სკალპის მიკროპიგმენტაცია – SMP
სკალპის მიკროპიგმენტაციას ხშირად ტრიქოპიგმენტაციასაც უწოდებენ. ეს პროცედურა თავის თმიან საფარველზე არსებული პრობლემების შენიღბვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მკურნალობის პროცესში, უშუალოდ ამ პროცედურისთვის შექმნილი აპარატურის საშუალებით, ხდება ბუნებრივი პიგმენტის მიკრონაწილაკების შეყვანა კანში. ამ ტექნიკის ფუძემდებელი მილენა ლარდია (იტალია, მილანი, Beauty Medical), რომლის პრაქტიკული გამოცდილება ორ ათწლეულზე მეტს ითვლის.
სწორედ მილენა ლარდიმ შეასწავლა დეა-დიანა პაპასკირს ტრიქოპიგმენტაცია. დეა პაპასკირმა კი მთელს ამიერკავკასიასა და რუსეთში პირველად დანერგა ჭეშმარიტი ტრიქოპიგმენტაცია. ჭეშმარიტი იმიტომ, რომ ხშირად სკალპის პერმანენტულ ტატუაჟს ტრიქოპიგმენტაციას უწოდებენ. სკალპის მიკროპიგმენტაციის ძირითადი უპირატესობა ტატუაჟთან შედარებით სწორედ ისაა რომ ამ დროს გამოიყენება ბიოლოგიური პიგმენტი, რომლის ფერიც შეესაბამება თმის ფერს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში და არ არის მუდმივი. დროთა განმავლობაში თმის ფერის ცვლილების (გაჭაღარავება, შეღებვა და ა.შ.) პარალელურად შესაძლებელია პიგმენტის ფერის ცვლილებაც და ტრიქოპიგმენტაციის დაკორექტირებაც.
სკალპის მიკროპიგმენტაცია სრულიად უმტკივნეულოა, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და აბსოლუტურად ბიოშეთავსებადია.
საუკეთესო, ბუნებრივი შედეგის მისაღებად პრინციპული მნიშვნელობა აქვს სპეციალისტის მიერ ამ მეთოდის ღრმა ცოდნას.
სკალპის მიკროპიგმენტაციის საშუალებით მიიღწევა:
1. თმის გახშირების ეფექტი ( Density)
- ქალბატონებში და მამაკაცებში დიფუზური ალოპეციის შემთხვევაში
- თმის გადანერგვის შემდგომ, ეფექტის სრულყოფისთვის
2. გადაპარსული თმის ეფექტი ( Shave effect)
- ტოტალური და უნივერსალური ალოპეციის შემთხვევაში
- მე–6-7 ხარისხის ანდროგენული ალოპეციის დროს.
3. ნაწიბურების დაფარვა ( scar treatment)
- თმის გადანერგვის (Strip და FUE მეთოდით) შემდგომ ხილული ნაწიბურის არსებობის შემთხვევაში.
- ტრავმის ან დამწვრობის შემდგომი ნაწიბურის დასაფარად.
პროცედურის ხანგრძლივობა და სეანსების რაოდენობა დამოკიდებულია სკალპის პრობლემური ზონების ფართობზე. სრულყოფილი ეფექტის მისაღებად საჭიროა 3 სეანსის ჩტარდება – პირველ, მეორე და 30–ე დღეს.