2020 წლის 22 თებერვალს, ქ. ლვოვში (უკრაინა), ჩატარდა „უკრაინის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების“ – USHRS პირველი საერთაშორისო კონგრესი. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ წამყვანი სპეციალისტები ევროპის 10 ქვეყნიდან. წარმოდგენილი იყო თმის ცვენის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, როგოც ტრიქოლოგიის, ასევე თმის გადანერგვის სფეროში. გაკეთდა საინტერესო აქცენტები სკალპის მიკროპიგმენტაციის – SMP აქტუალობაზეც.
კონგრესზე საქართველოდან სპიკერებად მიწვეულები იყვნენ ენდოკრინოლოგი, პროფესორი რუსუდან კვანჭახაძე და კლინიკა დეამედის ექიმები, პროფესორი ალექსი მახარაშვილი და პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი დეა პაპასკირი. დეა პაპასკირის მოხსენება ეძღვნებოდა თანამედროვე თმის ტრანსპლანტაციის შესაძლებლობებს, ალექსი მახარაშვილმა კი გააშუქა ის შეცდომები რომელსაც უშვებენ ახალბედა და არაკვალიფიციური ექიმები ამ დარგში:
- დეა პაპასკირი – «Возможности современной трансплантации волос»
- ალექსი მახარაშვილი – «Ошибки и осложнения при аутотрансплантации волос»
კონგრესზე ტოპ სპიკერებად ასევე მიწვეული იყვნენ ევროპის FUE საზოგადოების პრეზიდენტი, კრიშტიან ბისანგა (ბელგია) და უკრაინის ტრიქოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ირინა პოპოვა.