კონტაქტი

სწორად შეარჩიეთ თმის გადანერგვის კლინიკა

tmis-gadanergvis-shavi-bazari

2019 წელს თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოებამ ( ISHRS ) წამოიწყო საინფორმაციო კამპანია სლოგანით – “უფრთხილდით თმის გადანერგვის შავ ბაზარს” – Fight the FIGHT(Fight The Fraudulent Illicit + Global Hair Transplants)! – ამ დროიდან კლინიკა დეამედი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში.

ბოლო პერიოდის განმავლობაში თმის გადანერგვა საკმაოდ პოპულარული გახდა და ამიტომ ბევრს გაუჩნდა ამ სფეროში საქმიანობის სურვილი. ტექნოლოგიების დახვეწამ ხალხს გაუჩინა აზრი, თითქოს ეს არ არის ქირურგიული ოპერაცია. ზოგიერთი მას სალონურ პროცედურადაც აღიქვამს, ჰგონიათ ამის კეთება იოლია და ამიტომ ამ საქმეს ბევრმა მოჰკიდა ხელი, მათ შორის არაექიმებმა, მაშინ როდესაც ჩვენ ათწლეულები დაგვჭირდა რომ აქამდე მოვსულიყავით.

სხვათაშორის თმის გადანერგვის ყველაზე დიდი „შავი ბაზარი“ თურქეთშია. სამწუხაროდ თურქეთის მსგავს მარკეტინგულ სვლებს, უკვე საქართველოშიც ვამჩნევ, იმედია ამით ქვეყანა არ დაზარალდება.

თმის გადანერგვის წარმატების ფორმულა, ექიმის ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობის უნარიცაა, ასეთ შემთხვევაში პაციენტი დაცულია და შედეგიც გარანტირებულია. ამიტომ ნუ ენდობით ინტერნეტში ექიმზე წაკითხულ ტექსტებს, ნუ მოგერიდებათ, მოსთხოვეთ ექიმს დიპლომი, სამუშაო ლიცენზია და სერთიფიკატი, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ISHRS-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე – https://ishrs.org/doctor/50226/

ნუ გახდებით მსხვერპლი თმის გადანერგვის „შავი ბაზრის“!

tmis-gadanergvis-shavi-bazari