კონტაქტი

სერვისები

ინექციური კონტურული პლასტიკა

ინექციური კონტურული პლასტიკა

ინექციური კონტურული პლასტიკა არის კოსმეტოლოგიური მანიპულაცია, რის შედეგადაც შეგვიძლია შევცვალოთ კანის რელიეფი სხვადასხვა სპეციალური ნივთიერებებით.

კონტურული ინექციური პლასტიკის დანიშნულება:

  • კანის ასაკობრივი ცვლილებები;
  • ღრმა ნაოჭები (ცხვირ-ტუჩის მიდამოებში);
  • ტუჩების მოცულობის გაზრდა;
  • ტუჩის კონტურის გაუმჯობესება (დატენიენება);
  • გრავიტაციული ფტოზი;
  • ყვრიმალების მოცულობის ფორმირება;
  • ანომალური (დისტროფიული) ნაწიბურები.

უკუჩვენება:

  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • პუბერტაციული პერიოდი (18 წლამდე ასაკი);
  • ალერგიული რეაქცია ჰიალურონის მჟავაზე;
  • კელოიდური ნაწიბურის წარმოქმნა;
  • ავტოიმუნური დაავადებები და ა.შ.

ძირითადი თანამედროვე პრეპარატები (შემავსებლები და ფილერები), რომლებიც გამოიყენება ინექციურ კონტურულ პლასტიკაში:

  • ბიოლოგიური წარმოშობის შემავსებლები – იხსნება ქსოვილურ ფერმენტში და თავისუფლად გამოიყოფა ორგანიზმიდან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნივთიერებები მზადდება ჰიალორონის მჟავისგან, კოლაგენისგან და პოლირძის მჟავისგან.

ინექციური კონტურული პლასტიკის ძირითადი უპირატესობები:

  • აბსოლიტური ანტიტოქსიურობა;
  • მინიმალური ტრავმატიზაცია;
  • თითქმის არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა;
  • არ საჭიროებს სპეციალურ მომზადებას;
  • უმრავლეს შემთხვევაში პროცედურის შემდგომი პერიოდი მიმდინარეობს გართულებების გარეშე;
  • მანიპულაციის შედეგი შესამჩნევი ხდება თანდათან ;
  • პროცედურის დროს ტკივილი მინიმალურია;
  • კონტურული პლასტიკა ხშირ შემთხვავაში წარმოადგენს ქირურგიული; ჩარევის ალტერნატივას.

ბოტულინოთერაპია

ბოტოქსი – მიმიკური ნაოჭების კორექცია

ბოტულინო ტოქსინის ინექცია მიეკუთვნება არაოპერაციული გაახალგაზრდავების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მეთოდს. ეს პროცედურა დღესდღეობით ყველასათვის ცნობილია. იგი პოპულარულია როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს შორის.

ბოტულინო ტოქსინის ინექციები გამოიყენება ნევროლოგიაში, კუნთოვანი სპაზმით მიმდინარე დაავადებების სამკურნალოდ, ასევე ოფთლმოლოგიაში სიელმის სამკურნალოდ, შაკიკის სამკურნალოდ, ჰიპერჰიდოზის სამკურნალოდ და ა.შ.


ასევე ფართო გამოყენება ჰპოვა ბოტოქსმა ესთეტიკურ მედიცინაში, მიმიკური ნაოჭების საკორექციოდ. მიმიკური ნაოჭების წარმოქმნა განპირობებულია მიმიკური მუსკულატურის მოძრაობითი აქტივობით. ამ კუნთების შეკუმშვისას კანზე ჩნდება ნაოჭები. ნაოჭები თავდაპირველად არამუდმივ ხასიათს ატარებს და მხოლოდ საუბრისას ან სიცილის დროს ჩნდება. მოგვიანებით, საშუალოდ 30 წლიდან, ნაოჭები სიმშვიდის დროსაც ადვილად შესამჩნევი ხდება. მათი წარმოქმნა ყველაზე დამახასიათებელია სახის ზედა მესამედში შუბლზე, წარბებს შორის და თვალის ირგვლივ.

როგორ მუშაობს ბოტოქსი?

ბოტულინო ტოქსინი არის ინექციური ნეირომოდულატორი, რომელსაც აქვს უნარი დათრგუნოს ნერვული იმპულსის გადაცემა პერიფერიულ ნერვსა და კუნთს შორის. სწორედ მისი ეს თვისება განაპირობებს იმას, რომ კუნთი დუნდება და მის მიერ წარმოქმნილი ნაოჭი სწორდება. ექიმის პროფესიონალიზმი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პროცედურის შემდგომ მოიხსნას კუნთის ზედმეტი ტონუსი და კუნთი სრულად არ გაშეშდეს, რათა შენარჩუნებულ იქნას ბუნებრივი მიმიკა.

პროცედურის დროს ხდება ბოტულინო ტოქსინის საჭირო რაოდენობის ერთეულების ინექციური წესით შეყვანა იმ კუნთში, რომლის აქტივობის შემცირებაც არის საჭირო. პროცედურა სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, უმტკივნეულოა და გაუტკივარებას არ საჭიროებს.

მიმიკური კუნთების მოდუნება და ნაოჭების გასწორება დაახლოებით 5-7 დღის შემდეგ იწყება და მაქსიმალურ ეფექტს 2 კვირაში აღწევს. ეფექტის ხანგრძლივობა საშუალოდ 6 თვეს გრძელდება.

ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია კანის ბიოლოგიური გაახალგაზრდავების მეთოდია ქირურგიული ჩარევის გარეშე. პროცედურის დროს კანში ინექციურად ხდება ჰიალურონის მჟავის შეყვანა. ჰიალურონის მჟავა კანის მთავარი სტრუქტურული ელემენტია, მისი რაოდენობა პირდაპირ განსაზღვრავს კანის ახალგაზრდობას. ამიტომაც უწოდებენ მას „ახალგაზრდობის ელექსირს“. ასაკთან ერთად ჰიალურონის მჟავის რაოდენობა მცირდება.. შედეგად კანი ტონუსს და ელასტიურობას კარგავს, ჩნდება ნაოჭები. ბუნებრივ დაბერებას აჩქარებს მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, მიდის ე.წ. ფოტოდაბერების პროცესი.

დადგენილია რომ კანში შეყვანილი ჰიალურონის მჟავა აღადგენს კანის ჰიდრორეზერვს და ამასთან ერთად ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, შედეგად კანი არა მხოლოდ ტენიანდება არამედ მიდის მისი სტრუქტურის აღდგენის პროცესი, ხდება ახალი კოლაგენის სინთეზი და ამ ყველაფრის ერთობლიობა იძლევა ძლიერ ლიფტინგს.

ბიორევიტალიზაციის კურსის ჩატარების შემდგომ, რომელიც მოიცავს 3 პროცედურას 3-4 კვირიანი შუალედით, ჰიალურონის მჟავით გააქტიურებული კოლაგენის სინთეზით მიიღწევა კანის გაახალგაზრდავება. პაციენტების უმრავლესობა აღნიშნავს ნაოჭების გასადავებას, ელასტიურობის მომატებას, კანის ფერის გაუმჯობესებას, ჯანსაღ მბზინვარებას და დატენიანებას. და ეს რეზულტატი დროსთან ერთად მხოლოდ უმჯობესდება.

ბიორევიტალიზაციის ჩვენებებია:

  • კანის სიმშრალე და გაუწყლოვანება-ჰიალურონი საუკეთესო დამატენიანებელია!!!
  • წვრილი ნაოჭები, მათი გაჩენის პროფილაქტიკა მწეველობის, ხშირი გარუჯვის,სტრესის დროს
  • ტრავმირებული კანი:ლაზერული და ქიმიური პილინგების, ასევე პლასტიკური ოპერაციის შემდგომ
  • ულტრაიისფერი გამოსხივება– ბიორევიტალიზაცია კეთდება როგორც კანის გარუჯვისათვის მოსამზადებლად, ასევე მის არასასურველ შედეგებთან საბრძოლველად.
  • კანის არაჯანსაღი ფერი– ჰიალურონის მჟავა აძლიერებს კანის ანტიოქსიდანტურ დაცვას და აღადგენს ჰიპერპიგმენტირებული კანის ფერს
  • განიერი ფორები, ცხიმის გაძლიერებული სეკრეცია– მცირდება ცხიმის ჯირკვლების აქტივობა, ვიწროვდება ფორები.

პლაზმოლიფტინგი

პლაზმოლიფტინგი – PRP

1970 წლიდან პლაზმოთერაპიამ მნიშვნელოვანი როლი შეიძინა როგორც ქსოვილის , ჰემოსტაზის აღდგენის ასევე წყლულოვანი დაავადებების , რეგენერაციული პროცესების დაჩქარების პროცესში. .

პლაზმოთერაპიის დროს გამოიყენება თრომბოციტებით მდიდადრი პლაზმა (PRP), რომელიც მდიდარია ზრდის ფაქტორით . ზრდის ფაქტორი უზრუნველყოფს ანგიოგენეზსს,უჯრდშიორისი მატრიქსის რემოდელირებას, უჯრედის პროლიფერაციას და დიფერენცირებას.აქედან გამომდინარე პლაზმოთერაპია გამოიყენება მედიცინის მრავალ დარგში როგორიცაა:ორთოპედია, ყბასახის ქირურგია, პლასტიკური ქირურგია, დერმატოლოგია.

პლაზმა რომელიც გამოიყენება პრპ თერაპიის დროს გამდიდრებულია თრომბოციტებით (დაახლოებით 1მლ თრომბოციტი/ μL)პლაზმოთერაპიის რეგენერაციული თვისება დამოკიდებულია გამოთავისუფლებული ზრდის ფაქტორის დონეზე.

თრომბოციტების ალფაგრანულები შეიცავენ ზრდის ფაქტორს (GF) რომელიც აქტივაციის შემდგომ , პასუხისმგებლები არიან თერაპიული ეფექტის ინიცირებასა და შენარჩუნებაზე.ცნობილია რომ თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შემადგენლობაში გარდა ზრდის ფაქტორისა შედის ცილის სხვა მოლეკულებს როგორიცაა:ადგეზინი, ჰემოკინი და სხვა რომლებისც ხელს უწყობენ რეგენერაციის და პროლიფერაციის პროცესებს.

ბოლო ათწლეულებია პლაზმოთერაპია ითვლება კანის დაბერების საწინააღმდეგო ერთ ერთ ეფექტურ საშუალებად.

პლაზმოლიფტინგის პროცედურების შედეგად უმჯობესდება კანის სტრუქტურა,კანი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური. პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია არანაწიბუროვანი ალოპეციების დროს

თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის (PRP) ინექციის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა პრობლების გადაჭრა:

– პიგმენტური ლაქების მოცილება

– სახის ოვალის აღდგენა

– ზოგადად კანის სტრუქტურის გაუმჯობესება

– თმის ცვენის შეჩერება

პლაზმოლიფტინგი რეკომენდებული არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში; ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: კანის ანთებითი დაავადებები, ჰეპატიტი, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებები.

მეზოთერაპია

მეზოთერაპია

მეზოთერაპია- ეს არის მრავლობითი მიკროინექციები სპეციალური მეზოთერაპიული საშუალებებითი  კანის სხვადასხვა შრეში.

იგი აქტიურად გამოიყენება სამკურნალო და ესთეთიურ მედიცინაში 1952 წლიდან. ამ დროს მიკროინექციებით და მიკროდოზებით  ხდება კანში ან კანქვეშ  საჭირო პრეპარატის შეყვანა. პრეპარატების შემადგენლობაში შედის მინერალები, ამინომჟავები, ვიტამინები და ჰიალურონის მჟავა. კოკტეილის შეყვანისთანავე ლოკაურად იწყება მიკროცირკულაციის გაუმჯობესება, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა, მცირდება შეშუპება, იზრდება  ჰიალურონისა და კოლაგენის გამომუშავება.  ყოველივე ამის შედეგად უმჯობესდება  კანის იმუნური   მგდომარეობა და აქტრიურდება თმის ფოლიკული.

