კლინიკა „დეამედი“

კლინიკა „დეამედი“ — თმის გადანერგვის კლინიკა. თმის აღდგენითი მედიცინის ცენტრი. აღჭურვილია უახლესი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნოლოგიებით.
ჩვენი გუნდი შედგება მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ექიმებისგან, რომლებიც პაციენტებს კომფორტულ გარემოში, ინდივიდუალური მიდგომითა და სრული კონფიდენციალურობით ემსახურებიან.
ჩვენი სერვისები მოიცავს:
•⁠ ⁠თმის გადანერგვა: გამოვიყენებთ ინოვაციურ და უსაფრთხო ტექნოლოგიებს, მათ შორის უნაკერო (FUE) მეთოდს, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიხშირესა და ბუნებრივ შედეგს.
•⁠ ⁠თმის ცვენის დიაგნოსტიკა და მკურნალობა: ვატარებთ თმისა და თავის კანის სრულფასოვან გამოკვლევას, რათა შევთავაზოთ პაციენტებს ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობის გეგმები.
•⁠ ⁠დერმატოლოგია და დერმატოკოსმეტოლოგია: ვთავაზობთ კანის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, აგრეთვე კოსმეტოლოგიურ პროცედურებს კანის სიჯანსაღისა და სილამაზისთვის.
•⁠ ⁠სკალპის მიკროპიგმენტაცია (SMP): ინოვაციური პროცედურა, რომელიც ვიზუალურად აღადგენს თმის სიმკვრივეს და აუმჯობესებს ესთეტიკურ იერსახეს.
•⁠ ⁠ენდოკრინოლოგია: ჰორმონალური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რაც ხშირად დაკავშირებულია თმის ცვენასა და კანის პრობლემებთან.

კლინიკა „დეამედი“ ასევე არის საუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც ტარდება ტრენინგები და გადამზადების პროგრამები თმის აუტოტრანსპლანტაციასა და ტრიქოლოგიაში, რაც ხელს უწყობს დარგის განვითარებასა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. ეს ეს არის კლინიკა, რომელიც არა მხოლოდ თმის აღდგენას, არამედ პაციენტების ცხოვრების ტრანსფორმაციას უწყობს ხელს.

დეა პაპასკირი

კლინიკის დამფუძნებელი და დირექტორი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი

  • თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS, აშშ) მოქმედი წევრი
  • საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების (GSHR) პრეზიდენტი
  • საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების (GeoPRAS) წევრი
  • რუსეთის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების (RSHRS) პრეზიდენტი
  • რუსეთის ქირურგთა საზოგადოების, წევრი

aleksi-makharashvili

ალექსი მახარაშვილი

კლინიკა დეამედის სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლს და სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი

საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების პრეზიდენტი (GSHR).
თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების მოქმედი წევრი (ISHRS, აშშ).
საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების მოქმედი წევრი (GeoPRAS).
რუსეთის ქირურგთა საზოგადოების წევრი

ალექსი მახარაშვილი გახლავთ 1 საავტორო უფლების, 2 გამოგონებისა და 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, (აქედან 14 თმის ტრანსპლანტოლოგიაში), საერთაშორისო კონგრესების რეგულარული მონაწილე როგორც მსმენელის, ასევე მომხსენებელის რანგში და არაერთი კონფერენციის ორგანიზატორი და სექციის მოდერატორი.
აღსანიშნავია, რომ დეა პაპასკირის და ალექსი მახარაშვილის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი ინოვაცია და წინ გადადგმული ნაბიჯი თმის ტრანსპლანტოლოგიაში.

