კონტაქტი

Regenera Activa (უახლესი ტექნოლოგია)

Regenera-Activa-Deamed-clinic-item2

REGENERA

თმის ცვენის მკურნალობის უნიკალური მეთოდი ღეროვანი უჯრედებით

Regenera-Activa-Deaned-clinic

ესთეტიკური მედიცინა ყოველწლიურად კიდევ უფრო სრულყოფს თმისა და კანის აღდგენისა და გაახალგაზრდავების მეთოდებს. რეგენერაციული მედიცინის ინოვაციების წყალობით, ჩნდება თმის ცვენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი და უფრო ეფექტური გზები.

ბოლო წლების ტენდენცია თმის ცვენის სამკურნალოდ პაციენტის საკუთარი ღეროვანი უჯრედების გამოყენებაა. Regenera Activa-ს სისტემა უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია რეგენერაციულ მედიცინასა და ტრიქოლოგიაში. Regenera Activa-ს ტექნოლოგია შეიქმნა ესპანეთში, უჯრედული ტექნოლოგიების ინსტიტუტში პროფესორ ვილა-როვირა რომანოვის მიერ. რეჯენერა აქტივა უკვე 7 წელია რაც არსებობს და წარმოადგენს ბოლო მიღწევას რეგენერაციულ მედიცინაში. რეჯენერა აქტივა შესაძლებელს ხდის ღეროვანი უჯრედების საშუალებით სხვა და სხვა პათოლოგიების მკურნალობას.

აღსანიშნავია, რომ Regenera Activa-ს ტექნოლოგია საქართველოში პირველად კლინიკა „დეამედში“ დაინერგა.

 


რას
წარმოადგენს REGENERA ACTIVA სისტემით მკურნალობა ?

Regenera Activa  ადამიანის საკუთარი  ღეროვანი უჯრედებით  მკურნალობაა, იგი იწვევს რეგენერაციის და ქსოვილების განახლების პროცესებს. რეჯენერა აქტივა გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტრიქოლოგია, ესთეტიკური დერმატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, ორთოპედია, პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგია და ა.შ. 

Regenera Activaს სისტემა არის უსაფრთხო და ეფექტური, ალოპეციასთან ბრძოლისა და კანის გაახალგაზრდავებისთვის. იგი წარმოადგენს მკურნალობის სრულიად ბუნებრივ მეთოდს  ყოველგვარი დანამატებისა და ქიმიური აქტივატორების გარეშე.  სამკურნალო მასალა მიიღება ექსკლუზიურად პაციენტის სხეულიდან.  რეჯენერა აქტივას სისტემით მკურნალობა კვებავს თმის ფოლიკულებს, იწვევს თმის სიმკვრივის მატებას და ასტიმულირებს თმის მიძინებულიფოლიკულების ხელახალ ზრდას.

 

როგორ ტარდება REGENERA ACTIVA სისტემით მკურნალობა?

Regenera Activa არის მინი-ინვაზიური პროცედურა, რომელიც 3 ეტაპისაგან შედგება:

  • ხდება მასალის აღება კეფის მიდამოდან (ეს ადგილი ყველაზე ნაკლებად მიდრეკილია ანდროგენული ალოპეციისკენ). 
  • რეჯენერა აქტივას  დაპატენტებული სისტემა აღებული ქსოვილის ნიმუშებისგან აწარმოებს ღეროვანი უჯრედებით მდიდარ ხსნარს, რომელიც გაჯერებულია ზრდის ფაქტორებით.
  • ექიმს ინექციური წესით, დაუყოვნებლივ  შეყავს  მასალა პრობლემურ ზონაში. 

 

რეჯენერა აქტივას პროცედურა უმტკივნეულოა, მისი სიმარტივე და ეფექტურობა არ ზღუდავს პაციენტს ყოველდღიური საქმიანობიდან. 

 

როდის მივმართავთ Regenera Activa- მეთოდით მკურნალობას:

Regenera Activa წარმოადგენს თმის ცვენის ყველაზე ეფექტურ მეთოდს ისეთ შემთხვევებში, როდესაც თმის გადანერგვა ჯერ კიდევ არ არის ნაჩვენები. რა თქმა უნდა ის არ წარმოადგნეს გადანერგვის ალტერნატივას და ვერ ანაცვლებს მას, მაგრამ თმის ცვენის საწყის  ეტაპზე, როდესაც უკვე შესამჩნევია  გათხელებული, მინიატურიზებული  თმის ღერები, პროცედურა უალტერნატივოა, უნიკალურია და   გვაძლევს   მკვეთრად გამოხატულ დადებით შედეგს. 

Regenera Activa-   ჩვენებებია:

  • ანდროგენული თმის ცვენარომელიც წარმოადგენს თმის ცვენის ყველაზე გავრცელებულ ტიპს, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალბატონებში.
  • დიფუზური თმის ცვენა ( მწვავე და ქრონიკული ტელოგენური თმის ცვენა)

 

Regenera-Activa-Deamed-clinicRegenera-Activa-DeamedRegenera-Activa-Deamed-clinic-item2

 

როგორია REGENERA ACTIVA  მკურნალობის ეფექტი:

რეჯენერა აქტივა გულისხმობს თმის ცვენის მკურნალობას მხოლოდ ერთი პროცედურით. ხილული შედეგები ვლინდება ერთჯერადი მკურნალობის შემდეგ. ერთი პროცედურით შესაძლებელია არსებული თმის საფარველის აღდგენა, თმის ზრდის დაჩქარება,  გახშირება, „მიძინებულიდა არაფუნქციონირებადი ფოლიკულების გააქტიურება, თმის ღერების რაოდენობის  მატებას და საბოლოო ჯამში შესამჩნევი ხდება თმის მოცულობის ცვლილება. პროცედურის შედეგად იცვლება თმის ხარისხი, თმის ღერი  სტრუქტურულად ხდება ჯანსაღი, რაც აისახება თმის ფერსა და ბზინვარებაზე. 

პროცედურის შემდგომ პირველი ცვლილებები ჩნდება ტრიქოკოსპიული კვლევით უკვე ერთი თვის შემდეგ. 3 თვის შემდეგ კი დადებით შედეგები უკვე თვალსაჩინო ხდება. 

 Regenera Activa  აღიარებულია ისეთი ორგანიზაციების მიერ როგორიცაა: FDA (USA), CE (Euorope)  PMDA (Japan) და  HAS (Singapore).

regenera-supported