2019 წლის ნოემბერში, ქალაქ ბანგკოკში ( ტაილანდი) ჩატარადა ISHRS-ს 27-ე მსოფლიო კონგრესი, სადაც ერთი სექცია დაეთმო დღეისათვის არსებული თმის გადარგვის უნაკერო (FUE) ტექნოლოგიების განხილვას და შედარებით ანალიზს. ექსპერტებმა და დამსწრე საზოგადოების უმრავლესობამ ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო ტექნოლოგიად ერთხმად აღიარეს ტრიველენის სისტემა. კონგრესის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ კლინიკა „დეამედის“ ექიმები: პროფესორი ალექსი მახარაშვილი და მედიცინის დოქტორი დეა პაპასკირი.  რა თქმა უნდა, კონგრესიდან დაბრუნებისთანავე ეს ტექნოლოგია დაინერგა კლინიკა დეამედში და დღეს ის ხელმისაწვდომია ქართველი პაციენტებისთვისაც.

ტრიველენის სისტემა არის უნიკალური და უკონკურენტო ე.წ. Handheld motorized FUE  ტექნოლოგია თმის გადანერგვაში .

აპარატს გააჩნია მუშაობის რამდენიმე რეჟიმი და მათი კომბინაცია რაც უზრუნველყოფს ნებისმიერი ტიპის თმის ხარისხიანად გადანერგვას. მაგ. უნაკერო (FUE) მეთოდის ძირითადი უკუჩვენება იყო ხვეული თმა. ტრიველინის სისტემის გამოყენებით კი შესაძლებელია ამ ტიპის თმის გადარგვაც ყოველგვარი განაკვეთებისა და ნაწიბურების გარეშე. აგრეთვე შესაძლებელია თმის გადანერგვა თავის გადაპარსვის გარეშე და გრძელი თმის გადანერგვა FUE მეთოდით.

სადონორო თმის დაზიანება ექსტრაქციის დროს არის მინიმალური რაც აქამდე არსებულ დასაშვებ ნორმაზე (5-10 %) ბევრად ნაკლებია, ამავე დროს კანზე (კეფაზე) არ რჩება არანაირი კვალი, მაშინ როდესაც სხვა ტექნოლოგიების დროს, გადაპარსულ თავზე, კეფაზე მაინც შეინიშნებოდა მრავალი წერტილოვანი ნაწიბური.

რაც მთავარია პაციენტს ეძლევა საშუალება თავად აკონტროლოს გადანერგილი გრაფტების (თმების) რაოდენობა და დაზიანების ხარისხიც.

რომ შევაჯამოთ ტრიველენის სისტემა საშუალებას იძლევა დაზიანების გარეშე მოვიპოვოთ და გადავნერგოთ ნებისმიერი ტიპის თმა, რაც თავისთავად აისახება გადანერგილი თმის სიცოცხლისუნარიანობაზე და შედეგზე. ამავდროულად არ რჩება ოპერაციის არანაირი კვალი. არის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო. ამ აპარატის გამოყენებით თავისუფლად შეგვიძლია მოვახდინოთ თანამედროვე თმის ტრანსპლანტაციისადმი დაყენებული მოთხოვნების რეალიზაცია. ესენია:

      - გადანერგილი თმის მაქსიმალური სიხშირე და ბუნებრივი შესახედაობა.

      - არანაირი ოპერაციის შემდგომი კვალი თავის თმიან საფარველზე.

      - პაციენტის მაქსიმალური კომფორტი.

      - მინიმალური რეაბილიტაციის პერიოდი.

       - არანაირი გართულება !

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ რა თქმა უნდა აპარატის მუშაობაში დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანურ ფაქტორს. ტექნოლოგია მხოლოდ პროფესიონალის  ხელში რეალიზდება. ექიმს უნდა ჰქონდეს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, რომ შეარჩიოს  მუშაობის შესაბამისი რეჟიმი ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.

მინდა მივმართო ჩემს მოსწავლეებს და კოლეგებს, რომ ისწრაფონ სრულყოფილებისაკენ და დანერგონ თავის პრაქტიკაში ტრიველინის სისტემა, რათა გადავიდნენ განვითარების ახალ საფეხურზე.

 

"საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების" პრეზიდენტი:
პროფესორი ალექსი მახარაშვილი