კონტაქტი

სერვისები

კანის დიაგნოსტიკა

კანის დიაგნოსტიკა

კლინიკა დეამედში კომპიუტერული დერმატოსკოპიის საშუალებით შესაძლებელია კანის დიაგნოსტიკა, შემდეგ ექიმ დერმტო-კოსმეტოლოგის მიერ სახის მოვლის საშუალებებისინდივიდუალური შერჩევა და კანის მგომარეობის კორექცია. ჩვენი პაციენტები იმსახურებენ განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ მიდგომას!

სწორედ ამიტომ პირველადი კონსულტაციის გავლისას ჩვენ ვახდენთ თქვენი კანის მდგომარეობის პროფესიონალურ დიაგნოსტიკას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გირჩევთ მაქსიმალურად ეფექტურ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს. შემდგომში, ყველა ეტაპზე, ვახდენთ მონიტორინგს და ვაანალიზებთ კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას პროცედურის შედეგად.

ჩვენ გთავაზობთ კანის ტიპის და ფოტოტიპის დიაგნოსტირებას. ასევე . შესაძლებელია კანის შემდეგი პარამეტრების განსაზღვრა :
  • ტენიანობა
  • ცხიმიანობა
  • ელასტიურობა
  • პიგმენტური ლაქების არსებობა
  • ნაოჭების ინტენსივობა
  • ახალწარმონაქმნების დიაგნოსტირება ნევუსი ( ხალი , კერატოზი , კანის შესაძლო სიმსივნეები და ა ..შ )

კლინიკა დეამედი ზრუნავს თქვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე

სახის წმენდა

სახის წმენდა

სახის პროფესიული წმენდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურა ქალებისათვის.ამ კოსმეტიკური პროცედურის არსი მდგომარეობს იმაში რომ სხვადასხვა მეთოდების თუ აპარატურის გამოყენების შედეგად კანი იწმინდება ფორებში არსებული ჭუჭყისგან, ეპიდერმისის მკვდარი უჯრედებისგან და ხდება დახურული კომედონების გახნა.

სახის წმენდა შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ასაკში ,როგორც ბავშვებში ისე ხანდაზმულებში. გარდა ძირითადი გამოვლინებებისა სახის წმენდის პროცედურის დროს,ხდება რეპარაციული და მეტაბოლური პროცესების სტიმულირება და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება.

ულტრაბგერით კანის გაწმენდა

ეს მეთოდი დღეს განიხილება როგორც ერთერთი ეფექტური მეთოდი. უნდა აღინიშნოს, რომ სახის ულტრაბგერითი დასუფთავება ბსოლუტურად უმტკივნეულოა და თითქმის არ აქვს უკუჩვენება. ამ პროცედურის დროს, ულტრაბგერითი ტალღები აშორებს ეპიდერმისის მკვდარ უჯრედებს. გასათვალისწინებელია, რომ ულტრაბგერა არასდროს არ აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებს, არამედ ახდენს მათი სისხლძარღვების სტიმულაციას.

აპარატურული ბრაშინგი

აპატარურული ბრაშინგი არის მექანიკური წმენდის ტიპი.რომელიც ხორციელდება სპეციალური ჯაგრისების გამოყენებით და სხვადასხვა პილინგისთვის განკუთვნილი კრემების თუ სითხეების გამოყენებით. ასეთი ჯაგრისების ბრუნვითი მოძრაობა უზრუნველყოფს ეპიდერმისის მკვდარი უჯრედების ფენის მოცილებას და ერთდროულად ასტიმულირებს უჯრედების კაპილარული სისხლის მიმოქცევას, ასევე აწარმოებს სახის მასაჟს.

უნდა აღინიშნოს, რომ სახის წმენდის ჩვენებები და უკუჩვენებები ერთნაირია ნებისმიერი წმენდის ტიპის გამოყენების მიუხედავად.

ჩვენებები:

  • აკნე;
  • კანის შემცირებული ტურგორი ;
  • ცხიმიანი კანი;
  • ღია და დახურული კომედონები უკუჩვენებები
  • მწვავე დერმატიტი;
  • მწვავე ეტაპზე სხვადასხვა  კანის ჩირქოვანი დაავადებები;
  • ჰერპესის ინფექცია;

კანის მოვლის ინდივიდუალური პროგრამის შერჩევა

ყოველი პაციენტი ინდივიდუალურია. განსხვავებულია მათი ჩივილები, კანის მდგომარეობა, ასაკობრივი ცვლილებები. შესაძლოა ერთი და იგივე ასაკის სხვადასხვა პაციენტს სრულიად განსხვავებული ჩივილები გააჩნდეს. ერთს აწუხებდეს მიმიკური ნაოჭები და ფორმადაკარგული ტუჩები, მეორეს სახეზე გამონაყარი და ცხიმიანი კანი , მესამეს პიგმრნტური ლაქები და კანის გამოშრობა, სიწითლე და მგრძნობიარობა …

სწორედ ამიტომ ჩვენს კლინიკაში დანერგილია პაციენტების მიმართ ინდივიდუალური პროგრამის შერჩევა, რასაც ახორციელებს კლინიკის დერმატო-კოსმეტოლოგი. პროგრამის შერჩევა ხდება პაციენტის სურვილის გათვალისწინებით, კანზე არსებული პრობლემების და ასაკობრივი ცვლილებების მიხედვით. ჩვენი კლინიკა ფეხდაფეხ მისდევს ესთეტიური მედიცინის სიახლეებს და ნერგავს ბოლოდროინდელ მიღწევებს საკუთარ პრაქტიკაში. პაციენტების სამკურნალოდ მიმართავს ყველაზე საიმედო, უსაფრთხო და აპრობირებულ მეთოდებს.

პილინგი

პილინგი

პილინგი ასაკობრივად შეცვლილი კანის არაოპერაციული მეთოდით გაახალგაზრდავების მეთოდია. იგი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კოსმეტოლოგიურ პროცედურას წარმოადგენს. პილინგი – იგივე ექსფოლიაცია, კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოცილებას გულისხმობს და ამ გზით მიზნად ისახავს კანის გარეგანი იერის გაუმჯობესებას. პილინგის საშუალებით ვებრძვით კანის დეფექტებს – ზედაპირულ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, ზედაპირულ ნაწიბურებს, აკნეს შემდგომ ლაქებს და სხვა.

მკვდარი უჯრედების მოცილების შემდეგ, კანის ღრმად მდებარე ახალგაზრდა ჯანმრთელი უჯრედები იწყებს გაყოფას, რაც კანს არბილებს და ანაზებს. პროცედურიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კი კანი უფრო ელასტიური, ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხდება.

პილინგი შეიძლება იყოს როგორც ზედაპირული, ასევე საშუალო და ღრმა. ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ ყველაზე საიმედო, აპრობირებულ და გარანტირებული ეფექტის მქონე PH Formula-ს პილინგებს. იგი მიეკუთნება ზედაპირულ და საშუალო სიღრმის პილინგებს და წარმოდგენილია სხვადასხვა მჟავების კომბინაციით. იმისდა მიხ3დვით თუ რა პრობლემის კორექციაა საჭირო ვიყენებთ: ანტი აკნე, ანტი ასაკობრივ, ქრონიკული სიწითლის საწინააღმდეგო და გამაღიავებელ პილინგებს

პროცედურა უმტკივნეულოა. დასაშვებად მიჩნეულია მსუბუქი წვის შეგრძნება, ახასიათებს როგორც მომენტალური, ასევე თანდათანობითი ეფექტურობა. კანს უბრუნდება ჯანსაღი ბზინვარება და ახალგაზრდული იერი.