კონტაქტი

სერვისები

თმის სტრუქტურა

თმის ცვენა მამაკაცებში, ქალებში. თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები. გაიგეთ ყველაფერი თუ როგორ ებრძოლოთ თმის ცვენას.

თითოეული თმის ღერი შედგება რამდენიმე ნაწილისაგან:

  1. თმის ღეროვანი ნაწილი-ეს ის ნაწილია რომელიც გვხვდება  ეპიდერმის ზედაპირზე იგი შედგება კერატინის სავსე უჯრედული სტრუქტურებისგან;
  2. თმის ბოლქვი – ეს კომპონენტი მდგომარეობს დაახლოებით 2.5 მმ სიღრმეზე ღრმად კანისში და შედგება ცოცხალი უჯრედებისგან, რომელთაც შეუძლიათ, განუწყვეტლივ გაიყონ და გაიზარდონ.

სწორედ თმის ბოლქვები განსაზღვრავენ თმის მდგომარეობას, ასევე თმის ზრდის პროცესს.

თმის ბოლქვი მის მახლობლად მდებარე ქსოვილებითან ერთად ქმნიან თმის შემადგენელ ნაწილს, რომელსაც თმის ჩანთას, ფოლიკულს ვუწოდებთ. ფოლიკული გარშემორტყმულია სისხლძარღვებით და ნერვული დაბოლოებებით.

საინტერესოა, რომ ფოლიკულის ფორმა განსაზღვრავს თმის გარეგნულ იერსახეს:

  • ოვალური თმის ფოლიკულისგან იზრდება ტალღოვანი თმა
  • მრგვალი ფორმის თმის ფოლიკულისგან- სწორი თმა
  • თირკმლის ფორმის თმის ფოლიკულისგან – ხვეული თმა

თმის ჩანთას დიდი მნიშვნელობა აქვს თმის ზრდისა და ჯანმრთელობისთვის. თუ ის დაზიანებულია, თმის ძირის სიკვდილის შემდეგ, მისი აღდგენა შეუძლებელია. თმის ფოლიკულთან ახლოს მდებარე ცხიმოვანი ჯირკვლები ასევე მნიშვნელოვნად მოქმედებენ თმის მდგომარეობასა და სილამაზეზე. ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტს აქვს ანტიბაქტერიული და დამცველობითი ფუნქცია, მისი არასაკმარისი რაოდენობა კანის აქერცვლადობას და სიმშრალეს იწვევს , ჭარბი გამოყოფის დროს კი კანი ზედმეტად ცხიმიანი და პრიალა ხდება.

ჯანმრთელი თმის ფოლიკულები უზრუნველყოფენ როგორც თმის სწრაფ ზრდას , ასევე მის სიცოცხლის ხანგრძლივობას.

თმის სასიცოცხლო ციკლი

ცალკეული თმა ჩვენს თაავზე დაახლოებით 2-დან 8 წლამდე იზრდება. ეს პერიოდი ქალებში შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივი (4-8 წელი) ვიდრე მამაკაცებში (2-6 წელი). ყოველი თმის ფოლიკული გენეტიკურად დაპროგრამებულია 25-27 თმის წარმოქმნაზე,

თმის განვითარების ციკლი შედგება 3 სტადიისაგან:

  1. ანაგენი – აქტიური ზრდის ფაზა.
  1. კატაგენი – შუალედური ანუ გარდამავალი ფაზა.
  1. ტელოგენი – თმის ცვენის ფაზა.

თითოეულ თმას აქვს ცხოვრების „ინდივიდუალური გეგმა“. ამიტომაც სხვადასხვა თმა ერთსა და იმავე დროს არიან განვითარების ციკლის სხვადასხვა სტადიაში, კერძოდ: 85% – ანაგენში, 1% – კატაგენში, 14%- ტელოგენში

ანაგენის ფაზა

აქტიური ზრდის პერიოდი გრძელდება საშუალოდ 3-6 წელი. თმის ფოლიკულის მატრიქსში წარმოიქმნება ახალი უჯრედები, რომლებიც აღწევენ თავის თმიანი საფარველის კანის ზედაპირამდე და ქმნიან ანაგენურ თმას.

