კონტაქტი

ქართულ-ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის” (GIMPHA) III კონგრესი. თბილისი, 2016 წ.

2016 წლის 21-22 მაისს, თბილისში ჩატარდა “ქართულ-ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის” (GIMPHA) მე-3 კონგრესი. აღსანიშნავია, რომ GIMPHA არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველ ექიმებს და მეტად მნიშვნელოვანია რომ უკვე მესამე წელია ამ ასოციაციის შეკრებამ საქართველოში მიიღო რეგულარული ხასიათი, რაც, რა თქმა უნდა, GIMPHA-ს პრეზიდენტის, ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველი მორფოლოგის, ალექსი ბაიდოშვილს დიდი ძალისხმევის შედეგია. მე-3 კონგრესიც ჩვეულ ფორმატში გაიმართა. იგი მულტიდისციპლინური ხასიათის იყო. მასში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სამედიცინო სფეროს მაღალკვალიფიციური ექიმები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. კონგრესის მუშაობისას განხილული იყო ონკოლოგიის, პედიატრიის, ინფექციური დაავადებების, ნევროლოგიის, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოლოგიის აქტუალური საკითხები. პლასტიკური ქირურგიის სექციაში მონაწილეობას იღებდა ალექსი მახარაშვილი. მისმა მოხსენებამ თემაზე: „მეორადი ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობა ფოლიკულური აუტოტრანსპლანტაციის მეთოდით“, საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. იყო დიკუსია და მრავალი საინტერესო შეკითხვა. ჩვენი ამ ნაშრომით გაქარწყლებულია ექიმთა საზოგადოებაში, სამწუხაროდ, დღემდე დამკვიდრებული აზრი იმის შესახებ რომ ნაწიბურში თმა არ იზრდება. კვლევის შედეგებით დამტკიცდა, რომ თმის გადანერგვა არის ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობის საკმაოდ ეფექტური მეთოდი თავის თმიან ნაწილზე მიღებული სხვადასხვა სახის ტრავმების შემდეგ (ოპერაცია, დამწვრობა, მექანიკური ტრავმა და ა.შ.). ამით ბევრ პაციენტს მოეხსნა პრობლემა და გაუადვილდა სოციალური ადაპტაცია. ალექსი მახარაშვილის მოხსენებას მაღალი შეფასება მისცა სექციის ხელმძღვანელმა, დამწვრობის ცენტრის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბესიკ იაშვილმა