კონტაქტი

დისერტაცია

დეა პაპასკირმა 2010 წელს, მოსკოვში დაიცვა დისერტაცია, თემაზე: „თავის თმიანი ნაწილის ნაწიბუროვანი დეფექტების მქონე პაციენტების ქირურგიული მკურნალობა“, რაც გულისხმობს ნაწიბურწბში თმის გადანერგვას ფოლოკულური მიკროაუტოტრანსპლანტაციის მეთოდით. ეს ნაშრომი თავისი სამეცნიერო ღირებულებით უნიკალურია, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს.

დისერტაციაში გადაჭრილია ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობის აქტუალური პრობლემა. იგი ეფუძნება თავის თმიან საფარველზე ნაწიბუროვანი დეფექტის მქონე 62 პაციენტის მკურნალობის შედეგების ანალიზს, სხვადასხვა სახის ტრავმებისა და გადატანილი ოპერაციების შემდეგ. ყველა პაციენტი ნამკურნალები იყო ჩვენს კლინიკებში და ყველა პაციენტს ჩატარებული ჰქონდა თმის გადანერგვა ფოლიკულური მიკროაუტოტრანსპლანტაციის მეთოდით.

ნაშრომში შესწავლილია ნაწიბუროვანი ქსოვილის მორფოლოგიური სტუქტურა თმის გადანერგვამდე და გადანერგვის შემდეგ, მკაფიოდაა განსაზღვრული ნაწიბურში თმის გადანერგვის ჩვენებები და მეცნიერულადაა დასაბუთებული თმის ტრანსპლანტაციის მაღალი ეფექტურობა ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობის დროს. ნაჩვენებია, რომ ნაწიბურებში გადანერგილი თმის სიცოცხლისუნარიანობამ(გაზრდადობამ) შეადგინა საშუალოდ 93.82%.

ნაწიბუროვანი ქსოვილის მორფოლოგიური კვლევები ტარდებოდა ი. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემიის ექსპერიმენტული პათომორფოლოგიის ლაბორატორიაში(ხელმძღვანელი პროფ. ა. შეხტერი).

დადგინდა რომ, ნაწიბურებში გადანერგვის შემდეგ, თმის ფოლიკულების ნორმალური სტრუქტურა აბსოლუტურად შენარჩუნებულია, ამასთანავე ჰისტოლოგიურად გამოვლინდა ნაწიბუროვანი ქსოვილის სტრუქტურის გაუმჯობესების დინამიკა. შემცირდა მისი სიმკვრივე, განახლდა უჯრედოვანი პოპულაციები, შემცირდა ანთებითი და დისტროფიული ცვლილებები.

დისერტაციამ გამოიწვია დიდი ინტერესი და მსოფლიოს მრავალმა კლინიკამ გამოთქვა ჩვენს კლინიკებთან თანამშრომლობის სურვილი, რათა გადაჭრან ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა ნაწიბუროვანი ალოპეცია.

მიღებულია მრავალი დადებითი გამოხმაურება.