კონტაქტი

უკრაინის პირველი სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონფერენცია. უკრაინა, ქ. დნეპრი, 2018 წ.

კლინიკა „დეამედის“ (თბილისი, საქართველო) და კომპანია „medicalmardPRO”-ს (ქ. დნეპრი, უკრაინა) ორგანიზებით, 2018 წლის 12 დეკემბერს, უკრაინაში, ქ. დნერპრში გაიმართა  უკრაინის პირველი სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონფერენცია: „თანამედროვე ტრიქოლოგია და თმის ტრანსპლანტაცია“.

კონგრესის მუაობაში მონაწილეობდნენ დერმატოლოგები, ტრიქოლოგები, ქირურგები, თმის ტრანსპლანტოლოგები და კლინიკის მფლობელები უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან, აგრეთვე დელეგაცია პოლონეთიდან.

კონგრესის ძირითადი ნაწილი დაეთმო კლინიკა „დეამედი“-ს ექიმების მრავალწლიანი სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის შედეგების ანალიზს თმის ტრანსპლანტაციისა და ტრიქოლოგიის სფეროში. განხილვის ძირითადი თემები იყო:

  1. „თანამედროვე ტრიქოლოგიის შესაძლებლობები“.

მომხსენებელი ნელი ბაკურაძე – ტრიქოლოგი, კლინიკა „დეამედი.

  1. „თმის აღდგენის ქირურგიული მეთოდები“.

მომხსენებელი, მედიცინის დოქტორი დეა პაპასკირი – პლასტიკური ქირურგი, კლინიკა „დეამედი“-ს დირექტორი.

  1. შეცდობები და გართულებები თმის ტრანსპლანტაციის დროს“.

მომხსენებელი,  პროფესორი ალექსი მაარაშვილი – ქირურგი, კლინიკა „დეამედი“-ს სამეცნიერო და სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელი.

  1. „კლინიკა დეამედის ტრიქოლოგიისა და თმის ტრანსპლანტაციის ტრენინგ ცენტრი – ექიმთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები“.

მომხსენებელი,  პროფესორი ალექსი მაარაშვილი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი სპეციალობებში „თმის აუტოტრანსპლანტაცია“ და „ტრიქოლოგია“, კლინიკა დეამედი.

  1. „კლინიკური კომუნიკაცია. პაციენტებთან ეფექტური ურთიერთობის უნარების როლი წარმატებული ექიმის საქმიანობაში“.

მომხსენებელი ალა გრაბჩენკო – მედიკო-დიაგნოსტიკური ცენტრის, „Menora”-ს დირექტორი. ოდესა, უკრაინა.

კონფერენციამ ჩაიარა საინტერესო დისკუსიის ფონზე.

კლინიკა „დეამედი“ მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის უკრაინის ტრიქოლოგთა ასოციაციას.