ტრენინგი სპეციალობაში:
ტრიქოლოგია

ტრიხოლოგია – მეცნიერება თავის კანისა და თმის დაავადებათა შესახებ, როგორც მედიცინის დარგი, უკვე რამდენიმე ათწლეულია წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში. თმის ცვენა და სიმელოტე დიდი ხანია განიხილება როგორც დაავადება და ICD კლასიფიკატორში მას მინიჭებული აქვს შესაბამისი კოდები ( L64-L68). ამიტომ საქართველოშიც აუცილებელი იყო ამ მიმართულებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ერთიან, ეფექტური ალგორითმის შექმნა და დამკვიდრება.

ტრიხოლოგიის  შემსწავლელი ჩვენი პროგრამა ემსახურება საქართველოსა და ამიერკავკასიის ქვეყნების ექიმ დერმატოლოგებში სათანადო ცოდნის ამაღლებას ტრიხოლოგიის მიმართულებით და ხორციელდება თსსუ საუნივერსიტეტო კლინიკის „დეამედი“-ს ბაზაზე.

პროგრამის ხელმძღვანელია  კლინიკა „დეამედი“-ს  დირექტორი, „ საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების“ – GSHR პრეზიდენტი, „თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISHRS, აშშ) წევრი, მედიცინის დოქტორი დეა პაპასკირი.

ტრიხოლოგიის ტრენინგის პროგრამის ძირითადი აქცენტები:

1.თმის ცვენის ტიპების დიფერენცირება.

2.გამოკვლევების სწორად დაგეგმვა

3.სხვადასხვა დიაგნოსტიკური მანიპულაციების შესრულება (ვუდის ნათურა,დერმატოსკოპია, ტრიხოსკოპია, ტრიხოგრამა, სპექტროგრამა, კომპიუტერული დიაგნოსტიკა, კანის ნაცხის აღება, თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის დამზადება)

4.მკურნალობის ინექციური  მეთოდები (მეზოთერაპია, PRP) და ფიზიოპროცედურები

5.ტრიქოლოგიაში გამოსაყენებელი ეფექტური მედიკამენტებისა და კოსმეტიკური საშუალებების სწორად შერჩევა.

თუ გსურთ ტრენინგის გავლა სპეციალობაში „ტრიქოლოგია“, გთხოვთ შეავსეთ განაცხადი: