კონტაქტი

„ევროპის თმის კვლევის საზოგადოების“ (EHRS) XVII კონგრესი. თბილისი, 2016 წ.

2016 წლის 24-26 ივნისს, ქ. თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა “ევროპის თმის კვლევის საზოგადოების” (EHRS) XVII კონგრესი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ საქართველოში თმის ცვენის პრობლემისადმი მიდგომა შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების მიერ. კონგრესის მხარდამჭერი და ორგანიზატორი საქართველოში გახლდათ „კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი“ (დირექტორი პროფესორი გიორგი გალდავა). ჩვენმა ექიმებმა კონგრესის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. წარმოდგენილი იყო 2 მოხსენება. დერმატოლოგ-ტრიხოლოგის, მაკა დოღოზაშვილის მოხსენება „Rational of combined treatment options for androgenetic alopecia” , ეძღვნებოდა ანდროგენული ალოპეციის დიაგნოსტიკასა და ამ პათოლოგიის არაქირურგიული მკურნალობის აუცილებლობის დასაბუთებას, როგორც თმის გადანერგვამდე, ასევე გადანერგვის შემდეგ. კვლევამ დაადასტურა რომ მხოლოდ პრობლემისადმი კომპლექსური მიდგომა იძლევა საუკეთესო შედეგებს. კვლევის შედეგები უდავოდ უნიკაურია და საფუძვლად შეიძლება დაედოს ანდროგენული ალოპეციის მკურნალობის ახალი ალგორითმების შექმნას. პროფესორ ალექსი მახარაშვილის მოხსენებაში „How to improve graft survival in hair transplantation?” ასახული იყო ის ფუნდამენტური კვლევები, რომლის შედეგების გათვალისწინების გარეშეც შეუძლებელია თმის გადანერგვის ხარისხიანად შესრულება და დამაკმაყოფილებელი შედეგების მიღწევა. სწორედ პროფ. ა. მახარაშვილის კვლევების საფუძველზე გახდა შესაძლებელი თმის გადაბერგვის ეფექტურობის 98-100%-მდე გაზრდა. პროფესორი ა. მახარაშვილი აგრეთვე ხელმძრვანელობდა თმის ტრანსპლანტაციის ერთ-ერთ სექციას თანამედროვე ტრანსპლანტოლოგიის ისეთ წამყვან სპეციალისტებთან ერთად როგორიცაა Besam Farjo და Alex Ginzburg.