კონტაქტი

თმის გადანერგვა მულტი იმპლანტერით – უახლესი ტექნოლოგია დეამედში

თმის გადანერგვა მულტიიმპლანტერით - უახლესი ტექნოლოგია დეამედში

მულტი იმპლანტერი გახლავთ უახლესი ტექნოლოგია თმის ტრანსპლანტაციაში, რომელიც დაინერგა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. 

თმის მულტი იმპლანტერი არის სპეციალური ინსტრუმენტი, რომელშიც თავსდება 10 გრაფტი. მისი მეშვეობით ერთდროულად ხდება კანის ჩაჩხვლეტა და  გრაფტების  ჩასმა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პროცედურის დროს. მოგეხსენებათ, რომ თმის გადანერგვა 3 ეტაპად მიმდინარეობს

1. სადონორო თმის ამოღება,

2. მიკროხვრელების ფორმირება

3. უშუალოდ გრაფტების ჩასმა.

ამ ტექნოლოგიის უპირატესობა არის ის, რომ აერთიანებს ოპერაციის მე-2 და მე-3 ეტაპებს, რაც პაციენტს უქმნის განსაკუთრებულ კომფორტს  და ოპერაციაც გაცილებით ეფექტურია. 

მულტი იმპლანტერის საშუალებით მიიღწევა თმის კიდევ უფრო მაქსიმალური სიხშირე, რის შედეგადაც თმას აქვს კიდევ უფრო ბუნებრივი შესახედაობა. 

 მულტი იმპლანტერის უპირატესობები შემდეგია:

  1. შემცირებულია პროცედურის ხანგრძლივობა
  2. მინიმალურია კანის ტრავმირება
  3. გამორიცხულია გრაფტის დაზიანება
  4. მიიღწევა თმის მაქსიმალური სიხშირე და ბუნებრივი შესახედაობა
  5. შესაძლებელია თმის გადავნერგვა თმებში

ამ ტექნოლოგიამ დაიმსახურა ძალიან მაღალი შეფასება თმის აღდგენითი საზოგადოების საერთაშორისო(ISHRS) კონგრესზე 2020 წელს. ტექნოლოგია ფლობს , GMP, FDA(აშშ) სერთიფიკატებს. 

მულტი იმპლანტერით თმის გადანერგვა გახლავთ კიდევ ერთი ინოვაცია თმის ტრანსპლანტაციაში, რაც დაინერგა კლინიკადეამედშიიმისათვის, რომ პაციენტისთვის თმის გადანერგვა გახდეს კიდევ უფრო წარმატებული და კომფორტული.

გაიგე რამდენი თმის გადანერგვა გჭირდება – თმის გადანერგვის კალკულატორი

გაიგე რა ღირს თმის გადანერგვათმის გადანერგვის ფასები