2005 წლის 3-4 ნოემბერს, თბილისში, გაიმართა პირველი საერთაშორისო კონგრესი: “ალოპეციის აქტუალური საკითხები”. კონგრესმა დიდი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით პრობლემის მიმართ თანამედროვე მიდგომებისა და მომხსენებელთა ორიგინალური სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით. დამწვრობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ბესიკ იაშვილმა ყურადღება გაამახვილა დეა პაპასკირის მოხსენების აქტუალობაზე, რომელიც თავის თმიან საფარველზე ნაწიბუროვანი დეფექტების მქონე პაციენტების რეაბილიტაციას ეხებოდა. კერძოდ, დეა პაპასკირმა წარმოადგინა ნაწიბურებში თმის გადანერგვის პერსპექტივები პაციენტთა რეაბილიტაციის მიმართულებით.
ჩატარდა მასტერკლასები თმის აღდგენის როგორც ქირურგიულ ასევე არაქირურგიულ მეთოდებში.
პროფესორ თ. თამაზაშვილის მოხსენება
ალექსი მახარაშვილის მოხსენება
ევრაზიის ტრიქოლოგთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორის, გ. აბრამოვის მოხსენება
პროფესორ ალექსანდრე შესტოპალოვის მოხსენება
დიანა პაპასკირის პრეზენტაცია
პრესკონფერენცია. ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობენ პროფ. ა. შესტოპალოვი, პროფ. კაკაბაძე, პროფ. თ. თამაზაშვილი, პროფ. გ. თომაძე, პროფ. ბ. იაშვილი