კონტაქტი

“თმის აღდგენითი ქირურგიის საერთშორისო საზოგადოების” (ISHRS) XXVII კონგრესი. ტაილანდი, ბანგკოკი, 2019 წ.

2019 წლის 13-16 ნოემბერს, ქ. ბანგკოკში (ტაილანდი) ჩატარდა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების 27-ე მსოფლიო კონგრესი: ISHRS-2019. ღონისძიებას ესწრებოდა 858 დელეგატი მსოფლიოს 69 ქვეყნიდან. კონგრესის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ კლინიკა „დეამედის“ დირექტორი, პლასტიკური ქირურგი დეა პაპასკირი და  პროფესორი ალექსი მახარაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კონგრესის მუშაობის დიდი ნაწილი დაეთმო თმის გადანერგვის ე.წ. „შავ ბაზართან“ ბრძოლას. მიუხედვად იმისა რომ დღეისათვის თმის გადანერგვის ტექნოლოგიები იმდენად დაიხვეწა რომ პაციენტის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, პაციენტები მაინც საფრთხის წინაშე დგანან, რადგან არაკვალიფიციური ექიმები და თაღლითური კლინიკები აქტიური, ცრუ მარკეტინგის საშუალებით იზიდავენ პაციენტებს, რაც ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელი შედეგებით მთავრდება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას რომ თმის გადანერგვის მხოლოდ ორადორი მეთოდი არსებობს: FUT (Strip) და FUE, ცალკე განიხილება რობოტიზებული თმის გადანერგვა (Artas). რაც შეეხება ისეთ აბრევიატურებს როგორიცაა DHI, HFE, MFT, HST, advance FUE და ა.შ. ასეთი „მეთოდები“ არ არსებობს! ეს გახლავთ მხოლოდ მარკეტინგული ხრიკები და სატყუარა ნაკლებად ინფორმირებული პაციენტებისთვის, თითქოსდა ისინი უფრო თანამედროვე და პროგრესულ მეთოდებს წარმოადგენენ.

თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოებამ წამოიწყო აქტიური კამპანია Fight the FIGHT ( Fight the Fraudulent, Illicit + Global Hair Transplants!), რაც თაღლითურ და არალეგალურ გლობალურ თმის გადანერგვასთან ბრძოლას გულისხმობს. კლინიკა დეამედი უერთდება ISHRS-ს გლობალურ აქციას – დავიცვათ პაციენტები თმის გადანერგვის „შავი ბაზრისგან“.

კონგრესი დასრულდა ტრადიციული გალა ვახშამით და დაჯილდოების ცერემონიალით. „ოქროს ფოლიკული-2019“ – ის მფლობელი გახდა Robert H. True, რასაც მას გულწრფელად ვულოცავთ!