ 2015-16 წლებში ბრაზილიელმა ექიმმა ოტავიო ბოავენტურამ და პროფესორმა ალექსი მახარაშვილმა ერთროულად შეიმუშავეს FUE მეთოდით გრძელი თმის გადანერგვის ტექნოლოგია.

 

მარჩელო პიჩონი, ოქროს ფოლიკული 2021