თმის ცვენის მკურნალობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პლაზმოთერაპიას იგივე PRP (თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა) პროცედურას. პლაზმოთერაპია ეფუძნება პაციენტის სისხლიდან თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის მიღებას, რომელიც შეიცავს ზრდის ფაქტორს და მის შეყვანას ინექციის გზით პრობლემურ ზონებში, რის შედეგად უმჯობესდება თმის ფოლიკულის კვება. კლინიკა „დეამედში“ გამოიყენება სხვადასხვა სახის PRP ტექნოლოგია. მათ შორის საყურადღებოა პლაზმოთერაპია Regen Lab ტექნოლოგიით.
Regen Lab – ეს არის მსოფლიოში ცნობილი შვეიცარული კომპანია. იგი უნიკალურია უჯრედული თერაპიის ტექნოლოგიების უმაღლესი სტანდარტებით.
რეჯენ ლაბს მოწინავე ადგილი უკავია როგორც თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის (PRP), ასევე კანის რეგენერაციული პროცედურებისათვის საჭირო უნიკალური პროდუქტების წარმოებაში.
ეს კომპანია 2003 წლიდან აქტიურად ამზადებს სინჯარებს პლაზმოთერაპიისათვის, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის მოსამზადებლად. პლაზმოთერაპიის დროს სამკურნალო მასალა მიიღება სწორედ პაციენტის სისხლით, კერძოდ თრომბოციტებში არსებული ზრდის ფაქტორებით.
კლინიკა „დეამედში“, უჯრედული თერაპიისთვის გამოიყენება Regenlab-ის შემდეგი სინჯარები:
- Regenkit BCT
- Cellular Matrix
Regenkit BCT პლაზმოთერაპია(PRP) გამოიყენება ანდროგენული ალოპეციის, ასევე სხვა არანაწიბუროვანი ( ტელოგენური, ბუდობრივი) თმის ცვენის სამკურნალოდ.
Regenkit პლაზმოთერაპია ხელს უწყობს თმის ბოლქვის რეგენერაციას, სისხლის მიწოდების გაზრდით და ფოლიკულური უჯრედების ინტენსიური გამრავლებით, შედეგად მცირდება თმის ცვენის პროცესი, მკვრივდება და ძლიერდება თმა.
პლაზმოთერაპიის პროცედურა შედგება 3 ეტაპისგან: სისხლის აღება, მისი ცენტრიფუგირება – თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის მიღება და მისი ინექცია თმის ცვენის უბნებში.
PRP პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წუთია. არ საჭიროებს რეაბილიტაციის პროცესს და არ ზღუდავს პაციენტს ყოველდღიური აქტივობებისაგან.
Regenkit PRP მკურნალობის შედეგად თმის ცვენის შემცირება შეინიშნება 6 კვირიდან, ხოლო თმის სიხშირის ზრდა მკურნალობის ჩატარებიდან 3 თვეში.
Regenkit პლაზმოთერაპია შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპლექსურად თმის ტრანსპლანტაციის, რეგენერა აქტივას, მინოქსიდილთან და ფინასტერიდთან ერთად.
რეკომენდებულია Regenkit PRP –ის პირველი 3 პროცედურის ჩატარება 3-4 კვირაში ერთხელ, ხოლო შემდგომი ხელშემწყობი პროცედურები სასურველია ჩატარდეს 3-4 თვეში ერთხელ.
Cellular Matrix (PRP + HA) – არის უნიკალური, ყველა პაციენტისათვის საყვარელი პროცედურა, როგორც კანის გაახალგაზრდავებისთვის, ასევე აკნეს შემდგომი ლაქებისა და ნაწიბურების სამკურნალოდ.
Cellular Matrix – ის სინჯარით მზადდება საკუთარი თრომბოციტებით მდიდარი პლაზმისა და უმაღლესი ხარისხის ჰიალურონის მჟავის კოქტეილი.
Cellular Matrix (PRP + HA) აქვს შესანიშნავი ეფექტურობისა და უსაფრთხოების პროფილი კლინიკურ პრაქტიკაში.
Cellular Matrix პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპეპს: სისხლის აღება, ცენტრიფუგირება, პლაზმის და ჰიალურონის შერევა და ინექცია კანის პრობლემურ ზონებში: სახის კანი, კისერი, დეკოლტე, ხელის მტევნები.
აკნეს შემდგომი მკურნალობის შემთხვევაში ინექცია კეთდება ნაწიბურების და ლაქების მიდამოში.
აკნეს შემდგომი მკურნალობის დროს Cellular Matrix პროცედურა უხშირესად ტარდება მიკრონიდლინგთან ერთად. მიკრონიდლინგი გახლავთ პროცედურა, რომელიც ხორციელდება სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით, ის ახდენს უჯრედის განახლების სტიმულირებას, კოლაგენის და ელასტინის გამომუშავების ხელშეწყობას.
Cellular Matrix პროცედურას გააჩნია მტკიცებულებებზე დაფუძნებული შედეგები, ასევე კლინიკური კვლევები, 200-ზე მეტი პუბლიკაციით.
პლაზმოთერაპიისა და ჰიალურონის მჟავას( HA) კომბინაცია, მკვეთრად აუმჯობესებს კანის ტონუსს და ელასტიურობას, ამცირებს ნაოჭების სიღრმეს. პროცედურა აკნეს შედეგად დაზიანებულ კანს მნიშვნელოვან სიგლუვეს და სისადავეს, ფერს და გარეგნულ მაჩვენებლებს სძენს.
ეფექტის მისაღებად სასურველია Cellular Matrix –ის 2-3 პროცედურის ჩატარება. მკურნალობის შედეგად მიღებული ჯანსაღი, მბზინვარე კანის ეფექტი ნარჩუნდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.