კატაგენის ფაზა

თმის ფოლიკულის მატრიქსში უჯრედების გამრავლდება ნელნელა და წყდება. თმის ფოლიკული გადადის ე.წ. „მძინარე მდგომარეობაში“. თმის ბოლქვი თანდათანობით წყდება დვრილს. კატაგენის ფაზა ძალიან ხანმოკლეა დაახლოებით 2-4 კვირა.

ტელოგენის ფაზა

გამოცალკევდება რა დერმალური დვრილიდან, ტელოგენური ბოლქვი ღებულობს წაგრძელებულ ფორმას და მოძრაობს კანის ზედაპირისკენ. ტელოგენის ფაზაში ძველი ცვივა ახალი თმა კი იწყებს ზრდას. ამ დროის განმალობაში თმის ფოლიკულში უჯრედების განახლება შეწყვეტილია.(დაახლოებით 3 თვე). ახლადსინთეზირებული თმის ფოლიკული უერთდება თმის დვრილს და ახალი თმა შედის ანაგენის ფაზაში.

საშუალოთ თითოეულ ადამიანს თავის თმიან საფარველზე აქვს 100-დან 150- ათასამდე თმის ფოლიკული. მათში თმები წარმოიქმნება იზრდება და შემდეგ ცვივა. თმის განვითარების ციკლის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გამოვითვალოთ თმის ცვენის ნორმალური რაოდენობა დღეში, ის შეიძლება იყოს 50-დან 100-თმამდე.

ჰორმონები

თმის ცვენის მიზეზები (ჰორმონები)

ჰორმონები, რომელბიც ჩართულნი არიან ანდროგენეტიკური თმის ცვენის მექანიზმში არიან მამაკაცის სასქესო ჰორმონები , რომელთაც ანდროგენები ეწოდება. კითხვაზე „თუ როგორ იწვევენ ანდროგენები თმის ცვენას ? “ არ არის ზუსტი პასუხი. მათ აქვთ უნარი მოახდინონ ღრმა გავლენა სხვა და სხვა ბიოლოგიურ მექანიზმებზე. როგორც ყველა სხვა ჰორმონებს, მათაც შეუძლიათ დაუკავშირდნენ უჯრედის ან უჯრედის მემბრანის სპეციალურ რეცეპტორებს. ზოგიერთი ტიპის ადნროგენები მოქმედებენ თმის ფოლიკულზე, სხვადასხვა ტიპის და ლოკალიზაციის ფოლიკულები კი განსხვავებულად პასუხობენ ერთი და იგივე ანდროგენს. მაგ.; ანდროგენების პასუხად იღლიის ფოსოში არსებული თმები იზრდებიან, ხოლო თავის თმიან საფარველზე კი ცვივა.

მამაკაცური ტიპის თმის ცვენა.

მამაკაცური ტიპის თმის ცვენაში მექანიძმში ძირითადად 2 ტიპის ანდროგენი მონაწილეობს. ესენია ტესტოსტერონი და დიჰიდროტესტოსტერონი (DHT).დიჰიდროტესტოსტერონი წარმოიქმნება ტესტოსერონისგან. ენზიმი (ფერმენტი) 5- ალფა რედუქტაზად წოდებული შედარებით არააქტიურ ტესტსტერონს გარდაქმნის დიჰოდროტესტოსტერონად. ამგვარად ძირითადი ენზიმი ანდროგენეტიკურ თმის ცვენაში ჩართული ეს არის 5- ალფა რედუქტაზა. რომელიც ასევე აღმოჩენილია თმის ფოლიკულის ირგვივ კანში, პაპილარულ დერმაში. გარდაიქმნება რა აქტიურ ჰორმონად, DHT-ს შესწევს უნარი დაუკავშირდეს თმის ფოლიკულის ყველა ტიპის ანდროგენულ რეცეპტორს.

ამ ორი ჰორმონის ზეგავლენით , ასევე მათი რეცეპტორებით თმის ფოლიკულში, თმებში რომელიც ფარავს სკლაპს იწყება ცვლილებები, რაც მთავრდება თმის ცვენით. დროთა განმავლობაში, სკლაპზე ტერმინალური თმების ზრდის ფაზა პროგრესულად მოკლე ხდება, ხდება ანაგენის (ზრდის ) ფაზის შემცირება. კატაგენის (გარდამავალი) და ტელოგენის (მოსვენების) ფაზების ხანგრძლივობა იგივე რჩება, ამ გზით მივდივართ საბოლოო შედეგამდე, ვიღებთ მოსვენებულ მდგომარეობაში მყოფი თმების – ტელოგენური ფოლიკულების რაოდენობრივ მატებას  (10 %-დან 20 %-მდე. ამგვარად თმების მეტი რაოდენობაა მოსვენებულ ფაზაში. დაზიანებული თმის ღერები მცირდება ზომაში და დიამეტრში, იზრდება უფრო თხელი, მოკლე და შდარებით ღია ფერს იძენს. ასეთი თმა თანდათან ცვივა და მათი ფოლიკული გაიწოვბა.

შესაძლოა გაჩნდეს კითხვა რატომ აქვს ზოგიერთ მამაკაცს თმის ცვენა, ზოგიერთს კი არა, ასევე ყველა ქალსა და კაცს აქვს ორგანიზმში ეს ჰორმონები და მათი რეცეპტორები? ამაზე სრულფასოვანი, დამაკმაყოფილებელი პასუხი არ არსებობს, თუმცა არის ზოგიერთი თეორია რომელიც განხილულია ქვემოთ:

  • ანდროგენეტიკური თმის ცვენის მქონე პაციენტებში, სკალპზე გამელოტებულ კერაზე თითოეულ ფოლიკულს ნორმაზე მეტი ანდროგენული რეცეპტორი აქვს. აქედან გამომდინარე სისლხში ნორმის ფარგლებში არსებული ანდროგენები უფრო დამაზიანებელ ეფექტს ავლენენ, თითქოსდა მათი დონე ნორმაზე მაღალია.
  • გამელოტებულ პირებში თმის ფოლიკულებში არსებული რეცეპტორების მგრძნობელობა ბევრად მეტია, რომელიც ასევე აძლიერებს ანდროგენების ზემოქმედებას(თმის ცვენას).
  • ენზიმ 5- ალფა რედქტაზას აქტივობა ბევრად მაღალია გამელოტებულ არეზე, შესაბამისად მეტი ტესტოსტერონი გარდაიქმნება დიჰიდროტესტოსტერონად. რაც მაღალია პროპორცია DHT-ის ტესტოსტერონთან, მით უფრო სწრაფია თმის ცვენის პროცესი.

გენები

გენები

მამაკაცის სასქესო ჰორმონების ზემოქმედება გენეტიკურად წინასწარგანწყობილ თმის ფოლიკულზე არის ანდროგენეტიკური ალოპეციის მიზეზი . მამაკაცური ჰორმონები რომლებიც განაპირობებენ თმის ცვენას იწოდებიან ანდროგენებად, სწორედ აქედანაა ამ ტიპის თმის ცვენის სახელწოდებაც “ანდროგენეტიკური ალოპეცია“ .არსებობს სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი რომელიც მოქმედებს თმის ცვენაზე ანდროგენეტიკური ალოპეციის დროს. ეს ფაქტორები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან.

თმის ცვენა ანდროგენული ალოპეციის დროს,მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ქალს ან კაცს გარკვეული გენეტიკური კოდი აქვს ქრომოსომებში. ეს გენეტიკური კოდი პასუხისმგებელია გამელოტებაზე და შეიძლება მოიცავდეს როგორც ერთ გენს ასევე გენების ერთობლიობას ასევე შესაძლებელია მემკვიდრეობით გადაეცეს როგორც დედისგან ისე მამისგან.

ანდროგენეტიკური ალოპეციის მემკვიდრეობითობის პოპულარული ახსნა მდგომარეობს იმაში რომ, გენი რომელიც იწვევს ალოპეციას გადაეცემა დედიდან ვაჟებს.ქრომოსომების გენეტიკურმა ანალიზმა იმ მშობლებისა რომელსაც აქვთ ანდროგენეტიკური თმის ცვენა გამოავლინა რომ ეს შეხედულება იყო მცდარი ორ ასპექტში. ერთის მხრივ ანდროგენეტიკური თმის ცვენა გადაეცემა აუტოსომურ დომიმანტური გზით ე.ი. გენი პასუხისმგებელი ანდროგენეტიკურ თმის ცვენაზე შეიძლება გადაეცეს ორივე მშობლისგან. მეორე მხრივ ეს გენი შესაძლოა გამოვლინდეს როგორც კაცებში ასევე ქალებში, ანუ ორივე სქესის შვილებში მომავალში შეიძლება გამოვლინდეს ანდროგენეტიკური ალოპეცია .

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ ყველა ვინც ატარებს გენს, პასუხისმგებელს ანდროგენეტიკურ თმის ცვენაზე არ უვითარდებათ სიმელოტე. იმისთვის რომ გენი იყოს აქტიური ის “გამოხატული” უნდა იყოს ინდივიდში. კონკრეტული გენის ან გენების გამოხატვა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტზე, როგორიცაა ჰორმონები, ასაკი, სტრესი და სხვა. ამრიგად, თუ ადამიანს არ განუვითარდა ანდროგენეტიკური თმის ცვენა, მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ამ გენის არარსებობა ასევე გამოხატვის არარსებობა.

კონკრეტული გენი (ან გენები) რომელიც პასუხისმგებელია ანდროგენეტიკურ თმის ცვენაზე ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. მაგრამ მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს გენი (ან გენები) პასუხისმგებლები არიან მამაკაცის სასქესო ჰორმონების, 5 ალფა რედუქტაზის, ანდროგენული რეცეპტორების რომელიც მდებარეობს თმის ფოლიკულში, სინთეზზე. გვხვდება სამი ძირითადი ფაქტორი ანდროგენეტიკური ალოპეციის განვითარებაში: 5 ალფა რედუქტაზ არის ფერმენტი რომელსაც ტესტოსტერონი (მამაკაცის სასქესო ჰორმონი ) გადაყავს უფრო აქტიურ ფორმაში დიჰიდროტესტოსტერონში(DHT) რომელიც თავის მხრივ უკავშირდება თმის ფოლიკულებში არსებულ ანდროგენულ რეცეპტორებს.

გენური ინჟინერიის და გენეტიკური მედიცინის სფეროში დიდ მიღწევების გამო, მეცნიერები არც ისე დიდ დროში გამოავლენენ ანდროგენეტიკურ თმის ცვენაზე პასუხისმგებელ გენს (ან გენებს), ეს დაგვეხმარება არა მხოლოდ ანდროგენეტიკური თმის ცვენის მკურნალობაში, არამედ მოგვცემს საშუალებას თმის ცვენის პროგნოზირებისა ახალშობილობიდან.

ასაკი

ასაკით გამოწვეული თმის ცვენა

საჭიროა იმის ცოდნა,რომ ორივე ფაქტორის: გენეტიკური წიმასწარგანწყობისა და ჭარბი ჰორმონის არსებობა არ არის საკმარისი ანდროგენეტიკური თმის ცვენის დასაწყებად. ეს პროცესი საჭიროებს აუცილებელ დროს, რომლის განმავლობაშიც ჰორმონმგრძნობიარე ფოლიკულები დაემორჩილება მამაკაცური ტიპის ჰორმონების ზემოქმედებას.  დრო, რომელიც საჭიროა აღნიშნული პროცესის დასაწყებად ვარირებს და სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებულია. მამაკაცური ტიპის გამელოტება დამოკიდებულია გამოხატულ  გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე და სისხლში ანდროგენების კონცენტრაციაზე. მაგრამ, მაშინაც კი, როდესაც არ არსებობს ანდროგენეტიკური თმის ცვენის წინასწარგანწყობა, ასაკის მატებასთან ერთად ზოგიერთ თმის ღერს მოულოდნელად უმცირდება როგორც სიგრძე, ასევე დიამეტრი. ამ პროცესს  თმის ღერის მინიატურიზაცია ეწოდება. შედეგად, თანდათანობით, მინიატურიზირებული თმის ღერები ქრება და თმის ფოლიკულების რაოდენობა მცირდება.

სტრესი

სტრესით გამოწვეული თმის ცვენა

არსებობს თმის ცვენის რამდენიმე ფორმა. ზოგიერთი მათგანი ბევრად სერიოზულია სხვებთან შედარებით, ზოგიერთი საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. ტელოგენ ეფლუვიუმი – თმის ტელოგენული გაქრობა, თმის ცვენის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ ფორმას წამოადგენს, თუმცა ის არანაკლებ არასასურველია მათთვის, ვინც თმის ცვენის ამ ტიპით იტანჯება.

მდგომარეობა დაკავშირებულისა სტრესთან და არ არის მუდმივი. დაცვენამდე თმა ზრდის პროცესს წყვეტს. ამ მდგომარეობიდან დაახლოებით 3 თვეში კი ცვივდება. თმის ცვენის უფრო მძიმე ფორმებისგან განსხვავებით, თმა ხელახლა იწყებს ზრდას მომდევნო 6-9 თვის განმავლობაში.

სტრესით გამოწვეულ ცვენის ტიპს ასევე მიეკუთვნება ბუდობრივი ალოპეცია. ამ დროს სისხლის თეთრი უჯრედები ებრძვიან თმის ფოლიკულებს, რასაც თმის სწრაფ დაცვენამდე მივყავართ. თმის დაცვენა ხშირად ხდება შემოფარგლულად, ერთ ან რამდენიმე ადგილას, თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში მან შესაძლოა მთელი სკალპი მოიცვას, იშვიათ შემთხვევაში თმა შესაძლებელია ტანზეც გაცვივდეს. თმები ხშირად ისევ იზრდება, მაგრამ არა ყოველთვის. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობა.

ყველაზე გავრცელებული, სტრესით გამოწვეული თმის ცვენის ტიპია ტელოგენ ეფლუვიუმი. ამ ტიპის თმის ცვენის დროს თმები წყვეტენ ზრდას და იმყოფებიან მიძინებულ მდგომარეობაში, 2-3 თვის შემდეგ ცვივდება ხოლო დაცვენიდან 6-9 თვის განმავლობაში ხელახლა იზრდება.

თუ თქვენ გაწუხებთ თმის გათხელება, ან გამელოტება, რეკომენდირებულია პრობლემის გადასაჭრელად ექიმს მიმართოთ. ეს შესაძლოა იყოს ორგანიზმის დაბერების ბუნებრივი პროცესი, თუმცა თუ თქვენ ხართ მოზარდი ან 20-30 წლის , ან ცვენა გეჩვენებათ არარეგულარული ან არაკანონზომიერი, შესაძლოა სერიოზული პრობლემა წარმოიშვას.

ბევრ შემთხვევაში თმის ცვენის ძირითად მიზეზს სტრესი წარმოადგენს. სტრესი არ წარმოადგენს ახალ ფენომენს, იგი ყოველთვის იყო ცხოვრების თანმდევი, თუმცა გამომდინარე მედიცინის მიღწევებისა, ჩვენ უკეთ გვესმის რამდენად დამასუსტებელი შესაძლოა იყოს იგი ადამიანის ორგანიზმისთვის. თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნები ნამდვილად არ გვეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში, და თუ თქვენ შეწუხებული ხართ იმის გამო, რომ სტრესია თქვენი თმის ცვენის შესაძლო მიზეზი, გირჩევთ გადახედოთ თქვენი ცხოვრების სტილს, რათა გაერკვეთ, როგორ არეგულიროთ სტრესის ინტენსივობა,

ცხოვრების სტილი დიდ როლს თამაშობს ჩვენს კეთილდღეობაში, და ჩვენი თმაც არ წარმოადგენს გამონაკლისს, ისიც ასევე ძლიერ რეაგირებს სტრესზე.