2003 წელს დეა პაპასკირმა და ალექსი მახარაშვილმა პირველად მოსკოვში ჩამოაყალიბეს თმის გადანერვის სპეციალიზირებული განყოფილება (LISINE-NET.RU), რომელიც დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს. 
მათ მოსკოვში მოიწვიეს ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი თამაზ თამაზაშვილი, რომლის მიერაც იყო დაფუძნებული საქართველოში თმის გადანერგვის პირველი კლინიკა “თალიზი”. სამწუხაროდ თ. თამაზაშვილი მალევე ჩამოშორდა კლინიკურ საქმიანობას და მუშაობა დაიწყო ნიუ-იორკში გვამური დონაციის კომპანიაში, სადაც ის დღესაც წარმატებით მოღვაწეობს. 2004 წელს ალექსი მახარაშვილმა და დეა პაპასკირმა დაიწყეს ახალი კადრების მომზადება საქართველოში და რვა თვეში წარმატებით მოამზადეს ექიმებისა და ექთნების მთელი გუნდი, რომელთაც შეასწავლეს თმის ტრანსპლანტაციის იმ დროისთვის არსებული უახლესი ტექნოლოგიები. ასე შეიქმნა 2005 წელს საქართველოში კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“, რომლის დამფუძნებელიც პროფესორი, ალექსი მახარაშვილი გახლავთ.

2018 წლის აპრილში კი, დეა პაპასკირის ხელმძღვანელობით თბილისში გაიხსნა ახალი, თანამედროვე და პროგრესული კლინიკა „დეამედი“.

ჩვენი უპირატესობებია:

  • კლინიკა ფლობს თმის გადანერგვის სფეროში დღეისათვის არსებულ ყველა პროგრესულ მეთოდს და ტექნოლოგიას: FUT, FUE, BHT(თმის გადანერგვა ტანიდან), LHT(გრძელი თმის გადანერგვა), თმის გადანერგვა ნაწიბურებში, წარბის წვერის და ულვაშის აღდგენა.
  • გადანერგვა ხდება როგორც პინცეტებით ასევე იმპლანტერებით.
  • გადანეგილი თმის მაქსიმალური სიხშირე და ბუნებრივი შესახედაობა.
  • გადანერგილი თმის სიცოცხლისუნარიანობა შეადგენს 98-100%
  • FUE (უნაკეო) მეთოდის დროს ვიყენებთ მცირე ზომის ფანჩებს – 0,7-0,9 მმ. დეამეტრის (ძირითადად 0,8 მმ.) და ამასთან ერთი ოპერციის ფარგლებში შესაძლებელია 6000-მდე გრაფტის გადანერგვა
  • კომბინირებული მეთოდით (FUT + FUE), გადასანერგი გრაფტების რაოდენობა ერთ ოპერაციაზე, აღემატება 8000 გრაფტს.
  • FUT (ზონრის) მეთოდის დროს, გამოიყენება სადონორო ზონის მოდერნიზებული პლასტიკა, რომელიც გამორიცხავს უხეში ხაზოვანი ნაწიბურის წარმოქმნას კეფის არეში.
  • ხანმოკლე სარეაბილიტაციო პერიოდი. პაციენტს შეუძლია ოპერაციიდან მეორე დღესვე დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ  რიტმს.
  • მაღალი სამეცნიერო აქტივობა და დიდი პედაგოგიური გამოცდილება.

ჩვენი კლინიკის ყველაზე დიდი უპირატესობა გახლავთ ის რომ კლინიკაში მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის და დიდი გამოცდილების მქონე ექიმები, პერსონალს გააჩნია 18 წლიანი გამოცდილება თმის გადანერგვის სფეროში, რაც განაპირობებს პაციენტისთვის სასურველ შედეგს.

სამწუხაროდ დღეს არის მცდელობები, რომ თმის გადანერგვა წარმოაჩინონ როგორც მარტივი, კოსმეტოლოგიური მანიპულაცია, რომლის შესრულებაც თითქოსდა ასისტენტებსაც შეუძლიათ. სინამდვილეში თმის ტრანსპლანტაცია ეს არის ქირურგიული ოპერაცია, თუნდაც მცირეინვაზიური, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ფიზიოლოგიასა და ანატომიაში ჩარევასთან. ამიტომ მას უნდა ასრულებდეს მხოლოდ პროფესიონალი ქირურგი, რომელიც მუდმივად იმაღლებს კვალიფიკაციას.