კონტაქტი

სერვისები

ძირითადი პრინციპები

თმის ცვენის მკურნალობის ძირითადი პრინციპები:

თანამედროვე ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ექცევა ვიზუალს, ფიზიკურ მიმზიდველობას და ახლგაზრდული იერის შენარჩუნებას. მართალია თმის ცვენა ჯანმრთელობისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობაზე და სიცოცხლის ხარისხზე. მსგავსი რეაქცია ძირითადად დამახასიათებელია მადლოსნებისათვის, თუმცა უფრო და უფრო მატულობს მამაკაცებშიც ესეთი განწყობა. მამაკაცებში სიმელოტე შედარებით ნორმალური ფიზიოლოიგური პროცესია, რის გამოც მამაკაცთან დიდი ნაწილი ეგუება ამ პროცესს, თუმცა ზოგიერთი ამჯობინებს მიმართოს აქტიურ მკურნალობას. ექიმთან მიმართვისას , პაციენტების ნაწილს მიაჩნიათ რომ ექიმი მათი ამ ჩივილს აღიქვამს არასერიოზულ პრბლემად. მაგრამ ეს არ არის რეალური, გამომდინარე იქედან რომ თმის ცვენა მოქმედებს პაციენტის სიცოცხლის ხარისხზე მათვის მკურნალობის ეფექტურ მეთოდებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია მკურნალი ექიმის ინდივიდუალური მიდგომაც პაციენტისადმი, გარდა ამისა დიდი მნიშვნელობა აქვს თმის ცვენის მიზეზების კვლევას. მკურნალობა საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას.

მედიკამენტური მკურნალობა

ტოპიკური მინოქსიდილი

ტოპიკური მინოქსიდილი- პიპერიდინოპირემიდინი, რომელიც თავდაპირველად 1970 წელს დარეგისტრირებული იქნა როგორც ჰიპერტონიის სამკურნალო საშუალება, დაკვირვებებმა მალევე გამოავლინა რომ პირებში რომელიც იყენებდნენ ამ პრეპარატს შეინიშნებოდა თმის ზრდის დაჩქარება. ასეთი გზით შეიქმნა მინოქსის სპრეი , რომელიც პირველად დარეგისტრირდა აშშ-ში 1988 წელს ანდროგენული ალოპეციის სამკურნალოდ მამაკაცებში, ხოლო 1991 წლიდან უკვე ქალბატონებშიც.

მინოქსიდილის სულფატი- მინოქსის აქტიური მეტაბოლიტი – განაპირობებს სისხლძაღვევების გაფართოებას და საბოლოო ჯამში მივყავართ ფოლიკულების პროლიფერაციამდე. იწვევს კატაგენის ფაზაში მყოფი ფოლიკულების ზრდის სტიმულაციას, ანაგენის ფაზის გახანგრძლივებას და აჩქარებს ტელოგენიდან ანაგენის ფაზაში გადასვლას.

მინოქსიდილის გამოყენება ხდება 2-ჯერ დღეში დაზიანებულ უბანზე , 1მლ-ის ოდენობით თანაბარი გადანაწილებით დაზიანებულ უბანზე.

პირველი რეზულტატის მისაღებად უნდა მოხდეს მისი 6 თვის განმავლობაში გამოყენება. შეწყვეტის შემთხვევაში 8-12კვირის შემდეგ კვლავ იწყება თმის ცვენა.

5ალფა რედუქტაზის ინჰიბიტორები: ფინასტერიდი და დუტასტერიდი

ფინასტერიდი წარმოადგენს 5 ალფა რედუქატაზას ინჰიბიტორს, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ. ევროპაში რეგისტრირებულია 1992 წლიდან .პრეპარატის პერორალური ფორმა ამცირებს დიჰიდროტესტოსტეონის დონეს შრატში და თავის თმიან საფარველზე, ისე რომ არ ამცირებს ტესტოსტერონის და სხვა ჰორმონების დონეს სისხლში. იგი ამცირებს თმის ცვენის ინტენსივობას და ხელს უწყობს ახალი თმების ამოსვლას. პრეპარატი გამოიყენება ხანგრძლივად. ფინასტერიდი 1 მლ-დღეღამეში ანდროგენული ალოპეციის სამკურნალოდ დარეგისტირებული ინება 1998 წლიდან.

კლინიკურმა კვლევებმა ასევე აჩვენა სექსუალური დისფუნციის მცირე ნიშნები, თუმცა ფინსატერიდის მიღების შეყვეტის შედეგად ზემოთ აღნიშნული ჩივილები ქრება.

ტოპიკური კორტიკოსტეროიდები

  • ძირითადად გამოიყენება ბუდობრივი თმის ცვენის დროს, ფრონტო-ფიბროზული ალოპეციის დროს, წითელი ბრტყელი ლიქენის დროს, ფსევდოპელადის დროს, წითელი მგლურას დროს.ტოპიკურის კორტიკოსტერიოდების გამოყენება შესაძლოა კრემის, ლოსიონი, ქაფის , მალამოს ან შამპუნის სახით, პრეპარატის გმაოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინაროებაზე. ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.
  • კორტიკოსტერიოდის ინექცია გამოიყენება ბუდობრივი თმის ცვენის დრო, ფრონტო-ფიბროზული ალოპეციის დროს, წითელი ბრტყელი ლიქენის დროს, ფსევდოპელადის დროს, წითელი მგლურას დროს, ტრაქციული ალოპეციის დროს.

ძირითადად გამოიყენება ტრიამცინოლონის აცეტატის ინექციები, განზავებას და ინექციების რაოდენობას წყვეტს ექიმი.