კონტაქტი

სერვისები

ლაზერული ეპილაცია

 

 

დღევანდელ დღეს საუკეთესო ლაზერული ეპილაციის აპარატს წარმოადგენს YCMaxPro (German technology), რომელიც აერთიანებს სამივე ლაზერული ეპილაციის ტექნოლოგიას (დიოდი, ალექსანდრიტი, ნეოდიუმი) ერთ უნივერსალურ მანიპულაში, ეს აუცილებელია რომ ლაზერის სხივმა მოახდინოს ეფექტური თერმული ზემოქმედება კანქვეშ, თმის შესაბამის ანატომიურ წარმონაქმნებზე. ამასთან ერთად სისტემა აღჭურვილია რევოლუციური SHR IN-motion ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს პროცედურის უსაფრთხოებას, კომფორტს და ხდის მას მეტად ეფექტურს.  გაზრდილია სამუშაო თავაკის ზომა, რაც 2-ჯერ ამცირებს პროცედურის დროს. გაუმჯობესებულია გაგრილების სისტემა, რაც კიდევ უფრო ზრდის პროცედურის უსაფრთხოებას და მინიმუმამდე დაჰყავს გვერდითი ეფექტების რისკი.

პროცედურა კეთდება გაპარსულ კანზე, ვინაიდან გაუპარსავი კანის ზედაპირზე ეპილაციის გაკეთებისას არსებობს იმის რისკი, რომ განვითარდეს დამწვრობა, ჰიპერპიგმენტაცია, ჰიპოპიგმენტავია, თეთრი ლაქების გაჩენა და ა. შ..

დღევანდელ დღემდე სპეციალის უნდა ემოქმედა შემდეგნაირად- თმის ანატომიური მდგომარეობის, ასევე ზრდის სტადიების, კანისა და თმის ტიპის გათვალისწინებით უნდა შეერჩია კონკრეტული ლაზერული ეპილაციის ტექნოლოგია (ალექსანდრიტი, დიოდი, ნეოდიუმი). ეს პრობლემა უკვე აღარ არსებობს რაც ბაზარზე შემოვიდა ინოვაციური აპარატი YCMaxPro (German technology)-ი. შედეგად მივიღეთ აპარატი, რომელიც ეფექტურია როგორ ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.

YCMaxPro (German technology)-ის უპირატესობებია:

  • გაცილებით მძლავრი და მეტად ეფექტური
  • უფრო სწრაფი, უმტკივნეულო (პროცედურა მოყინვის მეთოდით კეთდება) და უსაფრთხო
  • ეფექტურია გარუჯულ კანზე და ღია ფერის თმის მოსაშორებლად
  • ეპილაციიდან მეოთხე დღეს შესაძლებელია რუჯის მიღება
  • აუმჯობესებს კანის სისტემას
  • თმის ჩაბრუნება არ აღინიშნება

ლინიკა დეამედში ეპილაციას აკეთებენ მხოლოდ სერთიფიცირებული დერმატოლოგები. ეს კიდევ უსაფრთხოს დს ეფექტურს ხდის პროცედურას.

ვიდეო: ლაზერული ეპილაცია კლინიკა დეამედში