კონტაქტი

ტრიქოლოგიის სასწავლო კურსი – „ტრიქოსკოპია – 2020“. რუსეთი, მოსკოვი, 2020 წ.

2020 წლის 14-15 თებერვალს ქალაქ მოსკოვში „რუსეთის თმის კვლევის ასოციაციის“ – RHRS  და ტატიანა სილიუკის ტრიქოლოგიის სკოლის მხარდაჭერით  გაიმართა  სასწავლო კურსი თემაზე: „ტრიქოსკოპია“.

ტრიქოსკოპია ეს არის  თმის ცვენის  თანამედროვე დიაგნოსტიკის მეთოდი.  რომლის დახმარებითაც ხდება ადრეული ცვლილებების დაფიქსირება თავის კანსა და თმის სტრუქტურაში, რომელიც ჯერ კიდევ უხილავია შეუიარაღებელი თვალით. ტრიქოსკოპია ასევე  მნიშვნელოვან როლს ასრულებს  სხვადასხვა ტიპის თმის ცვენების დიფერენცირებაში  და გვეხმარება შევაფასოთ თმიანი საფარველი დინამიკაში. ეს ყოველივე კი ძალიან მნიშნელოვანია თმის ცვენის მკურნაკობის დაგეგმვასა და მართვაში.

ქალაქ მოსკოვში ტრიქოსკოპიის სასწავლო კურსი მიმდინარეობდა ორი დღის განმავლობაში.  სწავლების მსვლელობისას ასევე განხილული იყო სირთულეები და პრობლემები რომლებიც  დღესდღეობით არსებობს ტრიქოლოგიაში მსოფლიოს მაშტაბით.

მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ტრიქოსკოპიის უნარ-ჩვევების ათვისებას, ყველა იმ ცვლილებას რაც მნიშვნელოვანია სადიაგნოსტიკოდ: თმიანი საფარველის მოცულობის შეფასება, თმის ღერის ცვლილებები, ფოლიკულების მდგომარება, სისხლძარღვოვანი სურათის და კანის შეფასება. ასევე წარმოდგენილი და განხილული  იყო საინტერესო და იშვიათი შემთხვევები.

ტრიქოსკოპიის სასწავლო კურსზე დარეგისტრირებული იყო 67 ექიმი, 7 სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოდან მონაწილეობას იღებდა კლინიკა დეამეის ორი დერმატოლოგი-ტრიქოლოგი: მელი ბაკურაძე და ნელი ქეშელაშვილი.