კონტაქტი

„საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების“ (GSHR) პირველი საერთაშორისო კონგრესი. თბილისი, 2019 წ.

2019 წლის 19 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო “Holiday Inn”-ის საკონფერენციო დარბაზში “საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების“ (GSHR) პირველი საერთაშორისო კონგრესი  გაიმართა. კონგრესის პროგრამის ხემძღვანელი დეა პაპასკირი გახლდათ.

ღონიძიება გაიხსნა GSHR-ის პრეზიდენტის, პროფესორი ალექსი მახარაშვილის მიმართვით.  მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა გიორგი გალდავამ.

კონგრესის მიზანი იყო, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტების შეკრება, თანამედროვე მიღწევებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.  განიხილებოდა ტრიქოლოგიასა და თმის აუტოტრანსპლანტაციის პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ექვსი სხვადასხვა ქვეყნის დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა. ღონისძიება საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, დღრის პირველ ნახევარში განხილული იყო ტრიქოლოგიის საკითხები, ხოლო სესიის მეორე ნაწილი ძირითადად თმის გადანერგვას და ქირურგიულ საკითხებს დაეთმო. საინტერესო იყო ი. სიჩენკოვის მოხსენება თმის ტრანსპლანტაციის დროს ანესთეზიის თავისებურებების შესახებ. ხაზი გაესვა მულტიდისციპლინური მიდგომის მნიშვნელობას  პათოლოგიური თმის ცვენების დიაგნოსტიკა-მკურნალობაში. კონგრესის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქირურგები, ანესთეზიოლოგები, დერმატოლოგები, ტრიქოლოგები, ენდოკრინოლოგები, ნუტრიციოლოგები, გინეკოლოგები, ონკოლოგები და ა.შ.

კლინიკა „დეამედი“-ს ექიმებმა ოთხი მოხსენება წარმოადგინეს:

  1. პროფესორი ალექსი მახარაშვილი – „თმის აუტოტრანსპლანტაციის მეთოდები. რომელი მეთოდი უმჯობესია?“
  2. პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი დეა პაპასკირი – „სტუდენტობიდან თმის ტრანსპლანტოლოგიამდე. როგორ მოვახდინოთ იდეის რელიზება?“
  3. დერმატოლოგი, ტრიქოლოგი მაკა დოღოზაშვილი – „პირველადი ნაწიბუროვანი ალოპეცია. ჩვენი გამოცდილება“
  4. ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი ეკატერინა ინაშვილი – „ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და თმის ცვენა

კონგრესის მსვლელობისას ყველა მომხსენებელს შესაბამისი დიპლომი გადაეცა.

დღის ბოლოს, სამეცნიერო ნაწილის დასრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა  მეგობრულ გარემოში გადინაცვლეს. საზეიმო ვახშამი რესტორან „ეთნოგტაფში“ გაიმართა. სტუმრები სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ ორიგინალურად შემოთავაზებული ტრადიციული ქართული კერძებითა და ქართული ფოლკლორის უნუკალურობით.

კონგრესის მეორე დღეს, 20 ოქტომბერს, მსურველთათვის მოეწყო ექსკურსია კახეთში, ხარებას მეღვინეობის მეურნეობაში, სადაც სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს კულინარულ მასტერკლასებში.

 

ვიდეო: 

სიუჟეტი GSHR-ს პირველი საერთაშორისო კონგრესის შესახებ. 19.10.2019

  

კონგრესისი მეორე დღე. ექსკურსია კახეთში, ღვინის გვირაბი, მეღვინეობა “ხარება”