კონტაქტი

სამედიცინო ტურიზმის VIII საერთაშორისო გამოფენა. უკრაინა, კიევი, 2019 წ.

2019 წლის 11-12 ივნისს, კიევში (უკრაინა) გაიმართა სამედიცინო ტურიზმის VIII საერთაშორისო გამოფენა. გამოფენაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წამყვანი კლინიკები და კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ სამედიცინო ტურიზმის განვითარებას საკუთარ ქვეყნებში, პირველ რიგში მოსახურების მაღალი ხარისხის, კონკურენტული ფასისა  და კომფორტული სამედიცინო სერვისის ხარჯზე. ამ ღონისძიებაძე საქარღველოს წარმოადგენდა ორი კომპანია: კლინიკა „დეამედი“ და კორპორაცია „ევექსი“

გამოფენის პარალელურად ჩატარდა კონფერენცია, სადაც განიხილეს სამედიცინო ტურიზმის ზოგადი პრინციპები და პრიორიტეტული სამედიცინო სერვიცები ამ მიმართულებით. საკონფერენციო ნაწილში საქართველოდან წარმოდგენილი იყო ასევე ორი მოხსენება. სპიკერები გახლდნენ საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტი პაატა რატიანი და კლინიკა დეამედის წამყვანი ქირურგი, “საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების” პრეზიდენტი, პროფესორი ალექსი მახარაშვილი.

პაატა რატიანმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე და პერსპექტინებზე  და ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ქვეყნის უპირატესობებზე უცხოელი პაციენტების მომსახურების სფეროში.

ალექსი მახარაშვილმა წარმოადგინა მოხსენება: „თმის გადანერგვა საქართველოში“. მან ისაუბრა თმის გადანერგვის სერვისზე კლინიკა დეამედში. მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული ის უპირატესობები, რატომაც უცხოელი პაციენტები ჩვენს კლინიკაში ინერგავენ თმას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კლინიკა დეამედს პაციენტები სტუმრობდნენ 41 სხვადასხვა ქვეყნიდან.