კონტაქტი

სერვისები

პლაზმოთერაპია

პლაზმოთერაპია – PRP არანაწიბუროვანი ალოპეციის დროს

1970 წლიდან პლაზმოთერაპიამ მნიშვნელოვანი როლი შეიძინა როგორც ქსოვილის , ჰემოსტაზის აღდგენის ასევე წყლულოვანი დაავადებების , რეგენერაციული პროცესების დაჩქარების პროცესში.  უკანასკნელ ათწლეულში პლაზმოთერაპიამ განსაკუთრებული როლი შეიძინა თმის ცვენის მკურნალობის ალგორითმში .

პლაზმოთერაპიის დროს გამოიყენება თრომბოციტებით მდიდადრი პლაზმა რომელიც მდიდარია  ზრდის ფაქტორით . ზრდის ფაქტორი უზრუნველყოფს ანგიოგენეზსს,უჯრდშიორისი მატრიქსის რემოდელირებას, უჯრედის პროლიფერაციას და დიფერენცირებას.აქედან გამომდინარე პლაზმოთერაპია გამოიყენება მედიცინის მრავალ დარგში როგორიცაა:ორთოპედია, ყბასახის ქირურგია, პლასტიკური ქირურგია, დერმატოლოგია.

პლაზმა რომელიც გამოიყენება პრპ თერაპიის დროს გამდიდრებულია თრომბოციტებით (დაახლოებით 1მლ თრომბოციტი/ μL)პლაზმოთერაპიის რეგენერაციული თვისება დამოკიდებულია გამოთავისუფლებული ზრდის ფაქტორის დონეზე.

თრომბოციტების ალფაგრანულები შეიცავენ ზრდის ფაქტორს (GF) რომელიც აქტივაციის შემდგომ , პასუხისმგებლები არიან თერაპიული ეფექტის ინიცირებასა და შენარჩუნებაზე.ცნობილია რომ თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შემადგენლობაში  გარდა ზრდის ფაქტორისა შედის ცილის სხვა მოლეკულებს როგორიცაა:ადგეზინი, ჰემოკინი და სხვა რომლებისც ხელს უწყობენ რეგენერაციის და პროლიფერაციის პროცესებს.

ბოლო დროს მრავალი კლინიკური კვლევა ჩატარდა პლაზმოთერაპიის  ეფექტურობისა არანაწიბუროვანი ალოპეციის დროს , განსაკუთრებით საინტერესოა მექანიზმი თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შემადგენლობაში შემავალი ზრდის ფაქტორების  მოქმმედება თმის ფოლიკულზე.

ზრდის ფაქტორები შეიძლება იყოს რამდენიმე სახის

თრომბოციტების ზრდის ფაქტორი(PDGF),
ტრანსფორმირების ზრდის ფაქტორი(TGF-b)
ენდოთელიური სისხლძარღვების ზრდის ფაქტორი (VEGF)თავისი იზოფორმებით

ზრდის ფაქტორები უკავშირდებიან შესაბამის რეცეპტორებს და უზრუნველყოფენ ქსოვილოვან ანგიოგენეზს.

ისინი მოქმედებს თმის ფოლიკულის ძირში აღმოჩენილ  ექტოდერმული წარმომავლობის მქონე  ღეროვან უჯრედებზე ( ღეროვანი უჯრედებიდან წარმოიქნება ეპიდერმალური უჯრედები და ცხიმოვანი ჯირკვლის უჯრედები.)და მატრიქსში არსებულ პაპილარულ უჯრედებზე(dermal papilla ) რასაც მივყავართ თმის ზრდის სტიმულაციისკენ არსებული ე.წ. მიძინებული ფოლიკულის აქტივაციისკენ.

პლაზმოთერაპია ტარდება თვეში 1 ჯერ. წელიწადში სასურველია ჩატარდეს 9 პროცედურა, შესაბამისი სქემით.

პროცედურის წინ სასურველია ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი და ექიმმა ტრიქოლოგმა შეგირჩიოთ მკურნალობის სქემა.