კონტაქტი

სამეცნიერო აქტივობა

რა  არის  „დეამედის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა  თმის გადანერგვის სხვა კლინიკებთან შედარებით?

პირველ რიგში — კადრების ხარისხი. კლინიკაში მოღვაწეობენ მაღალკვალიფიციური ექიმები, კლინიკას ხელმძღვანელობს და უშუალოდ მონაწილეობს თმის გადანერგვის პროცესში პროფესორი, მედიცინის დოქტორი  დეა  პაპასკირი. დეამედის  გუნდის  პროფესიონალიზმი, გამოცდილება და მუდმივი პროფესიული განვითარება ქმნის კლინიკის სანდოობისა და ეფექტურობის მყარ საფუძველს.

„დეამედი“ აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაში.

კლინიკაში გამოყენებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა მეთოდი ემყარება თანამედროვე მეცნიერულ პრინციპებს. მათი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურებულია და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

„დეამედის“ ექიმები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებსა და ფორუმებში. მათ  ეკუთვნით არაერთი ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომი, რაც ხაზს უსვამს კლინიკის აკადემიურ დონეს.

მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევას წარმოადგენს პროფესორ დეა პაპასკირის დისერტაცია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უნიკალურ ნაშრომად არის აღიარებული. ამ დისერტაციით სრულად გადაჭრილია ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობის ურთულესი  პრობლემა —  სწორედ ფოლიკულური მიკროტრანსპლანტაციის მეთოდით.

ექიმის პროფესია მრავალმხრივი უნარების გაერთიანებას მოითხოვს, სადაც გადამწყვეტი როლი ენიჭება  კრიტიკულ აზროვნებასა და ანალიტიკურ შესაძლებლობებს. სწორედ ეს უნარები განსაზღვრავს ხარისხიანი მედიცინის განვითარებას. ექიმი მუდმივად უნდა ეცნობოდეს სამედიცინო სიახლეებს,  რადგან სამედიცინო პროგრესი განუყოფელია მეცნიერებასთან.

ეს პრინციპები მტკიცედ არის დამკვიდრებული „დეამედის“ კლინიკური გუნდის პროფესიულ ეთიკაში.

ინოვაციები, რომლებიც საერთაშორისო მნიშვნელობას ატარებს:

„დეამედის“ ექიმების მიერ შექმნილია მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ავტომატიზებული აპარატი, რომელიც გამოიყენება თმის გადანერგვის პროცესში — კონკრეტულად, სარეციპიენტო არეში მიკროხვრელების ზუსტად ფორმირებისთვის. აღნიშნული მოწყობილობა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რაც გამოიხატება შემდეგში : რეგულირდება მიკროხვრელების სიღრმე, მიმართულება და სიმჭიდროვე, რაც უზრუნველყოფს გადანერგილი თმის მაქსიმალურად ბუნებრივ ვიზუალსა და შედეგს.

აპარატის იდეის ავტორია პროფესორი ალექსი მახარაშვილი, ხოლო ტექნიკური რეალიზაცია განხორციელდა  რევაზ გიორგანაშვილის მიერ. გამოგონება დაცულია პატენტით.

ასევე ,  2007 წელს კლინიკის ექიმებმა დააპატენტეს თმის გადანერგვის მეთოდი, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ Strip-ტექნიკის დროს ჭრილობის მიკრო განაკვეთები მნიშვნელოვნად ამცირებს ქსოვილის დაჭიმვას, რაც უზრუნველყოფს ნაწიბურის მინიმალიზაციას და მის ესთეტიკურად მიმზიდველ სახეს.

! 50%
(+995) 591 50 90 90
×