კონტაქტი

სერვისები

წარბის გადანერგვა

წარბის ფორმა მნიშნელოვნად ცვლის ადამიანის გარეგნობას. ბოლო პერიოდში ყველაზე ტრენდული გახდა სქელი და ბუნებრივი წარბი. წარბის ბუნებრივი სილამაზე ხაზს
უსვამს ქალის სახის ინდივიდუალური მახასიათებლის უნიკალურობას.

თავდაპირველად, წარბის გადანერგვა კეთდებოდა წარბის აღდგენის მიზნით, როგორც ქალბატონებში ასევე მამაკაცებში, როდესაც წარბის თმა დაზიანებული იყო სრულად ან
ნაწილობრივ (ტრავმის ან დამწვრობის შემდგომი ნაწიბური).

დღეისათვის არსებობს უკვე განსხვავებული მიდგომა, შესაძლებელია წარბის ფორმის, სიხშირის და მდებარეობის შეცვლაც კი.

წარბის არასასურველი ფორმა შესაძლოა განპირობებული იყოს: ტრავმის, დამწვრობის ან ოპერაციის შემდგომი ნაწიბურით, გენეტიკური ფაქტორით, წარბის კორექციის არასწორი ტექნიკით, უხარისხო საღებავებით, სტრესით და ა.შ.

ზოგიერთი ამ სიტუაციაში კოსმეტიკურ პროცედურას მიმართავს, როგორიცაა წარბის პერმანენტული მაკიაჟი, მაგრამ ეს მეთოდი პრობლემას ვერ აგვარებს, რომ არაფერი
ვთქვათ მის არაბუნებრივ შესახედაობაზე, ფერის ცვლილებაზე.

იდეალური გამოსავალი ამ შემთხვევაში არის წარბის გადანერგვა.

წარბის გადანერგვა წარმატებულია, როდესაც მას კვალიფიციური პლასტიკური ქირურგი ასრულებს, რომელსაც აქვს მხატვრული ხედვა და კარგი გემოვნება. პირველ ეტაპზე ქირურგი, ითვალისწინებს რა სახის პროპორციებს, პაციენტთან ერთად არჩევს წარბის იდეალურ ფორმას და სიხშირეს, ითვლის გრაფტების საჭირო რაოდენობას.

წარბის გადანერგვა კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით. უფრო ხშირად გამოიყენება თმის გადანერგვის უნაკერო მეთოდი. იმისათვის რომ წარბის კონტური და სიხშირე იყოს აბსოლუტურად ბუნებრივი და ესთეტიური, ძირითადად გამოიყენება ერთ ღერიანი გრაფტები.

წარბის გადანერგვის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქირურგის მიერ სადონორო არის სწორად განსაზღვრას, რათა გადასანერგი თმა იყოს აბსოლუტურად ჯანსაღი. ასევე მნიშვნელოვანია, გადასანერგად შეირჩეს შესაბამისი სტრუქტურის თმა. ჩვენი ქირურგები უპირატესობას ანიჭებენ საფეთქლის თმას. მეტად საპასუხისმგებლოა უშუალოდ გრაფტების ჩანერგვის ეტაპიც, ამ დროს მნიშვნელოვანია თმის ფოლიკულებს მიეცეს ზრდის სწორი მიმართულება.

წარმატებით ჩატარებული წარბის გადანერგვის დროს, შედეგი პრაქტიკულად მყისიერად, ოპერაციის დამთავრებისთანავე ჩანს. რეაბილიტაციის პერიოდად ითვლება
პირველი 5 დღე, როდესაც პაცინტმა უნდა შეასრულოს ყველა მითითებული რეკომენდაცია.

გადანერგილი თმა ზრდას იწყებს ოპერაციიდან 2 თვის შემდეგ და ინარჩუნებს ყველა მის მახასიათებელს – ფერს, სტრუქტურას, ზრდის ტემპს.  გადანერგილი წარბი ნარჩუნდება მთელი სიცოცხლის მანძილზე, შესაძლოა მისი კორექცია(შეჭრა) და შეღებვა.