კონტაქტი

სერვისები

თმის გადანერგვა FUE (უნაკერო)  მეთოდით

ფოლიკულური გაერთიანების ექსტრაქცია ან როგორც მას უწოდებენ FUE მეთოდი, დღეისათვის საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადია პაციენტებს შორის.

ამ მეთოდის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ გადასანერგი თმის ფოლიკულების-გრაფტების ამოღება სადონორო (კეფის) არედან ხდება სათითაოდ, სპეციალური, 0,6-0,9 მმ. დიამეტრის მქონე მინიატურული ინსტრუმენტის – (ფანჩის) საშუალებით.

FUE მეთოდს დღეს ბევრი უახლეს ტექნოლოგიად მიიჩნევს, თუმცა მას 30 წლიანი განვითარების ისტორია აქვს.

1988 წელს FUE პროცედურა პირველად იაპონელმა ექიმმა მასუმი ინაბამ წარუდგინა საზოგადოებას, რომელმაც 1 მმ-იანი ნემსი გამოიყენა ფოლიკულების ექსტრაქციისთვის. ეს ინსტრუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო FUE მეთოდის შემუშავებისთვის. მოგვიანებით იგივე ტექნიკა გამოიყენა ექიმმა ვუდსმა ავსტრალიაში (1989 წ.).

შემდგომში დოქტორ ინაბას მიერ მოწოდებული ტექნიკა განავითარეს როსმანმა და ბერშტეინმა ამერიკაში. მათ შემოგვთავაზეს ახალი მიდგომა ამ საკითხისადმი, რაც გულისხმობდა 1-3 თმის ძირების შემცველი ფოლიკულური გაერთიანენბების – გრაფტების (და არა სათითაო თმის) ექსტრაქციას სადონორო ზონიდან (კეფა და თავის გვერდითი ნაწილები), პატარა, 1 მმ-მდე დიამეტრის ფანჩით.

1995 წელს ექიმები – თმის ტრანსპლანტოლოგები უილიამ რასმენი, რობერტ ბერნსტეინი, ვოიცეხ შანიევსკი და ალან ჯ. ჰალპერინი აქვეყნებენ პირველ პუბლიკაციას ფოლიკულური ტრანსპლანტაციის შესახებ.

სწორედ როსმანისა და ბერშტეინის მიერ მოწოდებული ტექნიკა გამოიყენება დღესაც და მას თმის გადანერგვის FUE (Follikular Utit Extraction) მეთოდი ეწოდება.

FUE მეთოდი Strip-ზონრის მეთოდისაგან განსხვავდება მხოლოდ გადასანერგი თმის მოპოვების ტექნიკით. ამ შემთხვევაში არ ხდება არანაირი განაკვეთი და ნაკერის დადება სადონორო (კეფის) არეში. სწორედ ამიტომ FUE მეთოდს „უნაკერო“ და „არაოპერაციულ“ მეთოდსაც უწოდებენ.

თმის გადანერგვის დანარჩენი ეტაპები ამ ორი მეთოდის (FUE და Strip) დროს იდენტურია. ორივე მეთოდის გამოყენებისას ხდება მიკროგრაფტების გადანერგვა, რომლებიც შეიცავენ 1-დან 3-მდე თმის ღერს და ამიტომ ორივე შემთხვევაში მიიღწევა აბსოლუტურად ბუნებრივი ესთეტიკური შედეგი.

FUE ტრანსპლანტაციის ეტაპებია:

  1. გადასანერგი ფოლიკულების-გრაფტების მოპოვება (ექსტრაქცია) სადონორო არედან..
  2. მიკროხვრელების ფორმირება სარეციპიენტო ზონაში (იმპლანტერების გამოყენების დროს ეს ეტაპი არ არსებობს. კანის გაჩხვლეტა და გრაფტების იმპლანტაცია ერთდროულად ხდება).
  3. გრაფტების იმპლანტაცია (ჩანერგვათმადაცვენილ არეში

FUE მეთოდის უპირატესობები:

  • არ კეთდება არანაირი განაკვეთი სადონორო (კეფის) არეში. შესაბამისად არ არსებობს ჭრილობასთან დაკავშირებული დისკომფორტი და არ წარმოიქმნება ხაზოვანი ნაწიბური (ე.წ. „სმაილიკი“)
  • შესაძლებელია თმის გადანერგვა წვერიდან და სხეულის სხვა ნაწილებიდან (მკერდი, ზურგი, კიდურები).
  • განსაზღვრული სტრუქტურის და რაოდენობის თმის შემცველი გრაფტების ზუსტი გათვლა.
  • FUE მეთოდის გამოყენება Strip მეთოდთან ერთად (ე.წ. კომბინირებული მეთოდი) საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ გრაფტების საკმარისი რაოდენობა მაღალი ხარისხის გამელოტების და სადონორო ზონაში სკალპის ცუდი მობილობის დროსაც კი. კომბინირებული მეთოდით შესაძლებელია 8000-ზე მეტი გრაფტის გადანერგვა ერთი ოპერაციის ფარგლებში.
  • პაციენტს შეუძლია დაკავდეს სპორტული აქტივობით თმის გადანერგვიდან მესამე დღესვე, მაშინ როცა Strip მეთოდის გამოყენებისას მძიმე ფიზიკური აქტივობა იკრძალება მინიმუმ 2 კვირა

აღსანიშნავია, რომ FUE მეთოდი ნაკლებად მოითხოვს ქირურგიული უნარჩვევების ღრმა ცოდნას და შესასრულებელად შედარებით მარტივად გამოიყურება ვიდრე Strip მეთოდი. სწორედ ამიტომ დღეისათვის ყველა დამწყები ტრანსპლანტოლოგი თავის პრაქტიკულ საქმიანობას თმის გადანერგვის სფეროში ძირითადად ამ მეთოდით იწყებს. მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. FUE პროცედირის დროს მნიშვნელოვანია ქირურგის უნარ-ჩვევები და რაც მთავრია გამოცდილება, რათა თავიდან ავიცილოდ გრაფტების დაზიანება მათი ექსტრაქციის დროს და შევინარჩუნოთ სადონორო არის ბუნებრივი შესახედაობა. ეს კი თავის მხრივ განაპირობებს გადანერგილი თმის მაღალ სიცოცხლისუნარიანობას და სადონორო თმის რაციონალურ გამოყენებას, რომ არ მოხდეს მისი „გაფლანგვა“. მოგეხსენებათ რომ სადონორო თმა ლიმიტირებულია და თითოეული გრაფტი ძვირფასია პაციენტისთვის.

კლინიკა დეამედის ექიმებს აქვთ 17 წლიანი გამოცდილება თმის გადანერგვის სფეროში, როგორც Strip ასევე FUE მეთოდით. ისინი ასევე ახორციელებენ ექიმების სწავლებას თანამედროვე ტექნოლოგიებით მსოფლიოს მაშსტაბით და საკმაოდ წარმატებულადაც.

ჩვენს კლინიკაში FUE მეთოდით შესაძლებელია 6000-მდე გრაფტის გადანერგვა ერთი ოპერიციის ფარგლებში