რას წარმოადგენს HFE მეთოდი?
ISHRS – ს (International Society of Hair Restoration Surgery) მიერ აღიარებულია თმის გადანერგვის მხოლოდ ორი მეთოდი: FUT(Strip) და FUE , ცნობილია კიდევ რობოტიზებული თმის გადანერგვა (Artas).
ე.წ. HFE მეთოდი არსად ოფიციალურად რეგისტრირებული და აღიარებული არ არის. ეს არის მარკეტინგული ხრიკი, რომ FUE მეთოდი “შეფუთონ” ახლებურად და შესაბამისად უწოდეს HFE ( განმარტავენ სხვადასხვაგვარად – Hair Follicular Extraction, Hair For Ever, Hand Follicular Extraction … ) თითქოს ეს არის ნოვატორული და პროგრესული მეთოდი. ამ „მეთოდს“ არანაირი უპირატესობა არ გააჩნია და ზოგადად HFE-ს ცალკე მეთოდად განხილვა არ შეიძლება.
უფრო დეტალურად:
თუ HFE- ს უპირატესობად თვლიან იმას, რომ ინერგება სათითაო ფოლიკული, პირიქით, ეს უპირატესობა კი არა ნაკლია, რადგან უკვე რამდენიმე ათეული წელია დამტკიცებულია, რომ ყველაზე გამართლებული და ეფექტურია ფოლიკულური გაერთიანებების (1-3 ფოლიკულის შემცველი გრაფტების) გადანერგვა და არა ცალკეული ფოლიკულების.
თუ HFE-ს უპირატესობად მიიჩნევენ, რომ გრაფტების ექსტრაქცია ხორციელდება ხელის პანჩით (HFE – Hand Follicular Extraction). ამაში ნოვატორული არაფერია, რადგან FUE მეთოდის დროს გამოიყენება, როგორც ხელის, ასევე მოტირიზირებული ტექნიკა.
საერთოდ გაუგებარია რატომ შეიძლება ჩაითვალოს უპირატესობად HFE „მეთოდის“ დროს იმპლანტერების გამოყენება.(implanter pen) გრაფტების ჩანერგვის დროს. იმპლანტერებს არავითარი საერთო არ აქვთ ფოლიკულების ექსტრაქციასთან. ისინი უკვე მრავალი წელია, მსოფლიოს მრავალ კლინიკაში გამოიყენება თმის გადანერვის ნებისმიერი მეთოდის დროს და მისი დანიშნულებაა უკვე ექსტრაგირებული გრაფტის ჩანერგვა. თუმცა იმპლანტერებით და პინცეტებით ჩანერგვის უპირატესობის თაობაზე ISHRS -ში აზრი ორადაა გაყოფილი.
თითქოს HFE-ს დროს გამოიყენება ზემინიატურული ინსტრუმენტები. ესეც პაციენტების შეცდომაში შეყვანაა, რადგან ორივე შემთხვევაში, როგორც FUE ასევე ე.წ. HFE დროს გამოიყენება მცირე ზომის ფანჩები (0,6-0,9 მმ. დიამეტრის).
ზოგადად მაღალკვალიფიციური და პროგრესული კლინიკა უნდა ფლობდეს თმის გადანერგვის ორივე მეთოდს ( FUT; FUE) და ნებისმიერ ტექნიკას (ხელით FUE, მოტორით FUE, პინცეტებით იმპლანტაცია, იმპლანტერებით იმპლანტაცია, გრძელი თმის გადანერგვა) და გამოიყენოს ისინი შესაბამისი ჩვენებითა და დაშისნულებით, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.