REGENERA

თმის ცვენის მკურნალობის უნიკალური მეთოდი ღეროვანი უჯრედებით

Regenera-Activa-Deaned-clinic

კლინიკა დეამედში ყოველწლიურად კიდევ უფრო სრულყოფილი ხდება თმისა და კანის აღდგენისა და გაახალგაზრდავების მეთოდები. რეგენერაციული მედიცინის ინოვაციების წყალობით, ჩნდება თმის ცვენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი და უფრო ეფექტური გზები.

ბოლო წლების ტენდენცია თმის ცვენის სამკურნალოდ პაციენტის საკუთარი ღეროვანი უჯრედების გამოყენებაა. Regenera Activa-ს სისტემა უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია რეგენერაციულ მედიცინასა და ტრიქოლოგიაში.

Regenera Activa-ს ტექნოლოგია შეიქმნა ესპანეთში, უჯრედული ტექნოლოგიების ინსტიტუტში . უკვე 7 წელია რაც არსებობს და წარმოადგენს ბოლო მიღწევას რეგენერაციულ მედიცინაში. რეჯენერა აქტივა შესაძლებელს ხდის ღეროვანი უჯრედების საშუალებით სხვა და სხვა პათოლოგიების მკურნალობას.

Regenera Activa- ტექნოლოგია საქართველოში პირველად კლინიკადეამედშიდაინერგა.

 


რას
წარმოადგენს REGENERA ACTIVA სისტემით მკურნალობა ?

Regenera Activa –  ადამიანის საკუთარი  ღეროვანი უჯრედებით  მკურნალობაა, იგი იწვევს რეგენერაციის და ქსოვილების განახლების პროცესებს. რეჯენერა აქტივა გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტრიქოლოგია, ესთეტიკური დერმატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, ორთოპედია, პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგია და ა.შ.

Regenera Activa–ს სისტემა არის უსაფრთხო და ეფექტური, ალოპეციასთან ბრძოლისა და კანის გაახალგაზრდავებისთვის. იგი წარმოადგენს მკურნალობის სრულიად ბუნებრივ მეთოდს  ყოველგვარი დანამატებისა და ქიმიური აქტივატორების გარეშე.  სამკურნალო მასალა მიიღება ექსკლუზიურად პაციენტის სხეულიდან.  რეჯენერა აქტივას სისტემით მკურნალობა კვებავს თმის ფოლიკულებს, იწვევს თმის სიმკვრივის მატებას და ასტიმულირებს თმის „მიძინებული“ ფოლიკულების ხელახალ ზრდას.

 

როგორ ტარდება REGENERA ACTIVA სისტემით მკურნალობა?

Regenera Activa არის მინი-ინვაზიური პროცედურა, რომელიც 3 ეტაპისაგან შედგება:

 

რეჯენერა აქტივას პროცედურა უმტკივნეულოა, მისი სიმარტივე და ეფექტურობა არ ზღუდავს პაციენტს ყოველდღიური საქმიანობიდან.

 

როდის მივმართავთ Regenera Activa- მეთოდით მკურნალობას:

Regenera Activa წარმოადგენს თმის ცვენის მკურნალობის  ყველაზე ეფექტურ მეთოდს ისეთ შემთხვევებში, როდესაც თმის გადანერგვა ჯერ კიდევ არ არის ნაჩვენები. რა თქმა უნდა ის არ წარმოადგნეს გადანერგვის ალტერნატივას და ვერ ანაცვლებს მას, მაგრამ თმის ცვენის საწყის  ეტაპზე, როდესაც უკვე შესამჩნევია  გათხელებული, მინიატურიზებული  თმის ღერები, პროცედურა უალტერნატივოა, უნიკალურია და   გვაძლევს   მკვეთრად გამოხატულ დადებით შედეგს.

Regenera Activa-   ჩვენებებია:

 

 

Regenera-Activa-Deamed-clinicRegenera-Activa-DeamedRegenera-Activa-Deamed-clinic-item2

როგორია REGENERA ACTIVA  მკურნალობის ეფექტი:

რეჯენერა აქტივა გულისხმობს თმის ცვენის მკურნალობას მხოლოდ ერთი პროცედურით. ხილული შედეგები ვლინდება ერთჯერადი მკურნალობის შემდეგ. ერთი პროცედურით შესაძლებელია არსებული თმის საფარველის აღდგენა, თმის ზრდის დაჩქარება,  გახშირება, „მიძინებული“ და არაფუნქციონირებადი ფოლიკულების გააქტიურება, თმის ღერების რაოდენობის  მატებას და საბოლოო ჯამში შესამჩნევი ხდება თმის მოცულობის ცვლილება. პროცედურის შედეგად იცვლება თმის ხარისხი, თმის ღერი  სტრუქტურულად ხდება ჯანსაღი, რაც აისახება თმის ფერსა და ბზინვარებაზე.

პროცედურის შემდგომ პირველი ცვლილებები ჩნდება ტრიქოკოსპიული კვლევით უკვე ერთი თვის შემდეგ. 3 თვის შემდეგ კი დადებით შედეგები უკვე თვალსაჩინო ხდება.

RegeneraActiva  აღიარებულია ისეთი ორგანიზაციების მიერ როგორიცაა: FDA (USA), CE (Euorope)  PMDA (Japan) და  HAS (Singapore).

regenera-supported

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *