კონტაქტი

თმის შემოწმება – HAIR CHECK UP

Deamed - hair check up

რა არის თმის Check up-ი?

თმის შემოწმება არის თქვენი თმისა და სკალპის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება, რომელსაც ატარებს დერმატო- ტრიქოლოგი.

ეს დიაგნოსტიკური პროცესი მოიცავს გამოკვლევების სერიას: ლაბორატორიულ ანალიზებს, თავის კანის კლინიკურ შემოწმებას,
თმის კომპიუტერულ კვლევას (fotofinder), რის საფუძველზეც შეგდგება ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა.

რატომ არის თმის Check-up მნიშვნელოვანი?

თმის რეგულარული შემოწმება გადამწყვეტია ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად. იგი გვეხმარება ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს
თმის ან სკალპის პრობლემები, რაც პრობლემის დროულად და მარტივად მოგვარების საწინდარია.

თმის Check up-ს აქვს რიგი უპირატესობები, როგორიცაა:

  • პრობლემების ადრეული გამოვლენა, სანამ ის გაღრმავდება, როგორიცაა მაგალითად: თავის კანის დაავადებები, სხვადასხვა ტიპის თმის ცვენა, კვების დეფიციტი და ჰორმონალური დისბალანსი.
  • ინდივიდუალურად პაციენტზე მორგებული მკურნალობის გეგმა; დიაგნოზიდან გამომდინარე მიზანმიმართული მკურნალობა; საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზურ თერაპიასთან ერთად პროცედურები, როგორიაა მეზოთერაპია, PRP თერაპია, ეგზოსომები, LLLT-თერაპია, ან თმის მოვლის შესაფერისი პროდუქტები.
  • გარკვეულწილად აქვს საგანმანათლრებლო ფუნქციაც, ვინაიდან იღებთ ყველა სახის ინფორმაციას თქვენი თმის შესახებ.

კონსულტაცია – პროცედურა, როგორც წესი, იწყება დეტალური კონსულტაციით, როდესაც სპეციალისტი აგროვებს ინფორმაციას
თქვენი ჯანმრთელობის, ცხოვრების რეჟიმის და თმის მოვლის რუტინის შესახებ.

ფიზიკური შემოწმება – ხდება თმის და სკალპის ვიზუალური, ტრიქოსკოპიული დათვალიერება – სპეციალური აპარტის საშუალებით, რაც გამოავლენს ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე ისეთ ნიშნებს , როგორიცაა ქერტლი, სიწითლე და თმის შეთხელება.

თმის და სკალპის შეფასება ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით – fotofinder-ის აპარატით თმის რაოდენობის, სიხშირის და სხვა პარამეტრების შეფასება, რაც ხდის შესაძლებლობას მომდევნო წლებშიც მოხდეს მდგომარეობის შედარება საწყის მაჩვენებელთან.

ლაბორატორიული კვლევები – ქალბატონებში: TSH, რკინა, ფერიტინი, ვიტამინი B12, D- ვიტამინი, თუთია.
მამაკაცებში: TSH, რკინა, ფერიტინი,ვიტამინი B12, D- ვიტამინი, თუთია, ტესტოსტერონი საერთო, ტესტოსერონი თავისუფალი, დიჰიდროტესტოსტერონი.