კლინიკა „დეამედი“-ს ექიმები 14 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებენ სასწავლო პროგრამებს. მათ მიერ მრავალი ექიმი და ექიმის ასისტენტი მომზადდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალობაში „თმის აუტოტრანსპლანტაცია“.

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობაა 21 კალენდარული დღე და ძირითადად მიმართულია პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებაზე. მულაჟებზე სწავლების შემდეგ მსმენელი აქტიურად მონაწილეობს ოპერაციის ყველა ეტაპზე. სწორედ ამიტომ ჩვენს მოსწავლეებს სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ გააჩნიათ მომზადების ისეთი  დონე, რომ მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად შეასრულონ თმის გადანერგვის ყველა ეტაპი.

საკვალიფიკაიო პროგრამა სპეციალობაში „თმის აუტოტრანსპლანტაცია“:

1

თეორია

14 ა/ს

2

საკონსულტაციო კაბინეტში მუშაობა

16 ა/ს

3

სწავლება სიმულაციურ კლასში

26 ა/ს

4

პრაქტიკული სწავლება საოპერაციოში

88 ა/ს

სულ

 

144 ა/ს

 

ლექციები:

  1. თმის ანატომია და ფიზიოლოგია. თმის ცვენის ტიპები (ანდროგენეტიკური, დიფუზური, ბუდობრივი, ნაწიბუროვანი), ეიოპათოგენეზი და კლინიკური მიმდინარეობა.
  2. რას წარმოადგენს თმის გადანერგვა? თმის აუტოტრანსპლანტაციის განვითარების ისტორია, ჩვენებები და უკუჩვენებები.
  3. თმის გადანერგვის სხვადასხვა მეთოდები (FUT, FUE), უპირატესობები და ნაკლობანებები.
  4. თმის გადანერგვის არასტანდარტული ვარიანტები და მათი თავისებურებები (გრძელი თმის გადანერგვა, თმის გადანერგვა ტანიდან, თმის გადანერგვა ნაწიბურებში დამწვრობისა და სხვდასხვა ტრავმის ჭემდეგ, წარბის, წამწამის, წვერისა და ულვაშის აღდგენა).
  5. ანესთეზია თმის აუტოტრანსპლანტაციის დროს. კრიტიკული მდგომარეობები, მათი პროფილაქტიკა და მკურნალობა.
  6. თმის ტრანსპლანაციის გართულებები, პრევენცია და მკურნალობა.
  7. როგორ აღვჭურვოთ თმის გადანერგვის სპეციალიზირებული კლინიკა?

 

პრაქტიკული სწავლება:

  1. საკონსულტაციო კაბინეტში მუშაობა. პირველი კონტაქტი პციენტთან, ანამნეზიშ შეკრება, პაციენტის გასინჯვა, თმის ცვენის ხარისხის და გადასანერგი გრაფტების რაოდენობის განსაზღვრა, სადონორო თმის შეფასება, თმის ზრდის წინა ხაზის დიზაინის შერჩევა და ოპერაციის დაგეგმვა (მეთოდი, ეტაპობრიობა ...). სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
  2. გადასანერგი ფოლიკულების მოპოვება FUT (Strip) მეთოდით. სადონორო არის ჭრილობის დახურვის სხვადასხვა ვარიანტები, ტრიქოფიტური ნაკერი.
  3. გადასანერგი ფოლიკულების მოპოვება FUE მეთოდით, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით (მოტორიზებული და მანუალური ტექნიკა)
  4. FUE და FUT მეთოდების კომბინაცია.
  5. გრაფტების პრეპარირება სტერეოსკოპული მიკროსკოპების გამოყენებით.
  6. სარეციფიენტო არის მომზადება, თმის ზრდის დიზაინის შექმნა, მიკროხვრელების ფორმირება.
  7. გრაფტების ომპლანტაცია სარეციფიენტო არეში სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით (პინცეტებით და იმპლანტერებით).
  8. თმის გადანერგვის არასტანდარტული ვარიანტები (გრძელი თმის გადანერგვა, თმის გადანერგვა ტანიდან, თმის გადანერგვა ნაწიბურებში დამწვრობისა და სხვდასხვა ტრავმის ჭემდეგ, წარბის, წამწამის, წვერისა და ულვაშის აღდგენა).
  9. პაციენტების მართვა პოსტოპერაცილ პერიოდში.

 

სწავლების დასრულების შემდეგ მსმენელი მიიღებს თბილისის სახალმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დამოწმებულ ვალიდურ სერთიფიკატს.

ვიდეო: უკრაინელი ექიმი სასწალო კურსის შესახებ

თუ გსურთ საკვალიფიკაციო პროგრამის გავლა სპეციალობაში „თმის აუტოტრანსპლანტაცია“, შეავსეთ განაცხადი: