კონტაქტი

დეა პაპასკირს კლინიკური პროფესორის წოდება მიენიჭა

Dea papaskiri

2024 წლის 2 თებერვალს  თბილისის სახელმწიფო სმედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  და  უნივერსიტეტის რექტორის პროფესორ
ზურაბ ვადაჭკორიას გადაწყვეტილებით  დეა პაპასკირს – პლასტიკურ ქირურგს, მედიცინის დოქტორს , კლინიკა “დეამედი”-ს დამფუძნებელს და დირექტორს  კლინიკური პროფესორის წოდება მიენიჭა!

ეს იყო დამსახურებული ჯილდო იმ წვლილისთვის, რაც დეა პაპასკირმა  თმისგადანერგვის სფეროს განვითარებაში შეიტანა  და  თმის გადანერგვის
ეფექტურობა რეალობად აქცია !   პროფესორის წოდებამისი მრავალწლიანი, წარმატებული პრაქტიკული საქმიანობის შედეგია. დეა პაპასკირს აქვს 22 წლიანი უწყვეტი პრაქტიკა და პედაგოგიური საქმიანობა თმის გადანერგვის სფეროში ( თსსუ აკრედიტირებული პედაგოგი ), ამავე დრო
სარის „დეამედსტანდარტის“ ავტორი.

დეა პაპასკირმა 2010 წელს, დაიცვა დისერტაცია, თემაზე: „თავის თმიანი ნაწილის ნაწიბუროვანი დეფექტების მქონე პაციენტების ქირურგიული
მკურნალობა“, რაც გულისხმობდა ნაწიბურებში თმის გადანერგვას ფოლიკულური მიკროაუტოტრანსპლანტაციის მეთოდით. ეს ნაშრომი
უნიკალურია  თავისი სამეცნიერო ღირებულებით, რადგან დისერტაციაში მოცემული ყველა პაციენტი მის მიერ იყო ნაოპერაციები. რისი  ანალოგიც
მსოფლიოში არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ დეა პაპასკირმა კლინიკური და მორფოლოგიური კვლევების შედეგების ღრმა ანალიზით დაამტკიცა რომთმის გადანერგვა ნაწიბურებში შესაძლებელია და კარგ შედეგებს იძლევა. გარდა თმის მაღალი გაზრდადობისა, ნაწიბურების სტრუქტურაც უმჯობესდება.

დეა პაპასკირის  უშუალო ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ახალი და თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება   თმის გადანერგვის სფეროში, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ბევრი ადამიანის სიცოცხლის ხარისხი.
პროფესორ დეა პაპასკირის ხელმძღვანელობით შექმნილმა კლინიკა „დეამედმა“ დაარსების დღიდანვე დაიწყო წარმატებული საქმიანობა და გახდა წამყვანი არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. „დეამედში“  , სასწავლო კურსის გასავლელად, ექიმები   მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიან. მათი სპეციალიზაცია თმის ტრანსპლანტოლოგიაში სწორედ „დეამედ სტანდარტის“ საფუძვლების დაუფლებით მიმდინარეობს.

დეამედ სტანდარტი“ პაციენტებისთვის  საუკეთესო შედეგით თმის გადანერგვას  ნიშნავს .

დეა პაპასკირს ასევე  მინიჭებული აქვს   თმის გადანერგვის ექსპერტის საპატიო წოდება!

 

დეა პაპასკირს კლინიკური პროფესორის წოდება მიენიჭა