კლინიკა „დეამედი“

ესთეტიკური მედიცინის და ჯანმრთელობის ცენტრი „დეამედი“ აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნოლოგიებით. კლინიკაში მუშაობენ დიდი გამოცდილების მქონე კვალიფიციური ექიმები და აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ პაციენტზე კომფორტულ გარემოში პროფესიონალებმა იზრუნონ.

დღეისათვის პაციენტებისთვის აღარაა საკმარისი მხოლოდ ხარისხიანი სამედიცინო სერვისი. ჩვენ უზრუნველვყოფთ თითოეული პაციენტის მაქსიმალურ კომფორტს, ინდივიდუალურ ყურადღებას და აბსულუტურ კონფიდენციალობას.

კლინიკა „დეამედი“ -ს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს თმის გადანერგვა და თმის ცვენის დიაგნოსტკა-მკურნალობა, დერმატოლოგია, დერმატო-კოსმეტოლოგია, ფლებოლოგია, სტომატოლოგია, ენდოკრინოლოგია, ლაზერული ეპილაცია.

 

კლინიკის დამფუძნებელი და დირექტორია პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი დეა პაპასკირი:

საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების მოქმედი წევრი (GeoPRAS).
თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების მოქმედი წევრი (ISHRS, აშშ)

 

რუსეთის პლასტიკურ ქირურგთა საზოგადოების მოქმედი წევრი.

დეა პაპასკირს ეკუთვნის მსოფლიოში ერთადერთი სადისერტაციო ნაშრომი ნაწიბურებში თმის გადანეგვის შესახებ. იგი არის ორი გამოგონებისა და 14 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი თმის გადანერგვის სფეროში

 

კლინიკა დეამედის სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლს და სამეცნიერო მიმართულებას ხელმძღვანელობს ქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ალექსი მახარაშვილი:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკვალიფიკაციო პროგრამის ხელმძღვანელი სპეციალობაში „თმის აუტოტრანსპლანტაცია“

საქართველოს თმის ტრანსპლანტოლოგიის და ტრიქოლოგიის ასოციაციის დამფუძნებელი.

საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების მოქმედი წევრი (GeoPRAS).
თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების მოქმედი წევრი (ISHRS, აშშ) .
რუსეთის ქირურგთა საზოგადოების მოქმედი წევრი

ალექსი მახარაშვილი გახლავთ 2 გამოგონებისა და 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, (აქედან 13 თმის ტრანსპლანტოლოგიაში), საერთაშორისო კონგრესების რეგულარული მონაწილე როგორც მსმენელის, ასევე მომხსენებელის რანგში და არაერთი კონფერენციის ორგანიზატორი და სექციის მოდერატორი

აღსანიშნავია რომ დეა პაპასკირის და ალექსი მახარაშვილის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი ინოვაცია და წინ გადადგმული ნაბიჯი თმის ტრანსპლანტოლოგიაში.

2003 წელს დეა პაპასკირმა და ალექსი მახარაშვილმა პირველად მოსკოვში ჩამოაყალიბეს თმის გადანერვის სპეციალიზირებული განყოფილება (LISINE-NET.RU), რომელიც დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს. 
მათ მოსკოვში მოიწვიეს ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი თამაზ თამაზაშვილი, რომლის მიერაც იყო დაფუძნებული საქართველოში თმის გადანერგვის პირველი კლინიკა "თალიზი". სამწუხაროდ თ. თამაზაშვილი მალევე ჩამოშორდა კლინიკურ საქმიანობას და მუშაობა დაიწყო ნიუ-იორკში გვამური დონაციის კომპანიაში, სადაც ის დღესაც წარმატებით მოღვაწეობს. 2004 წელს ალექსი მახარაშვილმა და დეა პაპასკირმა დაიწყეს ახალი კადრების მომზადება საქართველოში და რვა თვეში წარმატებით მოამზადეს ექიმებისა და ექთნების მთელი გუნდი, რომელთაც შეასწავლეს თმის ტრანსპლანტაციის იმ დროისთვის არსებული უახლესი ტექნოლოგიები. ასე შეიქმნა 2005 წელს საქართველოში კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“, რომლის დამფუძნებელიც პროფესორი, ალექსი მახარაშვილი გახლავთ.

2018 წლის აპრილში კი, დეა პაპასკირის ხელმძღვანელობით თბილისში გაიხსნა ახალი, თანამედროვე და პროგრესული კლინიკა „დეამედი“.

ჩვენი უპირატესობებია:

  • კლინიკა ფლობს თმის გადანერგვის სფეროში დღეისათვის არსებულ ყველა პროგრესულ მეთოდს და ტექნოლოგიას: FUT, FUE, BHT(თმის გადანერგვა ტანიდან), LHT(გრძელი თმის გადანერგვა), თმის გადანერგვა ნაწიბურებში, წარბის წვერის და ულვაშის აღდგენა.
  • გადანერგვა ხდება როგორც პინცეტებით ასევე იმპლანტერებით.
  • გადანეგილი თმის მაქსიმალური სიხშირე და ბუნებრივი შესახედაობა.
  • გადანერგილი თმის სიცოცხლისუბარიანობა შეადგენს 98-100%
  • FUE (უნაკეო) მეთოდის დროს ვიყენებთ მცირე ზომის ფანჩებს - 0,7-0,9 მმ. დეამეტრის (ძირითადად 0,8 მმ.) და ამასთან ერთი ოპერციის ფარგლებში შესაძლებელია 5000-ზე მეტი გრაფტის გადანერგვა
  • კომბინირებული მეთოდით (FUT + FUE), გადასანერგი გრაფტების რაოდენობა ერთ ოპერაციაზე, აღემატება 8000 გრაფტს.
  • FUT (ზონრის) მეთოდის დროს, გამოიყენება სადონორო ზონის მოდერნიზებული პლასტიკა, რომელიც გამორიცხავს უხეში ხაზოვანი ნაწიბურის წარმოქმნას კეფის არეში.
  • ხონმოკლე სარეაბილიტაციო პერიოდი. პაციენტს შეუძლია ოპერაციიდან მეორე დღესვე დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრების რიტმს.
  • სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია და კლინიკის აღჭურვა საშუალებას იძლევა 1 დღეში შესრულდეს 4 მასშტაბური ოპერაცია
  • მაღალი სამეცნიერო აქტივობა და პედაგოგიური გამოცდილება.

 

ჩვენი კლინიკის ყველაზე დიდი უპირატესობა გახლავთ ის რომ კლინიკაში მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის და დიდი გამოცდილების მქონე ექიმები, პერსონალს გააჩნია 16 წლიანი გამოცდილება თმის გადანერგვის სფეროში, რაც განაპირობებს პაციენტისთვის სასურველ შედეგს.

სამწუხაროდ დღეს არის მცდელობები, რომ თმის გადანერგვა წარმოაჩინონ როგორც მარტივი, კოსმეტოლოგიური მანიპულაცია, რომლის შესრულებაც თითქოსდა ასისტენტებსაც შეუძლიათ. სინამდვილეში თმის ტრანსპლანტაცია ეს არის ქირურგიული ოპერაცია, თუნდაც მცირეინვაზიური, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ფიზიოლოგიასა და ანატომიაში ჩარევასთან. ამიტომ მას უნდა ასრულებდეს მხოლოდ პროფესიონალი ქირურგი, რომელიც მუდმივად იმაღლებს კვალიფიკაციას.

 

A Clinic Where Surgeons, Not Technicians, Perform the Surgery