მეზოთერაპია ნაჩვენებია:

  •  თმის ცვენის დროს,
  •  კანის ასაკობრივი ცვლილებების დროს,
  •  ნაოჭების, ლაქების, გრავიტაციული ფტოზის,
  • სტრიების და ცელულიტის დროს.
  • კანის მთლიანობის აღდგენა  ტერმული ტრავმებისა და ზოგიერთი კოსმეტლოგიური მანიპულაციის შემდეგ
  • მრავლობითი წვრილი ნაოჭების გაჩენა,  ფოტოდაბერება
  • კანის სხვადასხვა დაავადებების დროს (აკნე, სებორეა)

მეზოთერაპიის უკუჩვენებებია:

  • კანის ნებისმიერი დაავადება გამწვავების ფაზაში
  • კანის გავრცელებული ჩირქოვანი დაავადებები
  • არანამკურნალები კანის კიბო
  • შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებები (კოლაგენოზები)
  • დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი
  • ჰერპესვირუსული გამონაყარი კანზე
  • არაკომპენსირებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
  • სისხლის შედედების დარღვევები

პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, არ საჭიროებს სპეციფიურ მომზადებას და არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა.

პროცედურების რაოდენობა და მათ შორის შუალებების განსაზღვრა ინდივიდუალურია და წყვეტს  მკურნალი ექიმი.

მეზონიდლინგი

მეზონიდლინგი

ეს პროცედურა საკმაოდ პოპულარულია კანის არაოპერაციული გზით გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს შორის. მას ასევე მიმართავენ აკნეს შემდგომი ნაწიბურების საკორექციოდ.

პროცედურის დროს ინსტრუმენტ მეზოროლერის საშუალებით, უწვრილესი მიკრონემსები წარმოქმნის მრავლობით მიკროსკოპულ ნაჩხვლეტებს, რომლებიც ასაკობრივად შეცვლილ ან ნაწიბურებიან კანს აზიანებს და იმავე წუთიდან ორგანიზმი იწყებს ახალი კოლაგენის და ელასტინის პროდუქციას. საშუალოდ 3-4 პროცედურის შემდეგ კანი მნიშვნელივნად უფრო ახალგაზრდულად და ჯანსაღად გამოიყურება.

პროცედურის დროს სამკურნალო მეზოპრეპარატები უკეთ აღწევს დაზიანებულ კანში და მისი თერაპიული ეფექტიც უფრო მეტადაა გამოხატული.

კლინიკა დეამედში ეს მეთოდი აქტიურად გამოიყენება როგორც მეზო, ასევე პრპ პროცედურასთან კომბინაციაში, როგორც სახეზე,  ასევე თავის თმიანი ნაწილის კანზე. შედეგად მცირდება თმის ცვენა, სახეზე უმჯობესდება კანის ფერი და სტრუქტურა, ქრება აკნეს შემდგომი ლაქები, სადავდება ნაწიბურები.

პროცედურა ტარდება ადგილობრივი აპლიკაციური ანესთეზიით, დაახლოებით 3-4 კვირაში ერთხელ .

3D მეზო-ძაფები

3D მეზოძაფები

მეზოძაფები- ეს არის სპეციალური ბიოდეგრადირებადი ძაფები, რომელიც თავსდება კანში, კერძოდ კი სახის იმ ნაწილზე სადაც ელასტიურობა კლებულობს და კანი ხდება „მოშვებული“. მისი უნიკალური თვისების საშუალებით კანი იბრუნებს ტონუს და ელასტიურობას, ასევე აქტიურდება მიკროცირკულაცია და კოლაგენის სინთზი.

ძაფები სრულიად შეთავსებადია ორგანიშმისთვის და არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.