თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოება (ISHRS) არის გლობალური არაკომერციული სამედიცინო ასოციაცია, რომელიც წარმოდგენილია 1200-ზე მეტი წევრით მსოფლიოს 70 ქვეყნიდან.
ISHRS-ის ორგანიზაცია დაარსდა 1993 წელს თმის გადანეგვის დარგში მოღვაწე პროფესიონალებისთვის.
თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოება (ISHRS) იყო და ახლაც არის პირველი უმსხვილესი, საერთაშორისო საზოგადოება განათლების უწყვეტი ხარისხის
ხელშეწყობისთვის.
ISHRS აკრედიტებულია უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის აკრედიტაციის საბჭოს მიერ (ACCME), იგი ლიდერია თმის აღდგენით ქირურგიაში.
ISHRS-ის 30-ე კონგრესი პანდემიის 2 წლიანი პერიოდის, ონლაინ შეხვედრების შემდეგ პირველად გაიმართა, ცენტრალური ამერიკაში, კერძოდ კი პანამაში.
კლინიკა „დეამედის“ პლასტიკური ქირურგი დეა პაპასკირი არის თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) წევრი 2013 წლიდან და ყოველწლიურ
ღონისძიებაში რეგულარულად მონაწილეობს, ინოვაციების და სრულყოფილი მეთოდების დასანერგად.
ISHRS-ის მსოფლიო კონგრესი ყოველწლიურად იმართება და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას, ინოვაციური ქირურგიული ტექნოლოგიების, ასევე ახალი
მეთოდების სწრაფად დანერგვას თმის აღდგენით ქირურგიაში და თერაპიულ მკურნალობაში.
თმის გადანერგვის საერთაშორისო ასოციაციის ძალისხმევის დიდი ნაწილი ეძღვნება პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და რისკების მინიმუმამდე შემცირებას
თმის გადანერგვის დროს.
კონგრესის ყველაზე მთავარ ღირებულებად – განათლება, კვლევა და კოლეგიალობა განისაზღვრა.
ISHRS-ის კონგრესის პროგრამა იყო საინტერესო და ინოვაციური, მოიცავდა მრავალ კურსს, სემინარს, დიდაქტიკურ ლექციასა თუ მრგვალი მაგიდის დისკუსიებს.
პერსონალური სესია დაეთმო ქალების როლს თმის აღდგენით ქირურგიაში, მათი მეტი ჩართულობისთვის, მათი პატივისცემისა და წარმატების ხელშესაწყობად.
საინტერესო საგამოფენო სივრცეებმა საშუალება მოგვცა ინოვაციური პროდუქტების უკეთესად გაცნობის და მათი საქართველოში, კერძოდ კი კლინიკა „დეამედში“ დასანერგად.
ამჯერად გამოფენამ შესაძლებლობა მოგვცა თმის ცვენის სამკურნალო ლაზერის შლემი – Capillus LLLT შეგვეძინა სპეციალურად დეამედისათვის. Capillus LLLT ლაზერის შლემი.
განკუთვნილია ანდროგენული ალოპეციის და თავის კანის ანთებადი დაავადებების სამკურნალოდ. Capillus LLLT ლაზერს აქვს ISO სერთიფიკატი, ასევე აღიარებულია FDA-ს
მიერ როგორც თმის ცვენის ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებად.
მსოფლიო კონგრესის კულმინაციურ, საკარნავალო გალა ვახშამზე გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. ISHRS-ს საზოგადოების უმაღლესი – ოქროსა და პლატინის
ფოლიკულის ჯილდოები ამჯერად Sam Lam-ს და Jae-Hyun Park-ს გადაეცა.