2025 წლის 16 თებერვალი. „Med Award 2024 “-ის ორგანიზებით, გამართული პრესტიჟული ღონისძიება სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლებისთვის.
ნომინაცია: ნდობა და ხარისხი – დეა პაპასკირი
მედიცინის სფეროში მისი დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის. თმის გადანერგვის ექსპერტი, პლასტიკური ქირურგი და „დეამედი“-ს დამფუძნებელი დეა პაპასკირი აღიარებულია არა მხოლოდ როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, არამედ როგორც ადამიანი, რომლის საქმიანობაც ორი უმნიშვნელოვანესი ღირებულებით – ნდობითა და ხარისხით, მართავს თმის გადანერგვის სფეროს განვითარებას.
ნდობა, რომელიც დეა პაპასკირმა მოიპოვა:
დეა პაპასკირის 23 წლის უწყვეტი პროფესიული გამოცდილება და პრაქტიკა აჩვენებს, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ პროფესიონალიზმის და სპეციალისტის მიმართ ნდობის საფუძველზეა შესაძლებელი. დეა პაპასკირის პაციენტები, არა მხოლოდ იღებენ უმაღლესი ხარისხის შედეგებს, არამედ ენდობიან მას , რადგან იციან, რომ მათი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დეასთვის უპირველესია.
ხარისხი, რომელიც ყველგან ჩანს:
კარგი შედეგების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა საქმეს კეთილგონივრულად და გულწრფელად ეკიდები. პროფესიონალი, რომელიც ზუსტად გეგმავს და ამზადებს ოპერაციას. მისი თითოეული ნაბიჯი მორგებულია პაციენტის საჭიროებებსა და სურვილებს.
რა ქმნის დეა პაპასკირის ოპერაციის ხარისხს:
1. საქმის ზედმიწევნით ცოდნა: დეა პაპასკირი გამორჩეულია თმის გადანერგვის სფეროში, მისი მრავალწლიანი პრაქტიკა იძლევა საშუალებას, რომ ოპერაციები შესრულდეს ყველაზე მაღალ დონეზე.
2. ახალი ტექნოლოგიები: მისი უნიკალური მეთოდები, რომელიც ეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის FUE და FUT ტექნიკები, უზრუნველყოფს ოპერაციების მაღალ ხარისხსა და სრულ უსაფრთხოებას.
3. განსაკუთრებული მიდგომა: დეა პაპასკირი ყოველთვის შერჩევითად ეკიდება თითოეულ პაციენტს, თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად ანალიზირებს, რათა მიაღწიოს საუკეთესო შედეგს.
დეა პაპასკირის დამსახურება და შედეგები:
დეა პაპასკირის მიერ მიღებული ნომინაცია „ნდობა და ხარისხი“ – არის აღიარება მისი დაუღალავი შრომისთვის და უდიდესი წვლილისთვის, რომელიც შეიტანა თმის გადანერგვის სფეროში.
მის მიერ შექმნილი სტანდარტები, მაღალი ხარისხი და პაციენტების ნდობა ქმნიან საფუძველს იმისა, რომ თმის გადანერგვის სფერო ვითარდება და წინ მიდის.
„ნდობა და ხარისხი“ – ეს ორი სიტყვა სრულად ახასიათებს დეა პაპასკირის გზას და მის მიღწევებს. მისთვის პროფესიონალიზმი და პაციენტის ინტერესები ყოველთვის იქნება უპირველესი. როგორც თმის გადანერგვის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, დეა პაპასკირი სრულიად დამსახურებულად აღიარებულია, როგორც ლიდერი, რომელიც მართავს უმაღლესი ხარისხის შედეგების მიღწევას.