ლაზერული თერაპია, რომელიც თანამედროვე მედიცინაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ფართოდ გამოიყენება თმის ცვენის მკურნალობაშიც. დაავადებების მკურნალობაში. კლინიკა დეამედში ლაზეროთერაპია აქტიურად გამოიყენება ტრიქოლოგიაში ანდროგენული თმის ცვენის სამკურნალოდ.
LLLT- (low level laser therapy) – არის დაბალი სიმძლავრის ლაზეროთერაპია, რომელიც სამედიცინო წრეებში მოიხსენება, როგორც ფოტობიომოდულაციური თერაპია. 2007
წლიდან LLLT – ლაზეროთერაპია უკვე აღიარებულია ანდროგენეტიკური თმის ცვენის სამკურნალო ეფექტურ და უსაფრთხო მეთოდად. კლინიკა დეამედში, ბოლო რამდენიმე წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ აღნიშნული მეთოდი საოცრად ეფექტურია თავის თმიანი ნაწილის კანის ანთებადი დაავადებების სამკურნალოდაც.
კლინიკა დეამედის Capillus laser – არის ერთ–ერთი ლიდერი LLLT – თერაპიის ლაზერებს შორის. Capillus laser-მა დიდი ხანია მოიპოვა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო
ასოციაციის (ISHRS), ასევე ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი დერმატოლოგებისა და ტრიქოლოგების ნდობა.
ყოველწლიურად, Capillus LLLT– მკურნალობით კმაყოფილი პაციენტების რიცხვი სწრაფად იზრდება.
როგორ იწვევს ლაზერის ინფრაწითელი სხივი თმის ზრდას?
Capillus laser-ში გამოყენებულია 650 ნანომეტრი სიგრძის ლაზერის ინფრაწითელი სხივი, რომელიც აღწევს რა თმის ფოლიკულში, ხელს უწყობს თმის ზრდას.
ლაზერის შლემის ჩართვასთან ერთად, თავის კანი ნათდება ინფრაწითელი ლაზერის სხივით. ამ წუთიდან თმის ფოლიკულის პაპილარულ უჯრედებში იწყება ფოტობიომოდულაციის პროცესი. უჯრედები ბიოსტიმულაციით პასუხობენ Capillus-ის ინფრაწითელ სხივს და სწორედ ეს რეაქცია გამოიყენება ჯანსაღი თმის ზრდისთვის.
Capillus-ს ლაზერი უზრუნველყოფს ახალი და ჯანსაღი თმის ზრდას და განაახლებს შეჩერებული თმის ზრდის პროცესს.
ანდროგენეტიკური თმის ცვენისა და თავის კანის სხვადასხვა ანთებადი დაავადებების სამკურნალოდ ლაზეროთერაპია Capillus – ით ტარდება კვირაში 3 ჯერ 12-15 წუთის განმავლობაში. კლინიკა დეამედში Capillus LLLT – მკურნალობა ინიშნება, როგორც დამოუკიდებელ პროცედურად, ასევე სხვადასხვა მედიკამენტოზურ თუ ინექციურ პროცედურებთან კომბინაციაში.