კონტაქტი

სამედიცინი ბიზნეს ფორუმი (MBF). უკრაინა, ქ. კიევი, 2018 წ.

2018 წლის 13-14 ნოემბერს, ქ. კიევში (უკრაინა) გაიმართა სამედიცინო ბიზნეს ფორუმი (MBF). მასში მონაწილეობდა 300-მდე დელეგატი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის იყვნენ როგორც ექიმები ასევე კლინიკის მფლობელები, მენეჯერები და მარკეტოლოგები. ფორუმზე მიწვეული იყო მხოლოდ 12 სპიკერი, სამედიცინო სერვისის სხვადასხვა სფეროდან, რომელთაც დამსწრე საზოგადოებას გაუზიაერეს საკუთარი გამოცდილება სამედიცინო ბიზნესის მართვაში. განხილული იყო როგორც სირთულეები ასევე წარმატებული ნაბიჯები მათი კარიერის გზაზე, საინტერესო მარკეტინგული ხედვები და რაც მთავარია სერვისის სრულყოფის გზები. ყველა მომხსენებელმა ერთხმდ აღნიშნა, რომ სამედიცინო ბიზნესის წარმატების აუცილებელი საფუძველი არის ხარისხიანი სერვისი და, რომ ბენდის წარმატებას მაღალკვალიფიციური პერსონალი ქმნის. სპიკერთა შორის იყვნენ კლუნიკა „დეამედის“ დირექტორი დეა პაპასკირი და პროფესორი ალექსი მახარაშვილი. მათი ერთ საათიანი ლექცია: Как построить успешный медицинский бизнес в узкой специализации», მიეძღვნა თმის ტრანსპლანტაციის სერვისის სრულოფას და განვითარებას, მათ მიერ შექმნილი სამი კლინიკის მაგალითზე («МедАна – XXI век» – მოსკოვი, „ჰეალიან ინტერნეიშნლ“ – თბილისი, „დეამედი“ – თბილისი). ხაზი გაესვა სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის აუცილებლობას დარგის განვითარებაში. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც ექიმებს ასევე კლინიკის მფლობელებს შორის. მივიღეთ საინტერესო შემოთავაზებები თანამშრომლობაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან. რამდენიმე კოლეგამ გმოთქვა სურვილი თმის ტრანსპლანტაციაის სფეროში გადამზადების და „დეამედის“ სასწავლო ცენტრში ჩაეწერა. კლინიკა „დეამედი“ მადლობას უხდის ფორუმის ორგანიზატორსა და წამყვანს, ლია სმეკუნს.