კარიერა
დეა პაპასკირმა თმის ტრანსპლანტაციის თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა მოსკოვში, ჯერ კიდევ ორდინატურაში სწავლის დროს დაიწყო. მისი პირველი მასწავლებელი იყო ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი თამაზ თამაზაშვილი, მაგრამ მის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი პროფესორ ალექსი მახარაშვილს მიუძღვის.
2003 წელს დეა პაპასკირმა და ალექსი მახარაშვილმა მოსკოვში ჩამოაყალიბეს თმის გადანერვის სპეციალიზირებულ განყოფილებას (lisine-net.ru), რომელიც დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს. 2004 წელს დეა პაპასკირმა და ალექსი მახარაშვილმა დაიწყეს ახალი კადრების მომზდება საქართველოში. დეა რვა თვით გამოემგზავრა თბილისში და ამ ხნის განმავლობაში წარმატებით მოამხადა ექიმებისა და ექთნების მთელი გუნდი, რომელთაც შეასწავლა თმის ტრანსპლანტაციის უახლესი ტექნოლოგიები. ასე შეიქმნა საქართველოში კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“, რომლის დამფუძნებელიც პროფესორი, ალექსი მახარაშვილი გახლავთ.
დეა პაპასკირმა 2010 წელს, მოსკოვში, დაიცვა დისერტაცია, თემაზე: „თავის თმიანი ნაწილის ნაწიბუროვანი დეფექტების მქონე პაციენტების ქირურგიული მკურნალობა“, რაც გულისხმობს ნაწიბურწბში თმის გადანერგვას ფოლოკულური მიკროაუტოტრანსპლანტაციის მეთოდით. ეს ნაშრომი თავისი სამეცნიერო ღირებულებით უნიკალურია, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ დისერტაციაში მოცემული ყველა პაციენტი მის მიერ იყო ნაოპერაციები. დეა პაპასკირმა კლინიკური და მორფოლოგიური კვლევების შედეგების ღრმა ანალიზით დაამტკიცა რომ თმის გადანერგვა ნაწიბურებში შესაძლებელია და კარგ შედეგებს იძლევა. გარდა თმის მაღალი გაზრდადობისა, ნაწიბურების სტრუქტურაც უმჯობესდება. ამ ნაშრომამდე სამედიცინო საზოგადოებაში დამკვიდრებული იყო აზრი, თითქოს ნაწიბურებში თმის გადანერგვა არ შეიძლება. დღეს უკვე მრავალ პაციენტს მოეხსნა ის ფსიქო-სოციალური პრობლემა, რომელიც ნაწიბუროვანი დეფექტებით იყო გამოწვეული.
განათლება
- 1993 – 1996 – მოსკოვის 24-ე სამედიცინო სასწავლებელი „ საექთნო სქმე“ (წარჩინებით)
- 1196- 2002 – რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ქ. მოსკოვი
- 2002- 2005 – კლინიკური ორდინატურა სპეციალობაში „ქირურგია“. – რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ქ. მოსკოვი.
- 2007- 2010 – ასპირანტურა. რუსეთის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი , ქ. მოსკოვი. თემა: „თავის თმიანი ნაწილის ნაწიბუროვანი დეფექტების მქონე პაციენტების ქირურგიული მკურნალობა“
კვალიფიკაციის ამაღლება:
- 2004 – კვალიფიკაციის ამაღლება სპეციალობაში “ტრიქოლოგია“ – დიანოსტიკა, მკურნალობა. რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ქ. მოსკოვი.
- 2005 – ვალიფიკაციის ამაღლება სპეციალობაში „პლასტიკურ- რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ოპერაციები“ – რუსეთის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია, ქ. მოსკოვი
- 2006 – კვალიფიკაციის ამაღლება სპეციალობაში„ ქირურგია“ – რუსეთის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია, ქ. მოსკოვი.
- 2007 – კვალიფიკაციის ამაღლება სპეციალობაში „რეკონსტრუქციული აღდგენითი და ესთეტიური ოპერაციები“ – რუსეთის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია, ქ. მოსკოვი.
- 2008 – ტრენინგი სპეციალობაში „თანამედროვე ინექციური მეთოდები ესთეტიკურ მედიცინაში“- სასწავლო მეთოდოლოგიური ცენტრი „ Velex – M”, ქ. მოსკოვი.
- 2010 – კვალიფიკაციის ამაღლება სპეციალობაში „ქირურგია“ – – რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ქ. მოსკოვი.
- 2014 – სამეცნიერო – პრაქტიკული სემინარი: „თმის გადანერგვის FUE ტექნოლოგია“, ქ. სირაკუზა, იტალია.
- 2015 – კვალიფიკაციის ამაღლება სპეციალობაში „ქირურგია“ – რუსეთის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია, ქ. მოსკოვი.
- საერთაშორისო კონფერენციები თმის ტრანსპლანტოლოგიაში და ტრიქოლოგიაში >>>
პროფესიული გამოცდილება:
ქირურგად მუშაობის გამოცდილება – 19 წელი, თმის ტრანსპლანტოლოგიაში – 22 წელი
- 04.2018 წ. დღემდე – კლინიკა „დეამედი“-ს დირექტორი, წამყვანი პლასტიკური ქირურგი. ქ. თბილისი.
- 2013 – 04.2018 წწ. – თმის გადანერგვის კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის წამყვანი პლასტიკური ქირურგი. ქ, თბილისი.
- 2005 – 2018 წწ. კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის ქირურგი.
- 2009 წლიდან დღემდე – მრავალპროფილური ქირურგიული კლინიკის, «МакаМед» -ის თმის გადანერგვის სპეციალიზრებული განყოფილების წამყვანი ქირურგი. ქ. მოსკოვი.
- 2003 – 2009 წწ. – კლინიკა «Медана XXI Век»-ის, თმის გადანერგვის სპეციალიზრებული განყოფილების ქირურგი. ქ. მოსკოვი.