2014 წლის 26 – 29 ივნისს იტალიის ქალაქ სირაკუზაში გაიმართა თმის აღდგენითი მედიცინისადმი მიძღვნილი XV საერთაშორისო კონგრესი.
კონგრსის ორგანიზატორი გახლდათ “იტალიის თმის აღდგენის საზოგადოება” ( ISHR- Italian Society of Hair Restoration). კონგრესის პრეზიდენტები გახლდნენ Franco Buttafaro და Pietro lorenzetti.
კონგრესზე მოწვეულნი იყვნენ როგორც ადგილობრივი ექიმები ასევე სპეციალისტები ამერიკის, იაპონიის, კორეის, ტაილანდის, გერმანიის, თუქრთის, რუსეთის და საქართველოს ქვეყნებიდან, თმის აღდგენის სფეროში დიდი მეცნიერული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მიღწევები.
თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS, აშშ) პრეზიდენტმა, ვინჩენცო გამბინომ თავის მოხსენებაში ვრცლად ისაუბრა საზოგადოების სამომავლო გეგმებსა და მისი მუშაობის მნიშვნელოვან როლზე თმის გადანერგვის მეთოდების ევოლუციის საკითხში.
საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ პროფესორი ალექსი მახარაშვილი, პლასტიკური ქირურგი დეა პაპასკირი და დერმატოლოგი-ტრიქოლოგი მაკა დოღოზაშვილი.
მაღალი კლასის სამეცნიერო კონგრესი გარდა საინტერესო მოხსენებებისა, მოიცავდა პრაქტიკულ „ვორქშოფებს“. მათი უმეტესი ნაწილი ეხებოდა თმის აღდგენის თერაპიულ და ქირურგიულ მეთოდებს, ასევე მკურნალობის ესთეტიურ მხარეს.
კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული ფინასტერიდისა და მინოქსიდილის ეფექტურობა ანდროგენული ალოპეციის მკურნალობასა და თმის გადანერგვის შემდგომი პერიოდის მართვაში.
კონგრესის მუშობაში აქტიურმა ჩართულობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენ ფეხდაფეხ მივდევთ თმის აღდგენითი მედიცინის სფეროში სიახლეებს და ვნერგავთ ბოლოდროინდელ მიღწევებს საკუთარ პრაქტიკაში, პაციენტების სამკურნალოდ მივმართავთ მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე , ეფექტურ და უსაფრთხო მეთოდებს.
ჩვენ მადლობას ვუხდით ამ საინტერესო კონგრესის ორგანიზატორს – ISHR -ს (Italian Society of hair Restoration) და მის პრეზიდენტს ფრანკო ბუტაფაროს.
Plenary Session Hall
Plenary Session Hall
Makharashvili, ISHRS President V. Gambino, D. Papaskiri
Aleksiy Makharashvili presenting a souvenir to Vincenzo Gambino
Papaskiri, ISHR President F. Butafaro, A. Makharashvili, Congress President P. Lorenzeti
Our achievements caused great interest in Italian colleagues. Aleksiy Makharashvili was personally invited to their clinic to share his experience.
Warm meeting with a friend, the owner of Golden Follicle 2013 John Cole.
M. Docozashvili, Uriupina (Russia), a. Makharashvili, D. Papaskiri
FUE Workshop was held, where a Turkish Transplantologist K. Erdoghan presented Follicle Extraction Technique _ DES
K. Erdoghan interested in A. Makharashvili’s FUE Technique, which enables to transplant over 4000 grafts at a session
K. Erdoghan and A. Makharashvili
A. Makharashvili and P. Mohebi
PRP workshop was held by Franco Butafaro himself
Maka Doghozashvili actively participating in congress activities in the part dedicated to hair restoration methods.
Maka Doghozashhvili discussing with Bianca Maria Pirachini
Doghozashvili and B.M. Pirachini (dermatologist, Professor )