>

ალექსი მახარაშვილი

დიპლომები და სერთიფიკატები

პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. კლინიკა "დეამედის" სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელი.

  • თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRSმოქმედი წევრი (აშშ).
  • საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების მოქმედი წევრი.
  • რუსეთის ქირურგთა საზოგადოების მოქმედი წევრი

კარიერა

ალექსი მახარაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თმის გადანერგვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში და ზოგადად ამ დარგის განვითარებაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მან თმის გადანერგვის კლინიკა პირველად 2003 წელს, ქ. მოსკოვში ჩამოაყალიბა (lisine-net.ru), სადაც მოიწვია ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი თამაზ თამაზაშვილი, რომლის მიერაც იყო დაფუძნებული საქართველოში თმის გადანერგვის პირველი კლინიკა "თალიზი". სამწუხაროდ თ. თამაზაშვილი მალევე ჩამოშორდა კლინიკურ საქმიანობას და მუშაობა დაიწყო ნიუ-იორკში გვამური დონაციის კომპანიაში, სადაც ის დღესაც წარმატებით მოღვაწეობს. 2005 წელს კი ალექსი მახარაშვილმა საქართველოში დააფუძნა კლინიკა "ჰეალაინი" სადაც მისივე ხელმძღვანელობით დაინერგა თმის გადანერგვის მასშტაბური ოპერაციები FuE (უნაკერო) მეთოდით, გრძელი თმის გადანერგვა, წარბის ულვაშისა და წვერის გადანერგვა, თმის გადანერგვა ნაწიბურებში, თმის გადანერგვა წვერიდან და სხეულის სხვა ნეწილებიდან. იგი არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და ორიგინალირი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 
ალექსი მახარაშვილმა არაერთი ექიმი მოამზადა თმის გადანერგვის სფეროში. მისი მოსწავლეები იყვნენ: დეა პაპასკირი, ნოდარი კაკიაშვილი (რუსეთი), ირაკლი ბებიაშვილი (საქართველო), აზერ მელიკოვი (აზერბაიჯანი), პეტარ კოსტოვი (ბულგარეთი), ფატიმა დოევა (რუსეთი), ნინა ფიშერი (გერმანია), ჟალი სულეიმანოვა (აზერბაიჯანი), რადოსტინა პლაჩკოვა (ბულგარეთი), ვასილი ციბერნა (მოლდოვა), ერვანდ მარგარიანი (უკრაინა), ნიდალ მოედი (ისრაელი) და სხვა.

განათლება:

  • 1988 – 1994 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სამკურნალო ფაკულტეტი (წარჩინებით)
  • 1994 – 1996 - კლინიკური ორდინატურა სპეციალობაში „ქირურგია“ - თსსუ
  • 1998 – 2001 – ასპირანტურა სპეციალობაში ”ონკოლოგია“ - ნ. ბლოხინის სახელობის რუსეთის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, მოსკოვი.
  • 2004- 2009 - დოქტორანტურა ონკოლოგიაში - ნ ბლოხინის სახელობის რუსეთის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, მოსკოვი.

კვალიფიკაციის ამაღლება

  • 2001 წ. – „ზოგადი ქირურგია“ -  რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მოსკოვი
  • 2003 წ. – „პლასტიკურ- რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ოპერაციები“ -  რუსეთის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია, მოსკოვი
  • 2006 წ. – „ზოგადი ქირურგია“  -   რუსეთის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია, მოსკოვი
  • 2007 წ. – „ლაზერული ქირურგია“ - რუსეთის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია, მოსკოვი
  • 2013 წ. -  „ენდოსკოპიური ქირურგია“ - რუსეთის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია, მოსკოვი
  • 2014 წ. - სამეცნიერო - პრაქტიკული სემინარი: „თმის გადანერგვის FUE ტექნოლოგია“, ქ. სირაკუზა, იტალია.
  • 2015 წ. – „პლასტიკური ქირურგია“ - რუსეთის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია, მოსკოვი
  • 2019 წ. – „ქირურგია“  -   რუსეთის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია, მოსკოვი
  • საერთაშორისო კონფერენციები  თმის ტრანსპლანტოლოგიაში და ტრიქოლოგიაში >>>

პროფესიული გამოცდილება:

ქირურგიული გამოცდილება - 25 წელი, თმის ტრანსპლანტოლოგიაში - 17 წელი

  • 05.2018 წ. დღემდე - კლინიკა „დეამედი“-ს წამყვანი ქირურგი და სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელი. თბილისი.
  • 2012 – 03.2018 წწ. - თმის გადანერგვის კლინკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის დირექტორი და წამყვანი ქირურგი. თბილისი
  • 2005 - 2018 წწ. კლინკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის წამყვანი ქირურგი
  • 2009 წლიდან დღემდე - მრავალპროფილური ქირურგიული კლინიკის, «МакаМед»-ის თმის გადანერგვის სპეციალიზრებული განყოფილების პლასტიკური ქირურგი. ქ. მოსკოვი.
  • 2003 – 2009 წწ. - კლინიკა «Медана XXI Век»-ის, თმის გადანერგვის სპეციალიზრებული განყოფილების ხელმძღვანელი, ქირურგი. ქ. მოსკოვი
  • 1997 – 2012 წწ. - ნ. ბლოხინის სახელობის რუსეთის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის კოლო-რექტალური სიმსივნეების განყოფილების ქირურგი ონკოლოგი. ქ. მოსკოვი.
  • 1994-1996 წწ. - ქ. თბილისის მე-8 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების კლინიკური ორდინატორი.